რა არის მიკროტალღები და როგორ მოქმედებს ისინი საკვებზე

წლების განმავლობაში მიკროტალღური ღუმელები სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა, რადგან იგი ძალიან აადვილებს ჩვენს ცხოვრებას. თუმცა, ბევრს აინტერესებს რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ექსპერტი ნატალი ოლსენის მიერ გამოქვეყნებულ პასუხებს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე მიკროტალღური ღუმელების შესახებ:

რა მოსდის საჭმელს მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას?

მიკროტალღები ელექტომაგნეტიკური რადიაციის დახმარებით საჭმელს სწრაფად აცხელებენ. ისინი მოლეკულების ვიბრაციას იწვევენ, რაც თერმულ ენერგიას ანუ სითბოს წარმოშობს.

რა მოლეკულურ ცვილებებს განიცდის საჭმელი მიკროტალღურ ღუმელში?

მიკროტალღურ ღუმელში დაბალი ენერგიის ტალღები გამოიყოფა, რის გამოც საჭმელი ძალიან მინიმალურ მოლეკულურ ცვლილებებს განიცდის და არ ხდება მათი მოლეკულების ქიმიური ცვლილებები.

რამდენად იცვლება საჭმლის კვებითი ღირებულება მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებისას?

გაცხელებისას საჭმლის გარკვეული ელემენტები იშლება მიუხედავად იმისა მას მიკროტალღურ ღუმელში აცხელებთ, გაზქურაზე თუ ღუმელში. რაც უფრო სწრაფად გააცხელებთ საჭმელს, მით უფრო ნაკლებ ღირებულებას დაკარგავს იგი, რასაც ხელს უწყობს მიკროტალღურ ღუმელში მომზადების სწრაფი ტექნიკა.

მიკროტალღური ღუმელის გამოყენებისას, რომელი პოტენციური ნეგატიური ეფექტები არსებობს?

არსებული კვლევის ფაქტების მიხედვით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე მიკროტალღური ღუმელის ხმარება ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

მართალია, რომ მიკროტალღური ზეგავლენის მქონე წყლით მორწყული მცენარეები არ ხარობენ?

კვლევებმა აჩვენა რომ რადიაციას შეუძლია მცენარის გენებზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა ეს შეეხება მაღალი დონის რადიაციას. მიკროტალღურ ღუმელებში გამოყენებული დაბალი დონის მიკროტალღები ამას ვერ მოახერხებენ.

რა განსხვავებაა მიკროტალღურ ღუმელში და გაზქურაზე მომზადებულ საჭმელებს შორის?

გაზქურისგან განსხვავებით მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის მომზადება უფრო ხელსაყრელია, რადგან იგი საჭმელს შიგნიდან ათმობს. შესაბამისად გაზქურაზე საჭმლის მომზადება და მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გაცხელება მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მიკროტალღურ ღუმელში თქვენ საკვებს უფრო სწრაფად გააცხელებთ.