როდესაც მატი და ჯესიკა ჯონსონები დაქორწინდნენ, მათ მეგობრებისთვის და ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელი რამ ჩაიდინეს. მათ გაყიდეს საკუთარი სახლი, მიატოვეს საკუთარი წარმატებული კარიერები და პატარა იახტა იყიდეს. მას შემდეგ უკვე 4 წელია რაც ისინი მსოფლიოს გარშემო დაცურავენ საკუთარ კატასთან, ჯორჯთან ერთად.

ისინი თვეში 1000 დოლარს ხარჯავენ და უკვე 16 ქვეყანას ესტუმრნენ, მათ შორის კუბას და პერუსაც. თუმცა, მათ გაჩერების სურვილი ჯერ არ აწუხებთ და კიდევ უამრავი ქვეყნის მოვლას აპირებენ.

” ეს ყველაფერი 2007 წელს დაიწყო. ჩვენ მდინარე მიჩიგანის პირას ვისვენებდით და შევამჩნიე, თუ როგორი დაკვირვებით ათვალიერებდა მატი გემებს. შემდეგ მან მე შემომხედა და მკითხა, სახლის ყიდვა ჯობდა თუ მთელი დანაზოგის ნავის საყიდლად დახარჯვა. სწორედ ასე გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულის წყალზე გატარება გვსურდა. 2011 წელს ჩვენი სახლი გავყიდეთ და მაშინ მივხვდით, რომ ისეთ თავგადასავალში გვსურდა წასვლა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა. რამდენ დროს გასტანდა ეს 5 თუ 6 წელს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ” – იხსენებს ჯესიკა.

წყვილმა ჯორჯი 2012 წელს აიყვანა. მათი თქმით, კატა შტორმის დროს წარმატებით ახერხებს ფეხზე დგომას მათზე უკეთ. ჯესიკას თქმით მოგზაურობამ პარტნიორების ურთიერთობა უფრო გააძლიერა, რადგან ნავზე ყოფნისას ერთმანეთთან კამათის დრო არ არის და აქ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ.

” ადრე ჩვენი ცხოვრება სტერეოტიპულ ამერიკულ ოცნებას წარმოადგენდა – ორივემ დავამთავრეთ სკოლა და უნივერსიტეტი, დავქორწინდით, ვიყიდეთ სახლი და დავიწყეთ წარმატებული სამუშაო კარიერები. თუმცა, შემდეგ გავაცნობიერეთ რომ დიდ დროს ვხარჯავდით ტელევიზორის ყურებაში და უმნიშვნელო რამეებში. მივხვდით რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ნამდვილი გამოცდილებები და მოგონებები არ დაგვიგროვდებოდა სიბერეში გასახსენებლად. ჩვენ გვინდოდა ამის შეცვლა და შევცვალეთ კიდეც” – განაცხადა ჯესიკამ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი