ტექნოლოგიური პროგრესი: სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც ყველაზე უხილავ ვენასაც კი წამებში პოულობს

ოდესმე გქონიათ ისეთი სიტუაცია, როცა მედდა, რომელსაც ანალიზი უნდა აეღო ან კათეტერი ჩაედგა, ვერ ახერხებდა ვენის პოვნას? ამაში სასიამოვნო არაფერია, თანაც, ამ დროს პაციენტიცა და მედდაც იტანჯება.  ისეც ხდება, რომ ყველაფერი ორ თვლაში სრულდება.

ვენური ინექციები

ნამდვილად, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კანის გავლით სისხლძარღვები მაინცდამაინც არ უჩანთ, კათეტერის ჩადგმა ან ინექციის შეყვანა რეალური პრობლემაა.

მოწყობილობა, რომელზეც დღეს ამ სტატიაში ვისაუბრებთ, ნამდვილი აღმოჩენაა მედიცინაში. იგი საშუალებას მოგცემთ, ვენაში ინექციები სნაიპერის სიზუსტით გაიკეთოთ.

ინფრაწითელი დასხივების გამოყენებით, მოწყობილობა კანზე გამოსახავს ვენებისა და არტერიების სურათს, აგრეთვე, იძლევა ინფორმაციას მათ სისქეზე, ფორმასა და განლაგების სიღრმეზე.

ახალ ტექნოლოგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დონორული ცენტრებისა და საბავშვო კლინიკებისთვის, რომლებშიც პროცედურის ჩატარების სისწრაფე და სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ, არსებითად შეზღუდოთ ვენის ძებნის პროცედურა და შეამციროთ ქსოვილების ტრავმირების რისკი.

იმედია, მალე ასეთი სასარგებლო მოწყობილობით ჩვენი სამედიცინო დაწესებულებებიც აღიჭურვება. თქვენ რას ფიქრობთ ამ გამოგონებასთან დაკავშირებით? რამდენად გამოსადეგი იქნება?