ძველი ბინის გარემონტებისას, წყვილმა განძით სავსე ჩემოდნები იპოვა

ოჰაიოში მცხოვრები წყვილი ორმოციანი წლების სახლის გარემონტების პროცესში იყო, როდესაც მათ სახლის სხვენში საოცარი რამ აღმოაჩინეს. ჭერში ხეებს შორის გაჭედილი იყო ძველებული ჩემოდანი, რომლის ჩამოსაღებადაც მათ მთელი ძალის გამოყენება დასჭირდათ. მისი გახსნის შემდეგ წყვილმა უდიდესი შოკი მიიღო.

ჩემოდნის გახსნისას ერთი შეხედვით მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან საოცარი სანახაობის ნაცვლად ჩემოდანში ქაღალდების გროვა დაინახეს. თუმცა, მათი გახსნის შემდეგ წყვილმა აღმოაჩინა, რომ თითოეული ქაღალდის გროვა წარმოადგენდა დამცავი ქაღალდით შეფუთულ ფულის დასტებს. უდიდესი სიხარულით სავსე წყვილმა ქაღალდების გახსნა გააგრძელა და აღმოაჩინა, რომ პირველი დასტა 20 დოლარიანებით იყო სავსე, მეორე 50 დოლარიანებით და მესამე 100 დოლარიანებით. ფულის წარმომავლობის შესახებ წყვილმა არაფერი იცოდა, თუმცა მათ ერთი მინიშნება იპოვეს. ფული 1951 წლის გაზეთის ფურცლებში იყო გახვეული. მისი გამოსვლის თარიღი იყო 1951 წლის 25 მარტი. ჩემოდანში აღმოჩენილი ქაღალდების მიხედვით მათ ისიც აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული საგანძური კლივლენდში მცხოვრებ ოჯახს ეკუთვნოდა.

წყვლის ჯერ კიდევ უამრავი კითხვა აწუხებდა, რის გამოც ისინი სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ადვოკატს და მისი დახმარებით დაადგინეს, რომ პირველ ჩემოდანში ნაპოვნი თანხის ღირებულება დღევანდელი კურსით 23 ათას დოლარს შეადგენდა. წყვილის განცხადებით ისინი საკმაოდ ბანალური ცხოვრების ცხოვრობენ, რის გამოც ამ ფულის გამოყენებით თავგადასავლებსი წასვლის ნაცვლად სახლის იჯარის გადახდა გადაწყვიტეს. თუმცა, მათი თავგადასავლები აქ ნამდვილად არ დასრულებულა. სახლის გარემონტების პროცესის გაგრძელების შემდეგ მათ კიდევ ერთი საიდუმლო კარი იპოვეს. მისი ჩამონგრევისთვის ჩაქუჩების გამოყენება დასჭირდათ, თუმცა მათი შრომა ნამდვილად დაფასდა.

საიდუმლო კარის მიღმა, სპეციალური ხით დაფარული ხმაგაუმტარი ოთახი აღმოჩნდა, სადაც კიდევ ორი ჩემოდანი აღმოაჩინეს. მეორე ჩემოდანის გახსნისას მათ მაშინვე ეწვიათ სიხარულის ახალი ტალღა, რადგან ყუთში ქაღალდების შეფუთვის გარეშე ჩადებული დოლარების დასტები აღმოაჩინეს. საერთო ჯამში ამ ფულის ღირებულებამ 45 ათას დოლარი შეადგინა.

გაოცებისგან გაგიჟებულმა წყვილმა გადაწყვიტა სახლის მთლიანად გამოკვლევა, რის გამოც მათ გამათბობლისთვის გამოყოფილი სივრცის ჩამონგრევაც გადაწყვიტეს.

სწორედ აქ გაუმართლად მათ ყველაზე მეტად. ე.წ გამათბობლის კედლის მიღმა მათ კიდევ ერთი ყუთი აღმოაჩინეს.

სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს მათ სამთავრობო ორგანოებთან დაკავშირება. FBI-სთან დაკონტაქტების შემდეგ, საეჭვო ხის ყუთის გახსნისას, მასში საათები, ვერცხლის ზოდები, ბეჭდები და სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებით სავსე კონვერტები აღმოაჩინეს. ყუთების წარმომავლობა დღემდე უცნობია, თუმცა ბედნიერმა წყვილმა ცხოვრება მართლაც გაიუმჯობესა იმის წყალობით, რომ მათ ძველი და მიტოვებული ბინის ყიდვა და მთლიანად განახლება გადაწყვიტეს.