12 რჩევა, რომლებიც საყიდლებზე ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

ბაზარსა და სუპერმარკეტებში სიარული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხშირად, ასეთი “გასეირნების დროს”, იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ვგეგმავდით, სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 12 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან აცილებაში

1. შეადგინეთ რეალური ბიუჯეტი

გადახედეთ თქვენ საბანკო ანგარიშებს და შეამოწმეთ რამდენს ხარჯავთ საყიდლებზე და რამდენის დახარჯვა გსურთ. საყიდლებზე წასვლისას არ უნდა დახარჯოთ თქვენი შემოსავლის 6 პროცენტზე მეტი.

2. შეადგინეთ სია

ყოველთვის უფრო მარტივია წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მოქმედება, თუკი თქვენ საყიდელი ნივთების სია უკვე მზად გაქვთ საყიდლებზე წასვლისას. მოათავსეთ საჭირო ნივთების სია ტელეფონში ან ქაღალდზე და იქონიეთ თან მაღაზიის დახლების თვალიერებისას.

3. არ წახვიდეთ მაღაზიაში მშიერი

მაღაზიაში მშიერი თუ წახვალთ, მაშინ უფრო დიდი ალბათობით შეიძენთ არასაჭირო პროდუქტებსა და შაქრიან სასუსნავებს, რომელიც თქვენი ბიუჯეტით არაა გათვალისწინებული.

4. იარეთ საყიდლებზე უფრო იშვიათად

მაღაზიაში ერთი ნივთის საყიდლად წასვლა ხშირად დამატებითი არასაჭირო პროდუქტების ყიდვითაც სრულდება. იარეთ მაღაზიაში მაგალითად კვირაში ერთხელ და იყიდეთ ყველა საჭირო პროდუქტი ერთ ჯერზე. ამით კვირის განმავლობაში დარჩენილი პროდუქტების უფრო შედეგიანად გამოყენებასაც ისწავლით.

5. არ მოტყუვდეთ ფასდაკლებებით

ასეთ დროს უნდა დაიმახსოვროთ ერთი წესი: თუ ნივთი არ გჭირდებოდათ ფასდაკლებამდე, ესეიგი მისი ყიდვა არც ფასდაკლების დროს არ გჭირდებათ.

6. გამოიყენეთ კალკულატორი

გამოიყენეთ მაგალითად კალკულატორი თქვენს სმარტფონში და მაღაზიაში კალათის ავსებისას შეაჯამეთ მათი ფასები ყოველი პროდუქტის აღებისას. ასე სალაროსთან მისვლისას ნაყიდი ნივთების ჯამური საფასურის გაგება აღარ გაგაკვირვებთ და ბიუჯეტსაც უკეთ გააკონტროლებთ.

7. შეადარეთ ფასები

99-თეთრიანი მწნილის ქილის დანახვისას შეიძლება მოგინდეთ მისი ყიდვა, რადგან ეს საკმაოდ კარგი ფასია ამ პროდუქტის შესაძენად. თუმცა, თუკი ასე იმპულსურად აიღებთ ყველა პროდუქტს, რომლის დაბალი ფასიც მოგხიბლავთ, მაშინ შეიძლება გამოტოვოთ გვერდით არსებულ დახლზე ან მაღაზიაში არსებული 80-თეთრიანი მწნილის ყიდვის შესაძლებლობა.

8. დროებით დაივიწყეთ ხორცი

ვეგეტარიანელობა საჭირო არაა, მაგრამ საყიდლების სიაში ხორცის რაოდენობის შემცირება თქვენს ბიუჯეტს საკმაოდ დაეხმარება. ზოგჯერ ჩაანაცვლეთ ხორცის პროდუქტები შემწვარი ყველით, ომლეტებით და მსგავსი საჭმელებით ფულის დასაზოგად.

9. დაამრგვალეთ ფასები

როდესაც პროდუქტის ფასი 1.95 ლარია და არა 2 ლარი, ჩვენი ტვინი თვლის, რომ ეს ფულის დაზოგვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ პროდუქტების ყიდვამდე დაამრგვალეთ მათი ფასი უახლოეს ლარის ერთეულამდე და ასე შეაჯამეთ საყიდელი პროდუქტების ჯამი. ასე შესაძლოა არასაჭირო თანხის დახარჯვა გადააფიქრებინოთ თავს.

10. გამოიყენეთ ნაღდი ფული

საჭირო პროდუქტების ზუსტი სიის და ბიუჯეტის შედგენის შემდეგ გამოიტანეთ ბანკომატიდან მხოლოდ იმ რაოდენობის ნაღდი ფული, რაც ამ პროდუქტების შესაძენადაა საჭირო. ამის წყალობით ზედმეტი თანხის დახარჯვას აირიდებთ თავიდან.

11. შეძლებისდაგვარად მოიყვანეთ მწვანილი სახლში

ახალი მწვანილების ყიდვა მაღაზიაში ძალიან ძვირი ფუფუნება შეიძლება იყოს და, ხშირად, იმაზე მეტს ყიდულობთ, ვიდრე გჭირდებათ. ეცადეთ, გაზარდოთ სახლში ის მწვანილები, რომელიც ყველაზე ხშირად გჭირდებათ.

12. იყიდეთ ჩვეულებრივი პროდუქტები

არაპოპულარული და უცნობი ბრენდები ხშირად ზუსტად იმავე ფორმულას იყენებენ პროდუქტების დასამზადებლად, რასაც ტოპ-კომპანიები. ამიტომ მათი პროდუქციის ყიდვა კარგი იდეაა და ამით ბევრ ფულს დაზოგავთ.