თუ ამ 12 რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენს სახლს სტაჟიანი მძარცველიც არ გაეკარება

ჩვენ მოგიყვებით როგორ დაიცვათ სახლი გაქურდვისგან. ამ სფეროს ექსპერტების რეკომენდაციებით წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რჩევებს.

ფანჯრები:

იმის გამო, რომ შუშა და ჩარჩო მარტივად ტყდება, ქურდების უმრავლესობა სახლში შეჭრისთვის ამ გზას მიმართავს. პირველ და მეორე სართულზე მცხოვრებლებს გირჩევთ სპეციალური გისოსები დააყენოთ. ფანჯრის სხვა დამცავებს ისინი იოლად ხსნიან, გისოსი ყველაზე საიმედო საშუალებაა. ასევე, მშვენიერი გადაწყვეტილებაა შუშის ბრონირება. ასევე, გამოიყენეთ ხელის ჩამკეტები.

კარი:

ბრონირება კარის შემთხვევაშიც ეფექტური ხერხია. ის ძლიერი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. ასევე, რეკომენდირებულია ზარი ავტომოპასუხეთი. როცა ქურდი კარზე ზარს დარეკავს, ის გაიგებს მაგალითად, ძაღლის ან რაიმე საგნის ხმას. ეს მას შეაშინებს. ასევე, შესაძლებელია თვალის გასახედში ვიდეოს დამონტაჟება – ესაა სისტემა, რომელიც აკონტროლებს იმას, თუ რა ხდება კარის მიღმა. იდგმება სპეციალური მრიცხველი, რომელიც მოძრაობას აფიქსირებს.

შიდა დაცვა

პირველ რიგში, შეათანხმეთ საქმე დაცვასთან. როგორც კი მოძრაობის მრიცხველი ამუშავდება, სიგნალი ჩაირთვება, დაცვა იარაღთან ერთად 3-5 წუთში თქვენს კართან გაჩნდება. დააზღვიეთ სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიური გადასახადი მოგიწევთ, ეს ამად ღირს.

მეორე რიგში, დააყენეთ სპეციალური მოწყობილობები. დააყენეთ მრიცხველი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სახლში შესვლას ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მესამე რიგში, გამოიყენეთ IP კამერა – ყველაზე საიმედო მეთოდი. ნებისმიერ დროს სახლის მეპატრონე გაიგებს და მოისმენს თუ რა ხდება სახლში.

ასევე, ეფექტურია სახლში ძაღლის ყოლა. სასურველია მათი გაწვრთნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ყეფით თუ დაგეხმარებიან. თუ სახლს დიდიხნით ტოვებთ, რამდენიმე ხრიკს მიმართეთ, მაგალითად ფილმიდან „მარტო სახლში“, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება რომ სახლში ვიღაც არის.

დატოვეთ ჟურნალები და გაზეთები საფოსტო ყუთში. ამაზე ქურდები ყურადღებას ამახვილებენ. კიდევ ერთი ვარიანტია სინათლის დატოვება შემოსასვლელში.

გამოცდილ ქურდს ჩვეულებრივი კარის გატეხვა 2-5 წუთში შეუძლია. ამიტომაც, იზრუნეთ კარების სანდოობაზე. კარგ კარს მეტალის ზედაპირი უნდა ჰქონდეს სისქით 2-3 მმ. დააყენეთ ხარისხიანი საკეტი: ნუ გააკეთებთ ამაზე ეკონომიას!