რაში გამოვიყენოთ ძველი, დაზიანებული თეთრეული

ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების მესამედ თეთრეულში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ნატურალურ და ხარისხიან ქსოვილებს ვირჩევთ, ისინი მაინც ძველდებიან ან ვანაცვლებთ და მოდის დრო, როცა კარადაში ხელუხლებლად დიდხანს რჩება.

ჩვენ ვიცით სასარგებლო ხერხები, რომელთა მეშვეობითაც მათ ახალ სიცოცხლეს შესძენთ! ზეწრები შემოქმედებისთვის უნივერსალური მასალაა!

ეს იდეები ნამდვილად შთაგაგონებთ:

  1. საძილე ტომრის სარჩული

თუ საძილე ტომარა გაქვთ, მას ხელნაკეთი სარჩულიც გაუკეთეთ. ეს მოხერხებული და ჰიგიენურია. ამასთან, თავად საძილე ტომარა ნაკლებად დაისვრება და მხოლოდ სარჩულს გარეცხავთ.

  1. სამზარეულოს პირსახოცი

მასალები, რომლებისგანაც თეთრეული მზადდება, მშვენივრად ისრუტავს ბაქტერიებს. ეს უნარი სამზარეულოში ნამდვილად გამოგადგებათ. გამოჭერით მათგან პატარა ნაწილები და შეკერეთ პირსახოცები.

  1. წინსაფარი

დაგჭირდებათ მხოლოდ მაკრატელი, ნემსი და ცოტაოდენი ფანტაზია!

  1. ტომარა სარეცხისთვის

გადააქციეთ ზეწარი მოხერხებულ ტომრად ჭუჭყიანი სამოსისთვის.

  1. ეკრანი

გამოიყენეთ ზეწარი პროექტორის მისანათებლად და უყურეთ ფეხბურთს, სერიალს თუ ფილმს უფრო დიდი გაფართოებით!

  1. ფარდები

გაფუჭებული თეთრეულებისგან შეგიძლიათ ორიგინალური ფარდა ააწყოთ.

  1. პლედი

ესეც შეგიძლიათ სხვადასხვა თეთრეულისგან შეკეროთ.

  1. ავეჯის მორთვა

ნახატებიანი თეთრეული მშვენივრად მორთავს მოსაწყენ კომოდს. გაამრავალფეროვნეთ ძველი მაგიდა.

  1. თოჯინის სამოსი

ამის გაკეთება პატარას განსაკუთრებით გაახალისებს.

  1. დეკორატიული ყუთი

მოათავსეთ საჩუქრები ხელნაკეთ, თეთრეულისგან დამზადებულ ყუთში! ან შეინახეთ აქსესუარები და პირადი ნივთები.

  1. ჩანთა საყიდლებისთვის

უარი თქვით პოლიეთილენის პარკზე და დაიმზადეთ მრავალჯერადი ჩანთა!

  1. დეკორატიული ფარდა

გამოიყენეთ ძველი თეთრეული ბავშვებისთვის საყვარელი სივრცის მოსაწყობად.

თქვენ რისთვის იყენებთ უვარგის თეთრეულს? რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?