საუკეთესო იდეები: ამ დეკორაციების მოსამზადებლად მხოლოდ ცემენტი გჭირდებათ

როგორც სჩანს, ცემენტი არამხოლოდ სამშენებლო მასალა, არამედ შემოქმედებისთვის მშვენიერი ინსტრუმენტია. სანამ თხევადია, შეგიძლიათ მისცეთ ფორმა, შემდეგ გამაგრდება და თქვენი მშვენიერი ქმნილება შეიძლება ისტორიაშიც შევიდეს. შთამომავლები აღმოაჩენენ თქვენს კაშპოს ცემენტისგან და დაიწყებენ თავის მტვრევას თუ რისი თქმა სურდათ ამით მათ წინაპრებს. თვენ კი უბრალოდ სილამაზისკენ ილტვოდით!

მარტივი, მაგრამ აქტუალური ვარიანტები შეგირჩიეთ, რათა ბაღის ტერიტორია გააფორმოთ. მიყევით ინსტრუქციებს!

კაშპო ცემენტისგან და სათლისგან

1. პატარა სათლში ჩაყარეთ ქვიშა ან მიწა, რათა ქონდეს წონა. მოამზადეთ ცემენტი და ჩაასხით დიდ სათლში ნახევარზე მეტად.

2. შემდეგ ჩადგით პატარა სათლი ცემენტში. ცემენტი ამოვა. ნუ დააწვებით. ძირი სქელი უნდა დარჩეს. გაათანაბრეთ, დაე გაშრეს.

3. როცა ცემენტი გაშრება, ფრთხილად მოაშორეთ ქვიშა პირველი სათლიდან, შემდეგ ამოიღეთ თავად სათლი. გადმოიღეთ გამშრალი ცემენტი და ბოლომდე გააშრეთ. ახლა შეგიძლიათ შეღებოთ ან მოხატოთ და ლარნაკი მზადაა!

კაშპო პირსახოცისგან

1. ხსნარი არც თხელი უნდა იყოს და არც ძალიან უხეში. აიღეთ ძველი პირსახოცი, გადაკეცეთ ოთხად, დანით მოამრგვალეთ კიდეები, ცენტრი კი ამოჭერით.

2. ჩაუშვით პირსახოცი მზა ხსნარში. კარგად დაასველეთ. შემდეგ ჩამოსცვით რამეს. ძველი კასრიც გამოგადგებათ. მიეცით ფორმა.

3. დაუცადეთ სანამ ეს სილამაზე გაშრება. შემდეგ მორთეთ ან შეღებეთ.

დეკორატიული ბურთი ცემენტისგან

1. დაგჭირდებათ გაბერილი ბურთი. მოამზადეთ ცემენტი და შემოახვიეთ ბურთს პარკი. დაასველეთ ცემენტში ბამბის ქსოვილი და ჩააცვით ბურთს.

2. დაიწყეთ ცემენტის დატანა ქსოვილის ზევიდან. ფენის სისქე თავად აირჩიეთ.

3. როცა ცემენტი გაშრება, გაუკეთეთ ბურთს ლუქი, რათა იქიდან ჰაერი გამოვიდეს.

როგორ გავაკეთოთ ხსნარი? შეგიძლიათ გააკეთოთ კლასიკური სამშენებლო, ან ასე: აიღეთ ცემენტი, სამშენებლო მასტიკა და ქვიშა პროპორციით: 1:1:2. გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს: