ძველი “ხრუშოვკის” ახალი სიცოცხლე: საკუთარი ხელით გაკეთებული რემონტი

ძველი ბინის ყიდვისთვის ყველა არაა მზად. კაპიტალური რემონტის მცოდნე ადამიანებს მშვენიერი წარმოდგენა აქვთ იმ სირთულეებზე, რომლებსაც შესაძლოა ამ დროს შეეჯახო. თუმცა, კარგი მაგალითები ყოველთვის შთაგვაგონებენ. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.

რემონტში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, მისი დაგეგმვაა. სწორედ კარგი და გაანალიზებული გეგმა დაგეხმარებათ გაექცეთ უსიამოვნო სიტუაციებს. გეგმაში უნდა მოიაზროთ რემონტის ყველა ეტაპი და თითოეული მათგანისთვის განკუთვნილი მასალები. აუცილებლად გამოთვალეთ სავარაუდო ხარჯები. ზევიდან დაუმატეთ 30% იმ თანხისგან, რომელიც დახარჯეთ.

ბევრს ეშინია რემონტის და მის დაწყებას არასაკმარისი ფინანსების გამო წელავს. თუმცა, შეიძლება ყველაფრის ისე დაგეგმვა, რომ ფული გონივრულად დაიხარჯოს. მაგალითად, თავდაპირველად გააკეთეთ იატაკი და კედლები, ჭერს და ავეჯს ნახევარი წლის შემდეგ მიხედეთ.

ერთმა ახალგაზრდა ოჯახმა ძველი ხრუშჩოვკა საკუთარი ძალისხმევით გადააკეთა. მათი მაგალითი აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმ ყველაფრის რეალიზება, რასაც მოისურვებ. მთავარია ძალა და თავდაჯერება.

დერეფანი ნათელი ფილებითაა გაფორმებული, კედლები კი გიფსის ქვითაა დაფარული. ასე ბინა ძვირადღირებულად და ძალიან ესთეტიკურად გამოიყურება. სახლი მთლიანად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი. ზოგს ჰგონია, რომ ეს მოსაწყენია, მაგრამ არა. ნათელი ფერის კედლები და იატაკი ბრწყინვალე ინტერიერს ქმნის. გახსოვდეთ, რომ დეკორის ელემენტებს ნებისმიერ დროს შეცვლით, მობეზრებული კედლები და იატაკი კი დიდხანს უნდა აიტანოთ.

ამ ადამიანებმა ორიგინალურად დამალეს ყველა არალამაზი, მაგრამ კედლის მნიშვნელოვანი ელემენტები. მაგალითად, მრიცხველი დერეფანში კედლის შეუმჩნეველი ელემენტითაა დაფარული. სავარჯიშო ძელი კი შემოსასვლელ კარზეა დამაგრებული, სადაც ხელს არავის უშლის და შესამჩნევადაც რთულია.

ბინაში დასაჭიმი ჭერია. ეს გაფორმების კარგი მეთოდია, რომლის ორგანიზებაც სწრაფადაა შესაძლებელი. ის საკმაოდ ბიუჯეტურია.

გრძელი, მაგრამ ვიწყო კარადა-კუპე ოთახს ძალიან უხდება. სარკის კარებები სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ოთახსა და დერეფანს შორის კარები არაა, რაც ოთახს გაცილებით დიდს აჩენს.

აივანი გაფორმებულია როგორც მშვენიერი სამუშაო ადგილი. რადგანაც ბინა არც ისე დიდია, ეს ჩანაფიქრი პრაქტიკულ აუცილებლობად იქცა. სამზარეულო პატარაა, მაგრამ დამატებითი განათება დაკიდულ თაროებს ქვეშ, ეფექტურად ზრდის სივრცეს.

სააბაზანო განსაკუთრებით ახარებს თვალს. წყლის გამათბობელი მხოლოდ 15 ლიტრიანია, ზომით პატარა, მაგრამ ჰყოფნის ჭურჭელსაც და შხაპის მიღებასაც. ძველებური თუჯის აბაზანა მეპატრონეებმა აკრილის თანამედროვე აბაზანით ჩაანაცვლეს.

გთავაზობთ ვიდეოს, რათა შედეგი შეაფასოთ. მიიღეთ შთაგონება ამ ბინისგან!