არქიტექტორებმა ააშენეს ბუნკერები მდიდრებისთვის: აი, როგორ აპირებენ ისინი პანდემიებისგან თავის დაცვას

კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სახლში დარჩენასა და ბუნკერში ჩასვლას შორის დიდი განსხვავება არაა, რადგან კარანტინი ერთნაირად სასარგებლოა თქვენთვის. თუმცა, აპოკალიფსი და თვითგადარჩენისთვის საჭირო ბუნკერების თემატიკა ბევრისთვის საყვარელ თემას წარმოადგენს, რის გამოც ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტურული ფირმის წარმომადგენლებმა მართლაც საოცარი ბუნკერის მოწყობა გადაწყვიტეს.

ბუნკერის ზედა ნაწილზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია. შენობაში ცხოვრება 2-3 ოჯახს შეუძლია ბავშვებთან ერთად, ასევე კომპანიის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებსაც.

მიწისქვეშა ბუნკერს ფანჯრები არ აქვს, თუმცა ფირმამ ჭკვიანური ტექნოლოგიების წყალობით რეალური ცხოვრების იმიტაცია LED განათებების წყალობით შეძლო. მათი დახმარებით ბუნკერის ოთახებში მოეწყო ხელოვნური მზის სინათლის წერტილი და ასევე ბუნკერში მოთავსდა ფიტო-ტექნოლოგიებით აღჭურვილი მწვანე ზონა ხილის და ბოსტნეულის გასაზრდელად. სხვა საჭმელების შესანახად ბუნკერი ასევე მოიცავს დამატებით დიდ დარბაზს, რომელიც საკუჭნაოდ იქნება გამოყენებული. ბუნკერის გეგმებში ასევე შედის მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახების და სამედიცინო ოთახების მოწყობა.

ჩვეულებრივი ცხოვრების წესის სიმულაციისთვის ბუნკერის მცხოვრებლებს შეეძლებათ ხელოვნური ფანჯრების ეკრანებზე გამოსახულებების შეცვლა და გარე სამყაროს პეიზაჟების ჩანაცვლება მაგალითად მთების და თოვლიანი ველების ხედებით. ტექნოლოგიების წყალობით ფანჯრიდან მსუბუქი ნიავის შემოსვლასაც იგრძნობთ.

სოციალური ურთიერთობებისთვის ბუნკერში განთავსებულია დიდი სასადილო მაგიდა და ასევე კინოთეატრის სივრცეც ოჯახების ერთად შესაკრებად. ბუნკერში ასევე იქნება მოთავსებული აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ველოსიპედების გზა და ბილიკი ბალახებით, სადაც ძაღლების გასეირნებას შეძლებთ. კითხვის მსურველებისთვის აქ ასევე ბიბლიოთეკა იქნება მოწყობილი.