ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს ჩვეულებრივი ქალაქგარე სახლია, თუმცა, უფრო ახლოდან თუ შევხედავთ…

ბევრი ოცნებობს საკუთარ ქალაქგარე სახლზე, დიდი სხვენით, ჩაის მაგიდითა და საქანელებით. სახლის გარშემო, ფინჯანი ჩაით, კარგი წიგნით, ცივილიზაციისგან შორს ჯდომა და დაისით ტკბობა ერთი დიდი სიამოვნებაა. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?

აი, დევიდი და ეილინიც ასეთ იდილიაზე ოცნებობდნენ. თუმცა, მხოლოდ ოცნება რას მოიტანს – მოქმედებაა საჭირო. ეს წყვილი არამხოლოდ მეოცნებე, არამედ მოხერხებულიც აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა ხელები დაიკაპიწეს და რაღაც შესანიშნავი შექმნეს. უბრალოდ შეხედეთ მათ სახლს – ნამდვილი ოცნებაა.

ახლა უფრო ყურადღებით დააკვირდით. ეს სახლი ტბის პირას ან მთის ფერდობზე როდი დგას. თუმცა, მაღლა კია განლაგებული. როგორ ფიქრობთ, რა მოიფიქრეს ამ თავზეხელაღებულებმა? სწორია, გადაწყვიტეს, ოცნების სახლი ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე აეშენებინათ. ამ წყვილმა ზუსტად იცის, როგორ მოაწყოს ლამაზი სახლი.

ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. აბა, როგორ უნდა მოიქცე, თუ არ გაქვს ქალაქგარეთ მიწის შეძენისა და სახლის აშენების საშუალება? ამ ორმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ოცნება შეიძლება ახდეს.

მათ შექმნეს პატარა და მყუდრო ოაზისი უზარმაზარი მეგაპოლისის შუაგულში. ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, დატკბნენ მზის ჩასვლითა და ქალაქის ლამაზი ხედით.

ლამაზი პატარა სახლები

როგორც აღმოჩნდა, სახურავზე აშენებული სახლები მეგაპოლისებისთვის არც ისეთი იშვიათონა ყოფილა. სახურავი სახლის ასაშენებლად მშვენიერ ადგილად ითვლება. დღეს ჩვენ გაჩვენებთ ყველაზე ლამაზ და ცოტათი გიჟურ იდეებს მსგავსი სახლებისთვის.

1. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ 25 ვილა ჩინეთის სავაჭრო ცენტრის სახურავზე.

2. ეს სახლი კი როტერდამში, მრავალბინიანი კორპუსის შენობაზეა. შეიძლება ითქვას, “ლურჯი ოცნებაა”.

3. სახლი LoftCube დიზაინერ ვერნერ აისლინგერისგან. შესანიშნავი ნამუშევარია!

4. და ისევ ნიუ-იორკი.

5. მერე რა? ძალაინ ორგანულად გამოიყურება.

6. ეს უბრალო სახლები კი არა, სრულყოფილი ვილებია ჩჟუჩჟოუში, ჩინეთში.

7. აქ კი მთელი ტრეილერების პარკი! კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა.

8. ვარდისფერი სახლი ნიუ-იორკის კიდევ ერთი ცათამბჯენის სახურავზე.

თუ ადამიანს აქვს ოცნება, იგი მას ყველა შესაძლო საშუალებით განახორციელებს. ეს სახლები ამის შესანიშნავი მაგალითია!

თქვენ იცხოვრებდით ასეთ სახლში?