მათთვის, ვისაც ვარსკვლავების ცქერა მოსწონს, უდაბნოში ეს ქოხი ქირავდება

ტეხასში არსებულ უდაბნოში მდებარე ეს ორიგინალური შენობა გამოქვაბულის მსგავს გამოცდილებას სთავაზობს მის სტუმრებს. გუმბათოვანი შენობა ეროვნულ პარკთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და სოციალური დისტანცირებისთვის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს. 25 კვ/მ ფართობის მქონე სახლში შეხვდებით სამზარეულოს, საძინებელს, სასადილო და მისაღებ ოთახებს. ამ სასტუმროს შეუძლია ერთდროულად 3 სტუმრის მიღება და აქ ერთი ღამის გატარება ჯამში 165 დოლარი ღირს.

მისი პრიმიტიული ექსტერიერის მიუხედავად ეს შენობა აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკით და ბოჭკოვანი ინტერნეტითაც კი. სამზარეულოს არეა მოიცავს მინი მაცივარს და საყინულეს, ორ გაზქურას და პატარა პირსაბანს.

მთლიანი გუმბათოვანი სასახლე მზის ენერგიით მარაგდება, რომელიც სტუმრებს ტელეფონების და ლეპტოპების დატენვასთან ერთად მაცივრის და შუქების გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს. აქ არ დგას ჰაერის კონდიციონერი, თუმცა მისი მიწასთან დაკავშირებული სტრუქტურა იდეალურად აგრილებს შენობაში არსებულ მაცხოვრებლებს.

ტუალეტი სახლის გვერდით, საკმაოდ კომპაქტურ კუთხეში მდებარეობს. შხაპის მიღება ახლოს მდებარე საშხაპეში 2 დოლარად შეგიძლიათ, რაც თავგადასავლის ნაწილად შეგიძლიათ ჩათვალოთ.

რაც მთავარია, ამ სახლის ასპექტების შეფასებისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ მისი ხედი. გუმბათი მდებარეობს მუქი ცის განკარგულების მქონე ტერიტორიის ცენტრში, რაც იმას ნიშნავს რომ შტატის მთავრობის განკარგულების მიხედვით ამ არეში სინათლის დაბინძურება მინიმალურ დონემდეა დაყვანილი ენერგიის დასაზოგად და ასტრონომიული ინტერესების პროექტების დასაცავად. სწორედ ამიტომ აღნიშნულ შენობაში დასვენებისას თქვენ ტეხასის ცაზე ადვილად შეძლებთ ულამაზესი ვარსკვლავების დანახვას.