როგორ შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები და დავზოგოთ მეტი ფული

გაზარდეთ ბოსტნეული

შემდეგ ჯერზე, როცა ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას დააპირებთ, დაფიქრდით ამაზე ორჯერ. ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა მეორედ შეიძლება გაზარდოთ. ეს დაგაზოგინებთ საყიდლების ფულს და ბოსტნეულის გაზრდა ოჯახისთვის საერთო მხიარულ აქტივობადაც შეიძლება იქცეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ჯამები ან ქოთნები და ბოსტნეულის ნარჩენები.

კიტრი

კიტრი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად გასაზრდელი ბოსტნეულია. გადაჭერით ფესვებიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით და მოათავსეთ წყლით სავსე ჭიქაში. მოათავსეთ ჭიქა მზეზე და გამოცვალეთ წყალი კვირაში ერთხელ მწვანე ფესვების გაზრდამდე. რამდენიმე სანტიმეტრიანი ფესვების გამოზრდის შემდეგ გადარგეთ ხახვი მიწაში.

ნიახური

ნიახური ასევე ადვილად გასაზრდელია. უბრალოდ გადაჭერით ფესვებიდან 5 სანტიმეტრის დაშორებით და ჩადევით ღრმა ჯამში, შემდეგ კი ჩაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს ფესვის 2 სმ.

ხახვი

ხახვის გასაზრდელად ჩადევით მისი ძირი მიწაში და დაელოდეთ ფესვების გაზრდას. ფესვების გაზრდის შემდეგ მოაშორეთ ძველი ხახვის ნაწილი და ისიამოვნეთ ახალი ხახვის გაზრდის პროცესის ყურებით.

მოიშორეთ პლასტიკური კონტეინერები

პლასტიკური კონტეინერების უმრავლესობის გადამუშავება შესაძლებელია, თუმცა მათი უკეთესი ალტერნატივაა საჭმლის შენახვა სილიკონის კონტეინერებში. პლასტიკური კონტეინერებისგან განსხვავებით სილიკონის კონტეინერები არ ტყდება, არ იბზარება და დროთა განმავლობაში მათი დალპობის და დაობების პრობლემაც არ გექნებათ.

სცადეთ მრავალჯერადი შესაფუთი ქაღალდი

ასეთი შესაფუთი მასალა უსაფრთხოა გარემოსთვის. მათი დახმარებით შეგიძლიათ შეფუთოთ ლანჩი, საჭმელი, კერძის ნარჩენები და ასევე მათი გარეცხვაც მარტივად შეგიძლიათ.

გადადით მწვანე საწმენდ საშუალებებზე

სახლის საწმენდი საშუალებების უმრავლესობა სავსეა ქიმიკატებით, რომლების ნაწილიც საზიანოა როგორც ადამიანებისთვის ისე გარემოსთვისაც. ამის გამო სჯობს თქვენი ხელით მოამზადოთ შედარებით უფრო მწვანე ტიპის საწმენდი საშუალებები. ყველაზე ზოგადი გამოყენების მქონე საწმენდის დასამზადებლად უნდა აურიოთ 2 ჭიქა ძმარი 2 ჭიქა წყალთან და შეინახოთ ნაზავი სპრეის ბოთლში მარტივი გამოყენებისთვის.

მოიშორეთ მიკროპლასტიკური ნივთიერებები

იცით რომ თქვენი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელის ყოველი გარეცხვისას ოკეანეში დამაზიანებელი მიკროპლასტიკური ნივთიერებების მოხვედრას უწყობთ ხელს? ამიტომ სჯობს გამოიყენოთ ისეთი სარეცხი ღრუბელი ან ჭურჭლის საწმენდი ნაჭერი, რომელიც დამზადებულია გადამუშავებადი ნივთიერებებისგან. ამისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ მცენარეებისგან დამზადებული ღრუბლები ან პირსახოცები.