ხსნა სიცხეში: გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რისგანაა აშენებული ეს კოტეჯი

პლასტმასის ბოთლებს უამრავი უპირატესობა აქვთ: ისინი უფრო მსუბუქი და გამძლეა, ვიდრე შუშის ჭურჭელი, ამასთან, მათი ფასიც გაცილებით დაბალია. საუბედუროდ, დროთა განმავლობაში, ყველა ეს დადებითი უარყოფითად იქცევა, რამდენადაც ჩვენ დღემდე ვერ მოვაგვარეთ ნედლეულის გადამუშავების პრობლემა! ახლა ჩვენი ნაგასაყრელები კატასტროფული სისწრაფით იზრდება.

კანადელი არქიტექტორი რობერ ბეზო ძალიან შეაწუხა პლასტმასის ნაგვის უტილიზაციის პრობლემამ. ერთხელაც, თავში შესანიშნავმა იდეამ გაუელვა: გადაწყვიტა, პლასტმასის ბოთლებისგან სახლი აეშენებინა.

სახლი პლასტმასის ბოთლებისგან

1. 2012 წელს, რობერმა ააშენა პირველი სახლი მეორადი ჭურჭლისგან, 2015 წელს კი პანამის ხელისუფლება მისი იდეით დაინტერესდა და არქიტექტორი ქვეყანაში პლასტმასის ბოთლებისგან მთელი დაბის ასაშენებლად მიიწვია.

2. აშენების ტექნოლოგია საოცრად მარტივია. ცარიელი ჭურჭელი თავსდება სპეციალურ კონტეინერში, რომელიც არმატურისა და ბადისგანაა შედუღებული. რკინის ჩონჩხი უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცეს, ხოლო ბოთლები – თბოიზოლაციას.

3. შედეგად, ასეთი ბლოკებისგან თითქმის ნებისმიერი ფორმის სახლის აშენება შეიძლება. კოტეჯის იერი მხოლოდ დამკვეთის ფანტაზიითაა შეზღუდული.

4. გარედან და შიგნიდან კედლები საგულდაგულოდ ბათქაშდება. ახლა პლასტმასის ბოთლების სახლს აგურისგან ვერაფრით გაარჩევთ.

5. რამდენადაც კოტეჯის კედლები ნახევრად ცარიელია, სიცხისგან შესანიშნავად გვიცავს. ყოველგვარი კონდიციონერის გარეშე, სახლში პანამისთვის მყუდრო, 31-გრადუსიანი ტემპერატურა ნარჩუნდება მაშინ, როცა გარეთ ტემპერატურული მაჩვენებელი თითქმის 50 გრადუსია.

ეს მართლაც შესანიშნავი იდეაა! მოუყევით მის შესახებ ნაცნობებს, იქნებ გამოჩნდეს ავანტურისტი, რომელიც მას განახორციელებს.