5 ლამაზი მცენარე ბაღისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება

კერძო სახლის ნებისმიერი მფლობელი ოცნებობს, რომ მის ეზოში ყვაოდეს და ხარობდეს ულამაზესი მცენარეები, რომლებსაც ზედმეტი დრო და ძალისხმევა არ სწირდება. საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია. მაშ ასე, გაგაცნობთ ხუთ ყველაზე ლამაზ მცენარეს, რომლებიც თავისით გაიზრდება და თვალს გაახარებს, მეზობლებში კი შურს გამოიწვევს.

1. ჰოსტა

უპრეტენზიო მრავალწლიან მცენარეებს შორის ერთ-ერთი ფავორიტია ჰოსტა. იგი, სახეობის მიხედვით, ქმნის დიდ (1 მეტრამდე დიამეტრის) ან პატარა ბუჩქს. ყვავის ივნისში, უშვებს ისრებს, რომლებზეც მალევე ჩნდება ლამაზი იისფერი ყვავილები. ყვავილობის დასრულების შემდეგ, ისარი შეგიძლიათ მოჭრათ და ახალს დაელოდოთ. აი, ჰოსტას ფოთლები კი შესანიშნავად გამოიყურება, ნებისმიერ საყვავილეში.

2. ჭანჭყატა

ძალიან უპრეტენზიო, დაბალი ბუჩქია. მას არანაკლებ ორი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მისი ფოთლები ლამაზი დეკორაციაა, თითოეულ ყვითელ ფოთოლზე მუქი მწვანე და ყვითელი ფერები თამაშობს. მეორეც, იგი მხოხავი მცენარეა. მეტიც, ჭანჭყატა მინიმალურ ყურადღებას კი არ მოითხოვს, არამედ საერთოდ არ სჭირდება ყურადღება. თუ პატარა ნერგს მაისში დარგავთ, 1 წელიწადში მიიღებთ 30 სმ მხოხავ ბუჩქს, ახალი და ახალი ნერგების ხარჯზე, რომლებიც შემდეგ უშვებს ჰაეროვან ფესვებს და საყვავილის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. რამდენიმე წელიწადში, თუ ბუჩქს არ გადარგავთ, მთელ ტერიტორიას დაიპყრობს.

3. ალისა

ძალიან უპრეტენზიო ერთწლიანი ბუჩქია. თავიდან, ეს მცენარე მთებში იზრდებოდა და მისი მრავალფერიანი ყვავილები, სახეობის მიხედვით, გასაოცარ სურნელს აფრქვევს. ამ მცენარეს საერთოდ არ სჭირდება ძალისხმევა, დარგვისთანავე შეგიძლიათ დაივიწყოთ მისი მოვლა, უბრალოდ მორწყეთ ხოლმე, თუ კვირაში ერთხელ არ წვიმს. ბუჩქს უამრავი პატარა და დეკორატიული ყვავილი აქვს. აღნიშნული მცენარე, ჩვეულებრივ, კლუმბებში ირგვება. ალისა დაბალი ბუჩქია, ამიტომ, თუ კლუმბა მრავალდონიანია, იგი, როგორც წესი, პირველ ან მეორე რიგში უნდა დარგოთ, უფრო მაღალი მცენარეების წინ.

4. ბეგქონდარა

ბაღისთვის კიდევ ერთი უპრეტენზიო მცენარე გახლავთ ბეგქონდარა. ამასთან, ესაა სასარგებლო მცენარე, რომელიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას, რამდენადაც იგი პირველი დამხმარეა ხველის დროს. ეს დაბალი ბუჩქი წვრილი ყვავილებით უხვად ყვავის გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე. წვრილყვავილიან მცენარეებს, როგორც წესი, არ სჭირდება ყვავილსაჯდომის მოშორება და ოქტომბრამდე ლამაზ დეკორატიულ იერს აძლევს თქვენს ეზოს.

5. კატაბარდა

უპრეტენზიო ბაღი არაფერია ხვიარა მცენარეების გარეშე. იდეალური გადაწყვეტილებაა კატაბარდა. მისი ერთადერთი უარყოფითი მხარეა შედარებით მაღალი ფასწი. სუპერმარკეტში, ერთი ნერგი 15 დოლარამდე შეიძლება ღირდეს. თუმცა, ეს ხარჯი გამართლებულია! როცა კატაბარდა ზრდას იწყებს, მას აღარავითარი მოვლა და მზრუნველობა არ სჭირდება. ზამთარში საჭირო იქნება არჩეული საყრდენის დამაგრება, რომელზეც მცენარე დაეხვევა, რომ არ გაიყინოს. გაზაფხულზე კი დააბრუნეთ “შვედურ კედელზე”. სიმაღლეში, ჩვეულებრივ, მცენარე 3 მეტრს აღწევს. იგი ლამაზ, ეჟვანისებრ ყვავილებს ისხამს და ძალიან ლამაზად აფორმებს ფანჩატურებს.

თქვენ რომელი მცენარეები გაქვთ ბაღში? რამდენად რთულია მათი მოვლა?