როგორ გამოვიყენოთ კუთხეები ბინაში პრაქტიკულად

ცარიელ კუთხეებზე უფრო სამწუხაროს ბინაში ვერაფერს იხილავთ. სახლის ან ბინის მოწყობისას, ბევრი აწყდება პრობლემას – რა დავდგათ კუთხეში ისე, რომ ლამაზიც იყოს და ფუნქციურიც. თუ პრობლემას მთელი გულით მიუდგებით, ცარიელი სივრცის მართლაც ეფექტურად გამოყენებას შეძლებთ.

ჯერ კიდევ არ იცით, როგორ გააფორმოთ ცარიელი კუთხე? Novate.ge-ს რედაქცია გასწავლით სივრცის სასარგებლოდ გამოყენებას – თქვენთვის მთელი 20 იდეა გვაქვს.

კუთხეები ბინაში

1. კუთხის კარადები ნამდვილი ხსნაა მცირე ზომის სამზარეულოში. ასეთი გათვლილი მიდგომა შენახვის სისტემებისადმი დაგეხმარებათ მეტი სამზარეულო ინსტრუმენტის შენახვაში, თანაც ნაკლებ სივრცეში. არც ერთი ძვირფასი სანტიმეტრი არ უნდა დაიკარგოს!

2. კიდევ ერთი შესანიშნავი გადაწყვეტილება სამზარეულოსთვის.

3. საძინებელში უსარგებლო კუთხე შეგიძლიათ ფუნქციურ გარდერობის ოთახად აქციოთ. ადგილს თითქმის არ იკავებს, სარგებელი კი ნამდვილად დიდი მოაქვს.

4. მყუდრო კუთხე კითხვისთვის, რას იტყვით?

5. რატომ უნდა იყოს კუთხეები ცარიელი? გამოიყენეთ სივრცე გონივრულად და დაამზადეთ ასეთი ორიგინალური კუთხის თაროები წიგნებისა და მსგავსი წვრილმანებისთვის.

6. კიდევ ერთი ვარიანტი ორიგინალური კუთხური სისტემის მოსაწყობად.

7. აი, როგორ უნდა დაამრგვალოთ კუთხეები ვიზუალურად.

8. ვინ არ ოცნებობს ზამთრის ცივ საღამოს ბუხართან გათბობაზე?

9. უბრალოდ შეხედეთ, რა ოსტატურადაა დამრგვალებული კუთხეები ოთახში, მხოლოდ ერთი თაროს გამოყენებით.

10. თუ სახლიდან მუშაობთ, ცალკეული კაბინეტი კი არ გაქვთ, პატარა მაგიდის, სავარძლისა და ნოუთბუქის ადგილს ყოველთვის იპოვით.

11. უჩვეულო გადაწყვეტილება საძინებლისთვის. როგორ მოგწონთ ასეთი სათავე საწოლისთვის?

12. კიდევ ერთი პრაქტიკული გადაწყვეტილება მცირე ზომის საძინებლისთვის. კუთხე შესანიშნავი ადგილია ძვირფასი ნივთების შენახვისა და დემონსტრაციისთვის.

13. დიახ-დიახ, ფოტოებიც კი შეგიძლიათ დაკიდოთ ასე უჩვეულო გზით.

14. კიდევ ერთი მაგარი იდეა წიგნების თაროსთვის. ძალიან მყუდროდ გამოიყურება!

15. ტიხარი საბავშვო საწოლებს შორის. ბავშვებიც არ იჩხუბებენ და თაროებიც გამოვა სასარგებლო წვრილმანებისთვის.

16. სათამაშო კუთხე ბავშვის ოთახში სწორედ ასეთი უნდა იყოს.

17. თქვენ როგორ ინახავთ ქოლგებს სახლში? საკიდზე კიდებთ თუ კარადაში ინახავთ? უბრალოდ შეხედეთ! ასეთი დასადგამი ინტერიერის მკვეთრი დეტალი იქნება.

18. ასეთი თარო ინჟინერული ჩანაფიქრის უმაღლესი წერტილია. არც არაფერში გიშლით ხელს, კუთხეც გამოყენებულია, ამდენი სასარგებლო ადგილიც გაჩნდა… მაგარია!

19. მცირე ზომის მაგიდა ოპტიმალური ვარიანტია მოუხერხებელი კუთხის გამოსაყენებლად.

20. შესანიშნავი იდეაა შემოსასვლელისთვის! აქ დასაჯდომი ადგილიცაა, ნიშებიცა და საკიდებიც ეტევა… ამასთან მსგავსი კუთხე მოდურად გამოიყურება.

კუთხე უსარგებლო სივრცე სულაც არაა. როგორც ედავთ, კუთხეების აქტიური და მხატვრული შევსება სახლში დაუყოვნებლივ მისცემს ინტერიერს სრულყოფილ იერს.