როგორ მოვაწყოთ საზაფხულო გუბურა ეზოში: გრილი იდეა

ანჯელა ანდალორომ ახალი სახლის ყიდვის შემდეგ უკანა ეზოს გალამაზება გადაწყვიტა. ინტერნეტში ნანახ უამრავ კრეატიულ იდეას შორის მას ყველაზე მეტად მინი გუბურის მოწყობის კონცეპტი მოეწონა. ამ პროექტის განსახორციელებლად მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა. პირველ რიგში გუბურისთვის მცენარეების და თევზების არჩევა იყო საჭირო, რის დროსაც კლიმატის გათვალისწინება აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. საკუთარი გუბურისთვის ანჯელას 3 განსხვავებული ტიპის მცენარის კომბინაციის გამოყენება გადაწყვიტა.

პირველ რიგში, მან ამოარჩია მოტივტივე მცენარეების სახით წყლის შროშანები, წყლის სალათის ფოთლები და წყლის ჰიაცინტები აარჩია, რათა შეენარჩუნებინა გუბურის სისუფთავე, სიგრილე და თევზების უსაფრთხოება წყლის ზედაპირზე. შემდეგ მან აარჩია წყლის ფსკერის მცენარეების ტიპი რცხილას სახით, რომელიც სწრაფად იზრდება და თევზებისთვის იდეალურ თავშესაფარს წარმოადგენს. გუბურის კედლებზე მან ასევე მწირი ტიპის ყვავილები ჩარგო, რომლებიც ატმოსფეროს უფრო ლამაზ იერს სძენენ.

გუბურაში მცენარეების ჩარგვისას ის სიღრმე უნდა გაითვალისწინოთ, რომელიც მათ სჭირდებათ გასახარებლად. ამისათვის შესაბამისი კონტეინერების და მიწის მოძებნაა საჭირო. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნური თაროები გუბურის შიგნით განსხვავებული სიღრმეების შესაქმნელად. შესაძლებელია ქვების ან აგურების გამოყენებაც მცენარეებისთვის შესაფერის სიმაღლის მისაცემად.

კედლის მცენარეები 5 სანტიმენტრზე უფრო ღრმად არ უნდა იყვნენ ჩაფლობილი წყალში. ანჯელამ ფსკერის მცენარეები და შროშანები დიდ კონტეინერში ჩარგო, რომელიც გუბურის ფსკერზე მოათავსა. ამ ეტაპზე გუბურის წყალი დაბურული და მღვრიე იქნება, თუმცა არ უნდა ინერვიულოთ რადგან იგი დროთა განმავლობაში თავისით გაიწმინდება.

შემდეგ ეტაპს აგურების და ქვების წყალში განთავსება წარმოადგენდა კიდის ყვავილებისთვის თაროების შესაქმნელად, თუმცა ამის გაკეთება ძირის ყვავილების გაჭყლეტვის გარეშე იყო აუცილებელი რაც შეიძლება ფრთხილად.

საბოლოოდ, გუბურამ მართლაც შესანიშნავი იერი მიიღო. გოგონამ მის ეზოში გუბურასთან სტუმრათ მოსული რამდენიმე ჩიტიც შენიშნა. ამის გამო მან წყალში მოტივტივე ქვები ჩაამატა ჩიტებისთვის დასვენების გასაადვილებლად. გუბურას სავარაუდოდ მალე ამ არესთვის დამახასიათებელი ბაყაყებიც ესტუმრებიან. ანჯელამ ამ მცირე პროექტით მისი ეზოს გალამაზების დიდ გეგმებს დაუდო საფუძველი სულ რაღაც 150 დოლარის დახარჯვის სანაცვლოდ.