ჰარმონიული ერთოთახიანი ბინა ფრანგულ სტილში. დახვეწილი კლასიკა 32 მ²-ში

როცა მშობლების გადასვლის საკითხი დადგა, გადავწყვიტეტ, მათთვის მეზობელ სადარბაზოში გვეყიდა ბინა, ერთმანეთთან ყოველთვის ახლოს რომ ვყოფილიყავით. ახალ საცხოვრებელში ნათესავები კერძო სახლიდან გადმოვიდნენ, ამიტომ მათ ბევრი ნივთი ჰქონდათ.

ჩვენ წინაშე დადგა ასეთი მისია: ბინა არამხოლოდ კომფორტული, არამედ ლამაზიც გაგვეხადა. მასში ჩვენი მშობლებისთვის ძვირფასი ნივთების დატევაც გვინდოდა.

ერთოთახიანი ბინის რემონტი

ფრანგული შარმი

1. ჩვენ გრანდიოზული რემონტი დავგეგმეთ, რომელსაც საფუძვლად ედო ერთოთახიანი ბინის ზონირება. სამზარეულო ფანჯრის გასწვრივ მოეწყო, ფანჯრის რაფის დემონტაჟის ხარჯზე, რამაც შენახვის მოსახერხებელი სისტემის დაყენებისა და სამუშაო ზედაპირის გაფართოების საშუალება მოგვცა.

2. სამზარეულოსა და შემოსასვლელში კედლები შეიღება, მოსაპირკეთებლად კი საყვარელი შპალერი შეირჩა.

3. ხის სასადილო მაგიდის ზემოთ განლაგდა კარადები, რომელშიც დედაჩემს თავისი საყვარელი ჩაის კომპლექტის დალაგება შეუძლია.

4. სამზარეულოს სავიზიტო ბარათად იქცა ფიგურული სკინალ. ჩვენ გავთვალეთ განათებაც: სამუშაო ზედაპირი აღჭურვილია ქვეგანათებით, შუქის ძირითადი წყარო კი ჭერის ჭაღი გახლავთ.

5. დიდი ფრანგული ფანჯარა ოთახში დიდი რაოდენობით მზის შუქს უშვებს, დივნის თავზე სარკე კი ეფექტს მხოლოდ აძლიერებს. აივანი შეღებილია ყვითლად, ამიტომ, მოღრუბლულ ამინდშიც კი, აქ თბილი ატმოსფეროა.

6. ინტერიერი კლასიკურ სტილშია შესრულებული. ჭერის ლავგარდნის, თეთრი კარის, სარკეების მსგავსი დახვეწილი დეტალები მხოლოდ ხაზს უსვამს ჩვენს ჩანაფიქრს. ფარდებსა და ბალიშებზე ყვავილოვანი ნახატები, რომლებიც ნამდვილ სოფლურ იდილიას ქმნის.

7. მამაჩემს ძალიან უყვარს კითხვა, ამიტომ ბინა გავამდიდრეთ ჩაშენებული სტელაჟიანი კარადით და, რა თქმა უნდა, კომფორტული კუთხით, სპეციალურად ამ საქმიანობისთვის. განათებაც კარგი უნდა იყოს! ოთახში დავკიდეთ ცენტრალური ჭაღი, ბრა – დივნის თავზე, ასევე, დავდგით მცირე ზომის სანათები.

8. საძინებლის როლს გასაშლელი დივანი ასრულებს. სტუმრების დაპატიჟებაც შეიძლება, დღისით წამოწოლა და ტელევიზორის ცქერაც.

9. ლოჯია დავათბეთ, გავიყვანეთ იატაკის გათბობის სისტემა. აივანზე განლაგდა ორი კარადა, ამიტომ მშობლებისთვის ძვირფასი ნივთები უპრობლემოდ დაეტევა სახლში. არც დედაჩემის საყვარელი ოთახის მცენარეები დაგვავიწყდა, ამიტომ აქ დავდგით სტელაჟებიც ყვავილების ქოთნებისთვის.

10. შემოსასვლელში, სააბაზანოს მოპირდაპირე მხარეს, ჩავაშენეთ კარადა ზედა ტანსაცმლისთვის. იგი იატაკიდან ჭერამდეა გადაჭიმული, ამიტომ კორიდორი გადავსებული არ ჩანს. სარკეების წყალობით, სივრცე ვიზუალურად გაფართოვდა.

11. პატარა ბინის ინტერიერის შექმნისას, მნიშვნელოვანია თითოეული სანტიმეტრის გათვალისწინება, თუმცა, ამავდროულად, უარი თქვით ძალიან ბევრი თაროსა და კარადის განლაგებაზე. სახლში საკმარისი თავისუფალი სივრცე უნდა იყოს,მითუმეტეს, რომ დროთა განმავლობაში დეკორის ახალი ელემენტები და ავეჯი გაჩნდება.

12. გადაგეგმარებამ მოიცვა სააბაზანოსა და ტუალეტის გაერთიანებაც. ყველაფერი ძალიან ლაკონიურად, ზედმეტობების გარეშე მოვახერხეთ.

სველ წერტილში კარადა საშხაპე კაბინის გვერდით დავდგით: ქვემოთ დავმალეთ სარეცხი მანქანა, ზემოდან კი თაროები გავაკეთეთ.

რედაქციის რჩევა

მოუბეზრებელი ინტერიერის შერჩევა, ასევე, თქვენი ჩვევებისა და გემოვნების გათვალისწინება საკმაოდ რთულია. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში? მოუსმინეთ საკუთარ თავს და იფიქრეთ, რა მოგწონთ, რადგან თითოეული სტილი გარკვეულ განწყობას ქმნის.

თუ ბუნება გიყვართ, ეკოსტილი ან რუსტიკა შეგეფერებათ. თუ სული უბრალოებასა და კომფორტს გთხოვთ, გააფორმეთ საცხოვრებელი კანტრის ან პროვანსის სტილში, ხოლო თუ დახვეწილი სიძველის მოყვარული ხართ, აირჩიეთ ვინტაჟი ან შები-შიქი. გინდათ რამე თანამედროვე და ლაკონიური? უპირატესობა მიანიჭეთ ჰაი-ტეკს, ლოფტსა და კონტემპორარის.