10 ნივთი, რომელთა ფარული დანიშნულება აქამდე არ იცოდით

ჩვენ გარშემო უამრავი ისეთი ნივთია, რომლებსაც ავტომატურად ვიყენებთ და მათ დანიშნულებასა და წარმომავლობაზე არც კი ვფიქრობთ. არადა, ყოველდღიური გამოყენების ნივთებსაც კი აქვთ თავიანთი საიდუმლო და ფარული ფუნქციები.

Novate.ge-ს რედაქციამ რამდენიმე ასეთი საიდუმლო ამოხსნა და ბოლოს და ბოლოს გაიგო, თუ რისთვისაა საჭირო ესა თუ ის საინტერესო გამოგონება. ამ ინფორმაციას ახლა სიამოვნებით გაგიზიარებთ.

უცნობი ფაქტები

1. რომბი ზურგჩანთაზე

თავიდან, რომბის ან კვადრატის ფორმის ჭრილებიანი ნაკერები მხოლოდ ტურისტულ ზრუგჩანთებზე იყო. ნახვრეტებში თოკებსა და კარაბინებს ატარებდნენ და ჩანთაზე კიდებდნენ. ახლა ამ ელემენტმა თავისი ფუნქცია დაკარგა და ჩვეულებრივ დეკორად იქცა.

2. პომპონი თავსაბურავებზე

თაროდან საყვარელი ზამთრის ქუდის აღებისას, არასდროს დაგისვამთ კითხვა, თუ რისთვის გაუკეთეს მას პომპონი და საიდან გაჩნდა ამის იდეა. არადა, ამ საინტერესო დეტალის ისტორიას XVIII საუკუნეში გადავყავართ. მაშინ პომპონს ფრანგი მეზღვაურების ქუდებს აკერებდნენ, ხომალდის დაბალ ჭერზე თავი რომ არ მიერტყათ.

მოგვიანებით, იგი არმიის ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად იქცა. უბრალო ჯარისკაციდან ოფიცრამდე, მამაკაცის წოდებას პომპონის ფორმისა და ფერის მიხედვით გაიგებდით, აგრეთვე, შეძლებდით იმის გარკვევასაც, თუ რომელ დანაყოფსა და გვარს მიეკუთვნებოდა სამხედრო მოსამსახურე.

3. ზოლები შარვლებზე

რამდენი დრო უნდა დახარჯოთ, იდეალურად სწორი ზოლები რომ მიიღოთ კლასიკურ შარვლებზე. არადა, პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტენდეციას სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ დატკეპნილი შარვლების ტრანსპორტირების შემდეგ, ზოლების დაუთოვება შეუძლებელი იყო.

4. ნახვრეტები კანფეტის ჯოხზე

ეს მცირე ზომის ხვრელები კანფეტის დამზადების ტექნოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ პლასტმასის ჯოხზე კანფეტი დამაგრდეს.

5. ატრიას კოლოფი

თუ აზიური ფასტფუდის კოლოფს გახსნით, იგი იქცევა თეფშად, რომლიდან ჭამა გაცილებით მოსახერხებელია.

6. ჩხირების დაბოლოება

მისი დანიშნულების შესახებ არსებული მთავარი ლეგენდის მიხედვით, ეს ნაწილადი დასადგამის ფუნქციას ასრულებს. რეალურად, ამას მხოლოდ იაფფასიან, ერთჯერად ნაკეთობებზე აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ ჩხირები ახალია და ისინი არავის გამოუყენებია.

7. გვერდითა ხვრელები კედებზე

ეს ორი უსარგებლო ხვრელიც კი ასრულებს თავის ფუნქციას. გარდა დამატებითი ვენტილაციისა, ისინი ფეხის მჭიდროდ დაფიქსირებაშიც გვეხმარება. კალათბურთელები მათში ატარებენ თასმებს, თამაშისას ფეხსაცმელი რომ არ ყანყალებდეს.

8. ხვრელი კალმის თავსახურში

ბავშვობაში ვის არ დაუღრღნია კალმები? ბავშვმა ხომ შეიძლება შემთხვევით გადაყლაპოს თავსახური. გადაყლაპვის შემთხვევაში, ეს მცირე ზომის ხვრელი დაშავებულს არ მისცემს დახრჩობის საშუალებას – სუნთქვაში დაეხმარება.

9. რიცხვი 57 კეჩუპ Heinz-ის შეფუთვაზე

ამოუცნობი ციფრები არამხოლოდ სარეკლამო კამპანიის ნაწილია. თუ კეჩუპი არ გამოდის, ხელის გულით რამდენჯერმე დაარტყით ამ რიცხვს.

10. ხვრელი სპაგეტის კოვზში

ეს ხვრელი ზომავს სპაგეტის სტანდარტულ ულუფას ერთ ადამიანზე.

აი, რა ხდება, როცა მწარმოებელი უმარტივეს დეტალებზე ფიქრობს! თქვენ რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?