17 ეშმაკობა, რომლებიც თქვენს ინტერიერს ზედმეტი ხარჯის გარეშე გაალამაზებს

არსებობს მტკიცებულება, რომ ქალბატონები უძველესი დროიდან ცდილობდნენ, გამოქვაბულებში სიმყუდროვე შეეტანათ… რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე საცხოვრებელზე! Novate.ge-ს რედაქცია გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა შექმნათ იდეალური ინტერიერი მხოლოდ რამდენიმე შტრიხის შეცვლით, მცირე ფართშიც კი.

პატარა ბინის ინტერიერი

1. სარკე შეუცვლელი დეკორია, როცა პატარა ბინაში სივრცის ვიზუალურად გადიდებაა საჭირო.

2. თუ ბნელ ფარდებს ჭერზე დაკიდევთ, მაღალი ჭერისა და დიდი ფანჯრების ილუზიას შექმნით.

3. აი, როგორ შეიძლება საძინებლის ზონის გამოყოფა: საწოლი მოათავსეთ იმპროვიზებულ შემაღლებულ ადგილას და გამოყავით ფარდებით.

4. კიდევ ერთი მაგალითი ფარდების გამოყენებით ოთახის ფუნქციურ ზონებად დაყოფისა.

5. სიმყუდროვისა და სიღრმის გასაოცარ ეფექტს მიიღებთ, თუ ჭერს მუქი ფერის საღებავით შეღებავთ, კედლებს კი ღიად დატოვებთ.

6. აი, როგორ შეიძლება ჭერის ვიზუალური ამაღლება.

7. გამათბობლის დამალვა საჭირო არაა, უმჯობესია, იგი ლამაზ, შესაფერის ფერში შეღებოთ.

ჩამრთველი პანელებიც კი შეგიძლიათ დეკორის ნაწილად აქციოთ. წებოვანი ფენა ყველანაირი ფერითა და ნახატით იყიდება, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი.

9. ორიგინალური გადაწყვეტილება საწოლის თავისთვის.

10. სარკის ჩარჩო აუცილებლად კვადრატული როდი უნდა იყოს.

11. უჩვეულო ფურნიტურა შესანიშნავად გარდასახავს ავეჯს.

12. ასეთი ლავგარდნები ნებისმიერ ბინას მოუხდება.

13. ყოველთვის მინდოდა ასეთი პლაფონების ქონა. მოდური და ლაკონიურია.

14. როგორ მოვათავსოთ საწოლი, ტანსაცმლის კარადა და სამუშაო ადგილი წიგნის თაროებით ერთ ავეჯში.

15. ჩვეულებრივი თარო გაცილებით საინტერესოდ გამოიყენება.

16. ასეთი ფუნქციური სტელაჟი მხოლოდ წიგნების შენახვაზე არ გაჩერდება.

17. აი, როგორ უნდა გააფორმოთ კედელი საოჯახო ფოტოებით ორიგინალურად.

მაშ ასე, როგორც ხედავთ, კაპიტალური რემონტის ჩატარება საჭირო არაა, საცხოვრებელი მოდური, ფუნქციური და მყუდრო რომ გახდეს. იმედია, ეს იდეები შთაგაგონებთ.