როგორ გავაგრილოთ მთელი სახლი, კონდიციონერის გარეშე

ცხელი დღეები არა და არ ილევა. ასეთ ამინდში მარაო შეუცვლელი ნივთია. კონდიციონერი უკეთესი კია, თუმცა, რა უნდა გააკეთოთ, თუ მისი შემოტანილი ჰაერით სუნთქვა გიჭირთ, ან უბრალოდ ეს მოწყობილობა არ გაქვთ?

ასეთ შემთხვევაში, თქვენს დასახმარებლად კრეატივი და მარტივი, ხელმისაწვდომი მასალები მოეშურება. ფიზიკის ელემენტარული ცოდნაც კარგი იქნება, თუმცა ეს მისია Novate.ge-ს რედაქციამ უკვე შეასრულა.

ახლა გაიგებთ, როგორ შეიძლება ბინის გაგრილება მინიმალურ დროში და მინიმალური დანახარჯით. ოხ, ეს ვენტილატორის ბრიზი!

როგორ გავგრილდეთ კონდიციონერის გარეშე

მასალები:

  • 6 პლასტმასის ბოთლი
  • პლასტმასის ნაჭერი ან შესაფუთი მუყაო
  • საკანცელარიო დანა
  • ხამუთები
  • სილიკონის წებო
  • ელექტრომარაო

1. აიღეთ ერთნაირი ბოთლები.

2. გადაჭერით ზედა ნაწილები ეტიკეტის ზოლებთან.

3. მოხსენით თავსახური.

4. უნდა მიიღოთ 6 ასეთი ნახევარი.

5. აიღეთ მუყაოს ან პლასტმასის ფირფიტა. დახაზეთ მასზე წრე. იგი ისეთივე დიამეტრისა უნდა იყოს, როგორიც თქვენს ვენტილატორს აქვს.

6. ფრთხილად ამოჭერით დახაზული წრე. მოუფრთხილდით თითებს!

7. დახატეთ მიღებულ წრეზე ექვსი ბოთლის ზომის წრე. ყურადღება მიაქციეთ სიმეტრიულობას.

8. ამოჭერით ყველა წრე.

9. აი, რა უნდა მიიღოთ.

10. თითოეულ წრეში მოათავსეთ გადაჭრილი ბოთლი და დააფიქსირეთ შიგნიდან სკოჩით, დაწებებისას რომ არ იმოძრავოს.

11. დააწებეთ ბოთლები თერმოწებოთი. შეგიძლიათ წებოს პისტოლეტის ან სანთელზე გახურებული სილიკონის წებოს გამოყენება. უსაფრთხო არაა, თუმცა პისტოლეტის შეძენა არ დაგჭირდებათ.

12. გააკეთეთ აი ასეთი ორი ხვრელი ყოველ მეორე ბოთლთან და გაატარეთ მათში ხამუთები.

13. მიადეთ მზა კონსტრუქცია ვენტილატორს.

14. ხამუთებით მიამაგრეთ იგი ვენტილატორის ბადეს.

15. ზედმეტი კუდები მოჭერით.

16. მიიღებთ ასეთ კონსტრუქციას.

17. ასეთი ხელნაკეთი ვენტილატორის მოქმედების პრინციპი ასეთია.

18. საწყისი ტემპერატურა ოთახში.

19. ვენტილატორის ჩართვიდან 10 წამის შემდეგ.

თუ თვლით, რომ ერთხელ დანახვა ათჯერ წაკითხვას სჯობს, უყურეთ ამ ვიდეოს და ყველაფერს უკეთ გაიგებთ (თუ, რა თქმა უნდა, ინგლისური იცით).