როგორ ვაქციოთ სახლი ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად

ბაშვის სიცელქე მცირე ტორნადოს ჰგავს, რადგან პატარა ანცები მუდმივად ცდილობენ, სადღაც შეძვრნენ, რაღაცას დაქაჩონ და ყველაფერი გადადგან ადგილიდან. დედობა ან მამობა უზარმაზარი შრომაა. თუმცა, გამოწვრთნილ მშობლებს ეს სირთულეები შთააგონებს ყველაზე ექსტრავაგანტულ გამოგონებებს, რათა შეიმსუბუქონ თავიანთი ცხოვრება და აარიდონ პატარებს საფრთხე, რომლებიც მათ სახლშიც კი ელის.

Novate.ge-ს რედაქციამ თქვენთვის შეკრიბა გამოცდილი მშობლების ყველაზე ჭკვიანური გამოგონებები, რომლებიც თქვენც გამოგადგებათ. ბავშვზე ზრუნვა გაცილებით სასიამოვნო და კომფორტული გახდება!

ბავშვების უსაფრთხოება

1. სადმე თითების შეყოფა, მერე კი ცხარე ცრემლები – ბავშვის ტრადიციული ქცევებია. საბედნიეროდ, ეს ბანალური ხრიკი ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის. უბრალოდ მიაწებეთ კარს პარალონის ნაჭერი, რომელიც მას სრულად დახურვის საშუალებას არ მისცემს და ბავშვსაც თითები არ ეტკინება. გენიალური და მარტივია.

2. პლასტმასის ყუთი და აღარავითარი საფრთხე!

3. მარტივი ეშმაკობა მაცივრის შიგთავსის ცნობისმოყვარე ბავშვისგან დასაცავად.

4. საიდუმლო არაა, რომ ბავშვებს უყვართ ყველაფრის დახევა და განადგურება, უბრალო ტუალეტის ქაღალდის განადგურების პროცესიც კი, ბავშვს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. სააბაზანოს ზედმეტად დალაგება რომ არ მოგიხდეთ, დააფიქსირეთ ტუალეტის ქაღალდის რულონი საკანცელარიო რეზინით.

5. ჩააცვით ბავშვს თქვენი ძველი, გადაჭრილი წინდები მუხლებზე და ხოხვისას აღარაფერი ეტკინება.

6. როცა ბავშვის აბაზანა პატარას აღარ მოსწონს, მშობლების აბაზანა კი საკმაოდ დიდი ზომისაა, გამოიყენეთ ასეთი ხრიკი. დედაც მშვიდად იქნება და ბავშვიც კომფორტულად იგრძნობს თავს.

7. წვეტიანი კუთხეები მოუსვენარი ბავშვის საშინელი მტერია. თუმცა, არსებობს მათგან დასაცავი მშვენიერი საშუალება: გაჭერით დაზიანებული ჩოგბურთის ბურთები და მიაწებეთ კუთხეს. ახლა მშვიდად იქნებით!

8. მარტივი და ეფექტური ხრიკი.

9. შესანიშნავი მეთოდია უჯრების ტორნადოსგან დასაცავად.

10. ცნობისმოყვარე ბავშვი საშიშ კიბეზე რომ არ აღოღდეს, შეგიძლიათ ასეთი რამ გააკეთოთ – აკრძალული ტერიტორია ლეიბით ან ქსოვილით გადაღობოთ.

11. ასეთი მარტივი საშუალებით კი ბავშვის გადაადგილების არეს შეზღუდავს. სახლში ხომ არსებობს ისეთი ადგილი, ბავშვის შესვლა რომ არ შეიძლება.

12. თითქოს, ბავშვების უმეტესობისთვის ფრაზა “შტეფსელში თითები არ შეყო” გაუგებარ ენაზე წარმოთქმული სიტყვებია. პატარა ანცები მზად არიან, მთლიანად შეძვრნენ აკრძალულ ადგილებში, ამიტომ შტეფსელი დროულად დამალეთ ცნობისმოყვარე ბავშვისგან.

13. ხელის კვრის შემდეგ, წიგნები თაროდან ბავშვს რომ არ დაეცეს, გაუკეთეთ ასეთი შემაკავებელი.

14. ჭკვიანმა დედებმა იციან, როგორ შეუთავსონ სასიამოვნო სასარგებლოს. ამ ბავშვის დედამ ტანსაცმელს იატაკის საწმენდი ტილო მიაკერა. ბავშვიც კმაყოფილია და სახლიც -სუფთა.

15. ბავშვები გიჟდებიან მშობლების კისერზე ჯდომასა და ზემოთ ასვლაზე, რომ არაფერი გამოეპაროთ. ასეთი მარტივი მოწყობილობა ბავშვის ზურგით უსაფრთხოდ და მსუბუქად ტარებაში დაგეხმარებათ. ელემენტარულია!

როგორც ხედავთ, ეს ელემენტარული ხრიკები სახლს ნამდვილ ბამბის ოთახად აქცევს, რომელშიც ბავშვი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს. თქვენ როგორ იცავთ ბავშვებს საფრთხისგან?