ადამიანთა დიდი ნაწილი მცირე ზომის ბინაში ცხოვრობს. კერძოდ, სააბაზანო ოთახზე უმნიშვნელო სივრცე მოდის. ეს ლოგიკურია, რადგან, ამ ოთახის შემცირების ხარჯზე, იზრდება საცხოვრებელი სივრცე.

ერთი მხრივ, მცირე ზომის სააბაზანო დიდი ნაკლია, რამდენადაც ყველაზე მოხერხებული დიზაინერებიც კი ვერ შეძლებენ პატარა ბინის გადიდებას.

მეორე მხრივ, სწორი მოწყობის შემთხვევაში, პატარა სააბაზანოც კი ფუნქციურ და მოსახერხებელ ოთახად, შესანიშნავ ადგილად იქცევა დილიდან თავის მოსაწესრიგებლად, ხოლო საღამოს – რელაქსაციისთვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ პატარა სააბაზანოს რემონტის ან მოწყობის დროს, ესაა სარეცხი მანქანის დატევა. საჭიროა, რომ პატარა ოთახში დაეტიოს სააბზანო (ან საშხაპე), უნიტაზი და ხელსაბანი. რომ აღარაფერი ვთქვათ თეთრეულის კალათზე, წვრილმანების კარადაზე… პატარა სააბაზანოში სარეცხი მანქანის განთავსება განსაკუთრებული პრობლემაა, რამდენადაც სტანდარტულ მანქანას საკმაოდ დიდი ზომები აქვს.

საბედნიეროდ, Novate.ge-ს რედაქციას თქვენთვის შესანიშნავი იდეები აქვს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

პატარა სააბაზანოს დიზაინი

1. ყველაზე პოპულარული ხრიკი სააბაზანო ოთახის მოწყობისას – ესაა სარეცხი მანქანის ხელსაბანთან მოთავსება. ჰარმონიისთვის, გააერთიანეთ ისინი ერთი სამუშაო ზედაპირით.

სივრცე ვიზუალურად რომ გაიზარდოს, ზედაპირის თავზე დაკიდეთ დიდი სარკე.

2. კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელიც მნიშვნელოვნად დაზოგავს სივრცეს ოთახში. მართალია, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ხელსაყრელი, თუ ნიჟარა მაღლაა მოთავსებული.

3. ეს მოდური გადაწყვეტილება ძალიან მომეწონა. დიდი ალბათობით, შემდეგში გავითვალისწინებ.

4. თუ სააბაზანოში ნიშა გაქვთ, ეს სივრცე აუცილებლად გამოიყენეთ. მაგალითად, მოათავსეთ აქ სარეცხი მანქანა, დანარჩენი ადგილი კი წვრილმანების შესანახავად გამოიყენეთ.

5. როგორ მოგწონთ ასეთი დიზაინი? მას პატარას ვერ უწოდებთ, თუმცა განლაგების იდეა შეგიძლიათ მაგალითად აიღოთ.

6. ძველი სახლების დიზაინი არ ითვალისწინებს სარეცხი მანქანის დასაყენებელ ადგილს. ამის გამო, მოსახლეობა იძულებულია, კრეატიულად იაზროვნოს. სარეცხი მანქანის მოთავსება მოსახერხებელია ბრტყელი ნიჟარის ქვეშ.

7. სააბაზანოში თავისუფალი ადგილის გასაზრდელად, იქ მანქანა რომ დაატიოთ, აბაზანის ნაცვლად, დააყენეთ საშხაპე კაბინა. ხშირად, აბაზანა სააბაზანოს სივრცის ნახევარს იკავებს, საშხაპე კაბინის ყველაზე პატარა ზომა კი 80X80-ს არ აღემატება.

გამოთავისუფლებულ სივრცეში შეგიძლიათ სარეცხი მანქანის, კარადების, თეთრეულის კალათისა და მსგავსი საჭირო წვრილმანების განთავსება,

8. ასევე, შეგიძლიათ სარეცხი მანქანის გარშემო მცირე კარადა მოაწყოთ, კარის ნაცვლად კი ფარდა დაკიდოთ.

9. კიდევ ერთი საინტერესო იდეა. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს!

ეს მარტივი ხრიკები თქვენს სააბაზანო ოთახს პრაქტიკულ ადგილად აქცევს. სივრცის ორგანიზაციის დროს, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ინტერიერის ყველა დეტალი ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. შეინახეთ ეს სასარგებლო იდეები მომავალი რემონტისთვის.

თქვენ ყველაზე მეტად რომელი იდეა მოგეწონათ?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი