ჩემი სამზარეულო – ჩემი ციხე-სიმაგრეა! 10 პრაქტიკული რჩევა იდეალური წესრიგისთვის

როგორ დავამყაროთ წესრიგი სამზარეულოში? სად წავიღოთ სამზარეულოს ინსტრუმენტები? როგორ დავალაგოთ ყველაფერი, მთელი ოჯახისთვის მოსახერხებლად? ამ კითხვებს თითქმის ყველა ქალი სვამს. Novate.ge-ს რედაქციას უყვარს თავისი დიასახლისი მკითხველები, ამიტომ გადაწყვიტა, გაანდოს რამდენიმე ხრიკი სამზარეულოს სივრცის მოსახერხებული ორგანიზაციისთვის.

თანამედროვე იდეები პატარა სამზარეულოსთვის

1. ასეთი ორგანაიზერის მომზადება პატარა დაწნული კალათით შეიძლება.

2. ესაა საქაღალდეების არასტანდარტული გამოყენების შესანიშნავი მაგალითი.

3. თაროებზე მეტი ნივთის მოთავსება რომ შეძლოთ, გამოიყენეთ ლამაზი კალათები.

4. გამოიყენეთ სამზარეულოს კარადების გვერდითა კედლები გონივრულად. აუცილებალად აჩვენეთ ეს ფოტო თქვენს პარტნიორს – დამერწმუნეთ, მსგავსი სტელაჟის მოწყობას ერთად შეძლებთ.

5. რატომ უნდა შეიძინოთ ჭურჭელის ძვირადღირებული ორგანაიზერები, როცა გაფორმებული ქილების გამოყენებაც შეგიძლიათ.

6. თაროს საკიდები სამზარეულოს კარადებში მუდმივი წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ.

7. მოგბეზრდათ კარადებში მუდმივად არეული ტაფა-ქვაბები? დროა, მათთვის სპეციალური ორგანაიზერი შეიძინოთ.

8. პოლიეთილენის პარკებისა და ნაგვის ტომრების ძებნამ დრო რომ არ წაგართვათ, მიამაგრეთ სამზარეულოს კარადის შიდა კედელზე.

9. დასაკიდი კალათები შეუცვლელი ატრიბუტი იქნება არამხოლოდ სამზარეულოს ავეჯში, არამედ გარე კედლებზეც.

10. ჭუჭყიანი პროდუქტისთვის კონტეინერები ბევრ დროს დაგაზოგინებთ. აღარავითარი მოუხერხებელი დახეული პარკები.

თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ხრიკები სამზარეულოს მოსაწესრიგებლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება!