როგორ გავწმინდოთ მიუწვდომელი ადგილები ფანჯრებზე: სწრაფი და მარტივი ხრიკი

სტუმრებს ელოდებით და სახლი სასწრაფოდ უნდა დაალაგოთ? სწორია, ამაში Novate-ge-ს რედაქცია დაგეხმარებათ!

სახლის ან ბილის დალაგებისას, ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება ის ადგილები, რომლებშიც მთელი სეზონის მანძილზე გროვდებოდა დიდი რაოდენობით ჭუჭყი და ნაგავი – ესაა ფანჯრის ჩარჩეობი. ბევრ თქვენგანს აინტერესებდა: როგორ გავწმინდოთ ფანჯრის ჩარჩოები? დღეს ჩვენ გაგანდობთ სწრაფი გაწმენდის საიდუმლოს.

როგორ გავწმინდოთ პლასტმასის ფანჯრები

მასალები:

  • სოდა
  • წყალი
  • სუფრის ძმარი
  • ბამბის ჩხირები
  • კბილის ჯაგრისი

პროცესი

1. მოაყარეთ ფანჯრის რაფის ქვედა ნაწილს სოდა ერთ თხელ ფენად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოდა ყველა კუთხეში მიაწვდინოთ.

2. ფრთხილად მოასხით ძმარი. გადაანაწილეთ მთელ ჭუჭყიან ზედაპირზე. ქიმიური რეაქციის დასრულების შემდეგ, გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩო ბამბის ჩხირით.

3. ამორეცხეთ ჭუჭყი წყლით.

4. თუ კუთხეებში ჭუჭყი დარჩა, გამოიყენეთ ძველი კბილის ჯაგრისი და გახეხეთ საგულდაგულოდ.

თქვენ როგორ წმენდთ მსგავს მიუწვდომელ ადგილებს? გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები.