უმარტივესი იაფი საშუალება, რომელიც ფილებს შორის ამოსულ ბალახს გააქრობს

როცა ეზოში ფილებს შორის ბალახი ამოდის, ესთეტიკა მნიშვნელოვნად ფუჭდება. თანაც, გაველურებულ ბილიკზე სიარული უბრალოდ მოუხერხებელიცაა. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემას რაღაც უნდა მოუხერხოთ. საბედნიეროდ, ფილებს შორის ბალახის დამარცხება არც ისეთი რთულია, როგორც გგონიათ.

ინგრედიენტები:

  • წყალი
  • მარილი
  • სარეცხი საშუალება
  • ძრის ესენცია (70%)

ფილებს შორის ამოსული სარეველების გარანტირებული მოშორებისთვის, გამოიყენეთ სპეციალური ხსნარი. მისი მომზადება შეგიძლიათ დამოუკიდებლად, იმ საშუალებებით, რომლებიც სახლში უკვე გაქვთ. საშუალება ამ პრინციპით მოქმედებს: მინიმალური ძალისხმევა და ხარჯი – მაქსიმალური ეფექტი.

დასაწყისისთვის, აიღეთ რამე ჭურჭელი, სათლი ან წურწურა. გააზავეთ 70%-იანი ძმრის ესენცია და ჩვეულებრივი წყალი 1:3 თანაფარდობით. დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი და დაახლოებით 10 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან თხევადი საპონი. კარგად მოურიეთ.

გადაასხით მომზადებული ხსნარი წურწურაში ან შხეფის ჭურჭელში. ფრთხილად მოასხით შემადგენლობა ულამაზო სარეველებს. უმჯობესია, პროცედურა საღამოს ჩაატაროთ, ძმარი მზის სხივებმა რომ არ ააორთქლოს.

დაახლოებით 6-9 საათის შემდეგ, იმპროვიზებული შხამით შეწამლული მცენარეები დაიღუპება და მათი მოშორება ხელით, დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე შეგეძლებათ.

თქვენ როგორ ებრძვით ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.