10 ქვეყანა ჯანდაცვის ყველაზე განვითარებული სისტემით. აი, სად უნდა იმკურნალოთ!

ქვეყნის მედიცინის განვითარების დონე მისი კეთილდღეობის მაჩვენებელია. კარგი იქნებოდა, მშობლიური ქვეყანა სწორედ ასეთი რომ იყოს, შეეძლოს დროულად და ხარისხიანად დახმარება, თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნება. როგორ გვინდა, თავი უსაფრთხოდ და დაცულად ვიგრძნოთ იქ, სადაც ვცხოვრობთ.

ბევრი რამ გვინდა, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის რეალიზება ყოველთვის მარტივი არაა. სამწუხაროდ…

Novate.ge-ს რედაქცია გიამბობთ იმ 10 ქვეყნის შესახებ, რომლებშიც ჯანდაცვის სისტემა უმაღლეს დონეზეა. მათი იმედი ნამდვილად უნდა გქონდეთ.

1. შვედეთი

შვედეთი ამ პატივსაცემი სიის პირველ ადგილზე დგას. ამ ქვეყნის ხელისუფლება სამედიცინო ხარჯების 97%-ს აფინანსებს. ანუ, ერთი შვედი მოქალაქე მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ 3%-ს ხარჯავს იმისთვის, რომ ჯანმრთელობის იდეალური მდგომარეობა შეინარჩუნოს. ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფული საკმარისია მაღალხარისხიანი სამედიცინო მოწყობილობების, ყველა მედიკამენტისა და პროფესიონალი ექიმების მომსახურების ხარჯის დასაფარავად.

თუმცა, ამ ქვეყანაში ზრდასრულებისთვის სტომატოლოგია ფასიანია. არსებობს გამოსავალი – ყურადღება მიაქციეთ კბილებს პატარობიდან, 19 წლამდე მოზარდებისთვის სტომატოლოგის მომსახურება უფასოა.

2. შვეიცარია

შვეიცარიაში სიცოცხლის ხანგრძლივობას ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს. საშუალოდ, მამაკაცები 80 წლამდე, ხოლო ქალები – 85-მდე ცოცხლობენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის ჯანდაცვა პრიორიტეტულია.

შვედებისგან განსხვავებით, შვეიცარიელები სამედიცინო დაზღვევის გადასახადს იხდიან და აფორმებენ სადაზღვევო პოლისს, რათა საჭირო მომენტში აუცილებელი დახმარება უფასოდ მიიღონ. თუმცა, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული ფორმალობაა. ასე თუ ისე, სახელმწიფო ფარავს იმ ხარჯების უდიდეს ნაწილს, რომლებიც საშუალოსტატისტიკურ შვეიცარიელ ადამიანს სამედიცინო მომსახურებაში სჭირდება.

3. სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის თითოეულ მოქალაქეს კანონით ევალება ყოველწლიური დისპანსერიზაცია, რის ხარჯებსაც სახელმწიფო ხაზინა ფარავს.

კორეელი ექიმები ემხრობიან პოზიციას, რომ ორგანიზმში ყველა პროცესი ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს, ამიტომ დღემდე იყენებენ უძველეს ხალხურ მეთოდებს გამოჯანმრთელებისთვის, თანამედროვე სამედიცინო ინოვაციებთან და სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად.

4. ავსტრალია

ავსტრალია გამოირჩევა შესანიშნავი კლიმატით, კარგი ეკოლოგიით, ცხოვრების კომფორტული პირობებითა და განვითარებული მედიცინით. სამედიცინო ხარჯების 75%-ს ავსტრალიის ფედერალური ხელისუფლება ფარავს, დანარჩენი 25%-ს კი კერძო სამედიცინო დაზღვევა ანაზღაურებს.

ავსტრალიელები სტომატოლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურებისთვის თავიანთი ჯიბიდან იხდიან. სხვათა შორის, ამ კუთხით ქვეყნის მაცხოვრებლები განსაკუთრებულ დისკომფორტს არ განიცდიან. დიდ ქალაქებში საკმაოდ შეძლებული მოსახლეობაა, რომელიც კბილების მკურნალობას დამოუკიდებლად შეძლებს. ხოლო მათ, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, სახელმწიფო სუბსიდიას სთავაზობს.

5. იტალია

იტალიაში არსებობს ჯანდაცვის ერთიანი ეროვნული სამსახური, რომელიც წელიწადში ორჯერ იკვლევს თითოეულ ქალს, ორგანიზმში კიბოს უჯრედების არსებობასა და ონკოდაავადებებზე.

ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, კერძო თუ სახელმწიფო კლინიკებში პაციენტი არაფერს იხდის. სასწრაფო დახმარების გამოძახებაც იტალიაში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, მაშინაც კი, თუ პაციენტი არალეგალია. ჯანრმთელობაზე ასეთი ზრუნვა თავის ნაყოფს იღებს – იტალიელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 82 წელს შეადგენს.

6. ესპანეთი

ესპანეთი მედპერსონალის პროფესიონალურ მომზადებას დიდ ყურადღებას უთმობს. რამდენიმე ასეული ადამიანით დასახლებულ მცირე ქალაქშიც კი, უბრალო მედდას მეგაპოლისის კერძო კლინიკის ექიმზე ნაკლები კვალიფიკაცია ნამდვილად არ აქვს. ამას დაუმატეთ სახელმწიფოს მხრიდან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და მიიღებთ ქვეყანას, რომელშიც ჯანდაცვის დონე მაღალია.

7. ისრაელი

ეს ქვეყანა მორწმუნეთათვის პოპულარული ადგილია. ასევე, ჯანდაცვის მექაა მათთვის, ვინც გამოჯანმრთელების იმედი დაკარგა. აქ ყველაზე მძიმე ავადმყოფებსაც კი ეხმარებიან ფეხზე დადგომაში და ასრულებენ ურთულეს ოპერაციებს, რომლებსაც სხვა ქვეყნების ექიმები ხელსაც კი არ მოჰკიდებდნენ.

8. იაპონია

ამომავალი მზის ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, თუმცა თავის პოზიციას არც ჯანდაცვის სფეროში თმობს. ჯანმრთელობის დაცვის სისტემა იაპონიაში პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. იგი სამედიცინო დაზღვევის ხარჯზე ვითარდება, რასაც სახელმწიფო და კერძო მეწარმეები აფინანსებენ.

კერძო სექტორის დამსაქმებლები, ხელფასის გარდა, თავიანთ თანამშრომლებს უხდიან თანხას, რომელიც აუცილებელია კერძო სამედიცინო დაზღვევის ხარჯების დასაფარავად. ნაკლებად შეძლებული მოსახლეობა კი სახელმწიფოსგან ასეთ შეღავათს იღებს: სამედიცინო მომსახურებას აკლდება ფასი.

9. სინგაპური

ჯანმოს შეფასებით, სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა აზიაში საუკეთესოა. ყოველწლიურად, ამ ქვეყანას 400 ათასამდე ტურისტი სტუმრობს, მათი უმეტესობა ვიზიტის ძირითად მიზეზად სამედიცინო მომსახურებას ახსენებს.

10. ჰოგ-კონგი

ჰონგ-კონგი არ ითვლება ქვეყანად – ესაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული რაიონი, შვიდმილიონიანი მოსახლეობით, თუმცა მას თავისი ცალკეული ცხოვრება აქვს. მას აზიის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრსაც უწოდებენ. ჯანდაცვის უზრუნველყოფა ამ ქალაქში ნამდვილად ღირსეულ დონეზეა.

ჰონგ-კონგში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობით კი აქაურები მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებენ.

ჰონგ-კონგის ჯანდაცვის სისტემას საფუძვლად მუნიციპალური მედიცინა უდევს. მუნიციპალურ საავადმყოფოებში ჩატარებული მკურნალობის კურსები, ოპერაციები და პროფილაქტიკური გამოკვლევები 90%-ით სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება.

რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეთ, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისე, რომ ექიმთან მიმართვის აუცილებლობა თითქმის არ გაჩნდეს.