15 ლამაზი და მოსახერხებელი ნიჟარა სამზარეულოსთვის: მათ დაყენებას არ ინანებთ!

ქალი სამზარეულოში ძალიან დიდ დროს ატარებს. იმისთვის, რომ კერძების მზადებამ მას სიამოვნება მოუტანოს და უბრალოდ შთააგონოს, ეს ოთახი ყოველთვის ლამაზი, მოსახერხებელი, ხელმისაწვდომი და სუფთა იყოს. შეიძლება მოდური ავეჯი, საინტერესო ჭურჭელი, ახალი ტექნიკა შეიძინოთ, თუმცა არის რაღაც, რამაც შეიძლება ინტერიერი გააფუჭოს – სამზარეულოს ნიჟარა.

თუმცა, თუ მის არჩევას სერიოზულად მიუდგებით, მიიღებთ ერგონომიულ მოწყობილობას, რომელიც ინტერიერსაც მოუხდება და დიასახლისის მოთხოვნილებებსაც. პროდუქტისა და ჭურჭლის რეცხვა ასეთ ნიჟარაში ნამდვილ სიამოვნებად იქცევა. Novate.ge-ს რედაქციამ თქვენთვის მოამზადა 15 სუპერმოსახერხებელი და ლამაზი ნიჟარის ვარიანტი.

ნიჟარა სამზარეულოსთვის

1. სტანდარტული მრგვალი ნიჟარა, ჩაშენებული სამუშაო ზედაპირში. თუმცა, სექციებად დაყოფის ხარჯზე, მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება, ლანგრები კი დამატებითი ზედაპირის როლს ასრულებს, რომელზეც, მაგალითად, ბოსტნეულის მოთავსება შეგიძლიათ.

2. ეს უბრალოდ ჰიპერმოსახერხებელი ვარიანტია. მოძრავი ონკნის მქონე ნიჟარაში ქვაბების გარეცხვა გაცილებითმარტივი იქნება. ერთ ნაწილში რეცხავთ, მეორეში საწრეტად ტოვებთ. აღარავითარი წყლის წვეთები მაგიდის ზედაპირზე.

3. შეგიძლიათ, ნიჟარაზე უკვე მზა სპეციალური ლანგრები დაალაგოთ, რომლებსაც საჭირო ზომით შეუკვეთავთ ან უკვე მზას იყიდით. სავების მომზადების პროცესი მნიშვნელოვნად აჩქარდება.

4. ძალიან მოდური და მოსახერხებელია. შეიძლება ნებისმიერი მიზნით გამოყენება.

5. ეს ნიჟარა ყველაფრისთვის მზადაა!

6. ძალიან მოსახერხებელია, როცა ასეთი მოსახერხებელი და სუფთა ადგილი გაქვთ ნიჟარაში, რომელშიც შეგიძლიათ გარეცხილი ან უვარგისი პროდუქტის დროებით შენახვა.

7. ხოლო, თუ ასეთი ადგილი ბადეებით ან ხვრელებითაა აღჭურვილი, პროდუქტი რომ იწრიტებოდეს, ცალკე სამოთხე იქნება.

8. იდეალური გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც უყვარს სიმარტივე და ლაკონიურობა.

9. თუ ბევრი დანაყოფი და ზედმეტი მოწყობილობა გაღიზიანებთ, აირჩიეთ ლამაზი ნიჟარა, რომელიც, გარდა პირდაპირი დანიშნულებისა, დეკორის ელემენტადაც იქცევა. მთავარია, ონკანი მაღალი იყოს.

10. ძალიან დახვეწილი დეკორაცია.

11. ასეთი მყუდრო, შინაურული გაფორმება გინახავთ?

12. მათთვის, ვისაც მუსიკა უყვარს.

13. უჩვეულო ფორმები ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.

14. თავიდან ვერც მიხვდებით, რომ ეს ნიჟარაა… საინტერესო დიზაინერული სვლაა.

15. მოხერხება თუ საინტერესო დიზაინი – ეს თქვენი არჩევანია. თუმცა, 2 1-ში საუკეთესო ვარიანტია.

ნიჟარის არჩევისას, გაითვალისწინეთ სამზარეულოსა და სამუშაო ზედაპირის ზომები. ძველ ბინებში, ხშირად, ძალიან პატარა სამზარეულოებია, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ მცირე ზომის ნიჟარას, მაგალითად, პირველ ვარიანტს, სხვადასხვა ტიპის სახურავისა და მოწყობილობის გამოყენებით. დიდ სამზარეულოში კი ფანტაზიას მიეცით თავისუფლება.