ნიდერლანდებში შენდება ცათამბჯენი-ატრაქციონი, რომლის გარე ლიფტები ელექტრობას გამოყოფს

სულ ცოტა ხნის წინ, სამყაროს მოევლინა ახალი კონცეფტი, რომელიც ერთდროულად ნიდერლანდების რამდენიმე ბიურომ შეიმუშავა და რომელმაც დაამტკიცა, რომ სახლის მომსახურება არამხოლოდ ადამიანებსა და “ჭკვიან” ტექნოლოგიებს, არამედ ბუნებრივ ძალებსაც შეუძლია, თუ სწორად მივმართავთ. ცათამბჯენი-ატრაქტიონი არამხოლოდ “მწვანე არქიტექტურის” ახალი აღმოჩენა, არამედ შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია წელიწადში რამდენიმე მილიონი დამსვენებლისთვის. 150-მეტრიანი შენობის გარშემო სპირალად შემოხვეული გარე ლიფტით თავბრუდამხვევ მოგზაურობაზე უარს არავინ იტყვის.

თანამედროვე არქიტექტორები, დიზაინერები და ინჟინერები იმდენად გაიტარა ენერგოდამოუკიდებელი და ეკოლოგიურად უსაფრთხო შენობების შექმნამ, რომ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, აღვფრთოვანდეთ მათი ფანტაზიითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. ასე, მაგალითად, საპროექტო ბიუროებმა KCI, Bosch Rexroth, HILLEBRAND და NorthernLight გააერთიანეს ძალები და დააპროექტეს “ეკონომიკურად ცნობიერი” მაღალი შენობა, რომელიც არამხოლოდ არ ვნებს გარემოს, არამედ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იქნება.

Novate.ge-ს ინფორმაციით, ქალაქის კომუნიკაციებისგან სრული დამოუკიდებლობისთვის, შენობის სახურავზე იგეგმება ქარელექტრონული მოწყობილობის დამონტაჟება, ქარის ენერგიად გარდაქმნისთვის. აგრეთვე, შენობა გამოიმუშავებს დღეისათვის პოპულარულ მზის ენერგიასაც.

რამდენადაც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, რა სიმაღლის უნდა იყოს თავად ცათამბჯენი, რომელსაც უკვე “Spiral Tower” დაარქვეს, სამგზავრო კაბინების რაოდენობა 4-დან 16-მდე მერყეობს. ბუნებრივია, მათ ინტელექტუალური სისტემები მართავს, როგორც სხვა ყველაფერს შენობის შიგნით და მის გარშემო (სარკეები ვირტუალური გამოსახულებებით, ვერტიკალურ ბაღში გასვლა, რესურსების მოხმარება და სხვ.).

შუშის კაბინით მოგზაურობა გასართობი თავგადასავალი იქნება, რომელიც სამიდან ათ წუთამდე გაგრძელდება (ატრაქციონის სიმაღლის მიხედვით). თანაც, მგზავრები დატკბებიან არამხოლოდ ქალაქის თავბრუდამხვევი პეიზაჟით ან პარკის ზონით (განლაგების ადგილის მიხედვით), არამედ ფანჯრებში იხილავენ 3D ფოტოებს, რომლებზეც გამოსახულია ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები.

რაც შეეხება ამ სიახლეს, პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პეტრე სლავენბურგი ამბობს: -“სპირალური კოშკის ფანჯრები დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის ქალაქის ღირსშესანიშნაობების, ისტორიული არქიტექტურული ობიექტების, ახალი ქალაქური მოვლენების, საინტერესო ინიციატივების შესახებ”.

მნიშვნელოვანია: ნიდერლანდელი პროექტორები ამბობენ, რომ “Spiral Tower”-ის შენობა მსოფლიოში პირველ “კლიმატურად ნეიტრალურ, მაღალ ატრაქციონად” ჩაითვლება, რომელსაც წელიწადში 0.5-დან სამ მილიონამდე ადამიანი ეწვევა.

ამ მომენტში, კონსორციუმი ეძებს სპონსორს ახალი პროექტისთვის, მის განსახორციელებლად. იმედია, მოიძებნება ასეთი ინვესტორი და მსოფლიო კიდევ ერთ ფანტასტიკურ სიახლეს იხილავს, რითაც მომავალს მიუახლოვდება.