როგორ გავაქათქათოთ დელიკატური ქსოვილის თეთრეული

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები თეთრი ქსოვილიდან, ანუ როგორ გავაქათქათოთ თეთრეული სახლის პირობებში – ამას ინტერნეტში გაიგებთ. მე მინდა, ჩემი გამოცდილება და ბებიას ნაცადი რეცეპტები გაგიზიაროთ. თუ თეთრეულის ახალთ-ახალ კომპლექტს ყოველ ჯერზე ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებათაგან ერთ-ერთით გარეცხავთ, იგი კრისტალურ სისუფთავეს გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს.

დღეს Novate.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებს თეთრეულის გასათეთრებლად, თანაც ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით.

როგორ გავაქათქათოთ თეთრეული სახლში 

სოდა და ნიშადურის სპირტი

  • 5 ს.კ. სოდა
  • 2.5 ს.კ. ნიშადურის პირტი
  • 5 ლ ცხელი წყალი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაალბეთ თეთრეული 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ მანქანაში. ამავე მეთოდით ვათეთრეთ საწოლის თეთრეულს, თუმცა, თუ მთელი კომპლექტის გათეთრებას აპირებთ, ინგრედიენტების რაოდენობა პროპორციულად უნდა გაიზარდოს.

თუ თეთრეული ძალიან გაყვითლებულია, ამ ინგრედიენტებს დაუმატეთ წყალბადის ზეჟანგი.

კალიუმის პერმარგანატი

ცხელი წყლით სავსე სათლს დაუმატეთ რამდენიმე პერმარგანატის კრისტალი და დაახლოებით 200-250 გ სარეცხი ფხვნილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი ოდნავ უნდა გავარდისფერდეს.

მოათავსეთ გარეცხილი ტანსაცმელი ხსნარში, მოურიეთ და დაახურეთ სათლს თავსახური. დაელოდეთ წყლის გაგრილებას ოთახის ტემპერატურამდე და კარგად გაავლეთ ნივთები. ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი ამად ღირს.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი ნივთებიდან ამოიყვანს ცხიმიან ლაქებსა და ოფლის კვალს, აახლებს ტანსაცმლის ფერს. ბონუსად, ეს საშუალება თეთრეულს შესანიშნავ არომატს მისცემს.

  • 200-250 მლ ლიმონის წვენი
  • 2 ლ წყალი

ჩაასხით ქვაბში წყალი, აადუღეთ და დაუმატეთ ლიმონის წვენი. გააგრილეთ ლიმონის ხსნარი ოთახის ტემპერატურამდე, დელიკატური ქსოვილებისთვის შესაფერის სიგრილემდე.

ჩაალბეთ ნივთები ამ ხსნარში 1.5-2 საათით, შემდეგ ამოიღეთ ნივთები ხსნარიდან, კიდევ ერთხელ დაამუშავეთ პრობლემური ადგილები ლიმონის წვენით. ამის შემდეგ, გარეცხეთ ნივთები მანქანაში ჩვეულბრივად, ფხვნილის გამოყენებით.

მდოგვი

  • 2.5-3 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 3 ლ წყალი

აადუღეთ წყალი, ცოტათი შეაგრილეთ და დაუმატეთ მდოგვი. აცადეთ ხსნარს 2 საათით დაყენება. ჩაასხით წყალი ფრთხილად ისე, რომ მთელი ეს ფხვნილი ფსკერზე დარჩეს, გადაღვრილ სითხეში ჩაალბეთ 20 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ნივთები მანქანაში, ჩვეულებრივად.

გამოხარშვა

ეს მეთოდი ყოველთვის მშვენივრად მუშაობს. თუმცა, ხშირად ნუ გამოიყენებთ, ქსოვილები რომ არ დააზიანოთ. აიღეთ ქვაბი, ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 70 გ მარილი და 0.5 ჭიქა სოდა. ადუღეთ ამ ხსნარში ტანსაცმელი 30+ წუთით.

თქვენ გაქვთ გამოცდილი ხრიკები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.