8 დიზაინერული მინიშნება, სამზარეულოს რემონტზე ეკონომიის გასაკეთებლად

ბევრს უნდა რემონტის დროს ფულის დაზოგვა, რათა დარჩენილი ბიუჯეტი სხვა სასიამოვნო რამეებს დაახარჯოს ან ზედმეტად დიდი სესხი არ გამოიტანოს. ჩვენ გთავაზობთ რემონტზე ეკონომიის 8 ვარიანტს, რომლებიც მომავალში პრობლემებს არ შეგიქმნით და სარემონტო ბიუჯეტის 10-30%-ს დაგიზოგავთ.

1. უარი თქვით ზედა კარადებზე

ზედა კარადებზე უარის თქმა ძალიან მარტივია. პირველ რიგში, თუ ძალიან დიდი სამზარეულო არ გჭირდებათ, ეს ვარიანტი თქვენთვის ზედგამოჭრილია. ამასთან, ღია თაროები მცირე ზომის სამზარეულოების დიზაინში ძალიან პოპულარულია. მეორეც, ზედა კარადები ბიუჯეტის 30%-მდე ნაწილს ფლანგავს, სამზარეულოს ბრენდები კი მათ ერთსა და იმავე სტილში 5-15 წლის მანძილზე ამზადებენ, რაც საშუალებას გაძლევთ, სურვილისამებრ, შეიძინოთ ისინი მოგვიანებით.

2. აირჩიეთ იაფფასიანი ავეჯის კომპლექტი, თუმცა მკვეთრი წინსაფარი

სამზარეულო უფრო საინტერესო რომ გახდეს, უბრალოდ შეიძინეთ იაფფასიანი თეთრი ფასადი, თუმცა ეფექტური ფილები სკინალისთვის. ძვირადღირებული ფილები, იტალიური ბრენდებისგან, არც ისე იაფი ღირს, თუმცა ჩვეულებროვი ავეჯის შეძენით გაცილებით მეტს დაზოგავთ.

3. იპოვეთ იაფი ავეჯი, თუმცა მოდური ფერები

კიდევ ერთი ვარიანტია შეიძინოთ მოდური ფერის ავეჯი, თუნდაც ყველაზე იაფფასიანი. მიუხედავად ამისა, უნიკალური ფერის ხარჯზე, თქვენ მიიღებთ ორიგინალურ, ექსკლუზიურ ინტერიერს. მაგალითად, ახლა მოდაშია პიტნისფერი, მარსალა, ლატე, შავი პრიალა, ზეთისხილისფერ-ნაცრისფერი.

4. შეიძინეთ იაფფასიანი ავეჯი, თუმცა უჩვეულო იატაკი

კიდევ ერთი ვარიანტი: თუ ფიქრობთ, შეიძინოთ იაფი, შეუმჩნეველი, “უბრალო” ავეჯი, გააკეთეთ არასტანდარტული იატაკი, მაროკანული ფილა, განსაკუთრებით პანო, მკვეთრი ფერის ფილა, რომელიც მზერას იპყრობს.

5. დაზოგეთ რაოდენობის ხარჯზე

შეიძინეთ ძალიან პატარა სამზარეულოს ავეჯი, სკინალი დაამზადეთ შუშისგან, უარი თქვით დამატებით მოდულებზე. პატარა სამზარეულო დიდზე უფრო იაფია ხოლმე. გააკეთეთ სასადილო ერთ ან ორ ადამიანზე (რამდენიც ცხოვრობთ), და არა ოთხზე, “სტუმრებისთვის”. შეიძინეთ ორქურიანი გაზქურა, მცირე ზომის მაცივარი, პატარა ნიჟარა. ეს ყველაფერი იაფი დაგიჯდებათ. რა თქმა უნდა, თუ სახლში 1-2 ადამიანი ცხოვრობს.

6. შეიძინეთ სამზარეულო ნაკლებად ნაცნობ მაღაზიაში

ყველაზე ხშირად, ყველაზე იაფად ავეჯს შეხვდებით “აქვე კუთხეში” არსებულ პატარა სალონებში, რომლებშიც რაღაც კარგის იაფად შოვნა შეიძლება. თუმცა, რაც მთავარია, ასეთ სალონებში შეიძენთ შოურუმში მდგარ ავეჯს, რომელიც 30-50%-იანი ფასდაკლებებით იყიდება. უბრალოდ შემოიარეთ უქმეებზე 3-4 ასეთი სალონი და მოდური სამზარეულოს დაუჯერებლად ხელმისაწვდომ ვარიანტს აუცილებლად იპოვით.

7. დაამზადეთ კუნძული ნაცნობ ხელოსანთან

მიუტანეთ ნაცნობ ხელოსანს მასალა და იგი მხოლოდ ხელობის ფულს გამოგართმევთ, თანაც შეღავათით. მიუხედავად იმისა, რომ სამზარულოს ფასადისა და კუნძულის მასალა შეიძლება განსხვავდებოდეს, შეუხამეთ ერთმანეთს ფერები და ტექსტურა – მიიღებთ შესანიშნავ კომბინაციას.

8. დაიქირავეთ ინტერიერის დიზაინერი

თუ სალონებში საუკეთესო ფასდაკლებების, აქციების, კეთილსინდისიერი მუშების მიღება, უბრალოდ შეუკვეთეთ დიზაინ-პროექტი წინასწარ გათვლილი ბიუჯეტით, დიზაინისა და რემონტის სტუდიოში. მაშინ ავტომატურად მიიღებთ მაქსიმალურს მინიმალურ ფასად.