როგორ გადავარჩინოთ დაჭკნობის პირას მყოფი მცენარეები

ზოგიერთი ადამიანი სპეციალურ კავშირს ამყარებს საკუთარ მცენარეებთან და ამიტომ მათთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის მომენტი, როდესაც მცენარე დაჭკნობას იწყებს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე ეფექტურ მეთოდებს, რომლების დახმარებითაც სიკვდილის პირას მყოფ ყვავილებს მარტივად გამოაცოცხლებთ:

1. შეცვალეთ დეკორატიული და მეტალის ქოთნები უფრო ჯანსაღი ვარიანტებით

დეკორატიული და მეტალის ქოთნები სითბოს შიგნით ინახავენ და ფაქტიურად “ხარშავენ” მცენარის ფესვებს. ამიტომ აუცილებელია ასეთ დროს გადარგოთ ყვავილი კერამიკის ქოთანში, რომელსაც მინიმუმ ერთი სადრენაჟო ხვრელი აქვს.

2. მოუარეთ გადახლართულ ყლორტებს სათითაოდ და გამოყავით ერთმანეთისგან

როდესაც თქვენი მცენარე ფოტოზე გამოსახულ ფორმას მიიღებს, მაშინ დროა მისი ფესვების ნაწილი სხვა ქოთანში გადარგოთ მათთვის საკმარისი სივრცის მისაცემად. ასევე გაწმინდეთ და გააცალკევეთ ფესვები ერთმანეთისგან, რათა მათ საკვები ელემენტების და წყლის ეფექტურად შეწოვა შეძლონ.

3. გამოიყენეთ მხოლოდ გაფილტრული წყალი

ონკანის წყალი გაფილტრულია, თუმცა მასში მაინცაა ქლორის და სხვა ქიმიკატების გარკვეული ნაწილი დარჩენილი. ამ ნივთიერებებმა თქვენი მცენარე საბოლოოდ შეიძლება დააჭკნონ. სწორედ ამიტომ სჯობს ყვავილები მორწყათ გამოხდილი ან წვიმის წყლით, რადგან ორივე მათგანი ბუნებრივი მჟავებითაა სავსე და მცენარის მიწაში არსებულ მარილებს და ქიმიკატებს გამორეცხავს.

4. იხმარეთ ორგანული ქოთნები უფრო ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად

ქოქოსის ქერქისგან დამზადებულ ქოთანში მცენარეების გადარგვით თქვენ მიწის კარგად გამოშრობას და ფესვების დალპობისგან დაცვას უზრუნველყოფთ. ასევე ორგანული ქოთნები თქვენ მცენარეებს თუთიის, სპილენძის და რკინის საჭირო რაოდენობით მოამარაგებს ბუნებრივად.

5. მოჭერით ყველა დამჭკნარი ნაწილი და დატოვეთ მიწის ზემოდან ყუნწის 5 სანტიმეტრი

უნდა მოჭრათ ყველა მკვდარი ნაწილი, მათ შორის ყვითელი და ყავისფერი ფოთლებიც და ის ყუნწებიც, რომლებიც გადარჩენაც შეუძლებელია. გადაჭერით უსიცოცხლო ყუნწები 45 გრადუსიანი კუთხით.

6. გამოიყენეთ წყალში გახსნადი სასუქი და მორწყეთ ყვავილები მისი მცირე დოზებით

ზედმეტად ბევრი სასუქის გამოყენება მცენარეებს დაღუპავს. ამიტომ უნდა გახსნათ 1 კოვზი სასუქი 4 ლიტრ წყალში და მისი მცირე დოზებით მორწყათ მცენარე კვირის განმავლობაში.

7. დაუმატეთ მცენარს ღია ფერის სადრენაჟე სისტემა ირგვლივ

8. მოაშორეთ ქოთანს დაფარული გალიები

თუკი მცენარე ჯერ კიდევ იმ ორიგინალ ქოთანშია მოთავსებული, რომლითაც ის იყიდეთ, მაშინ სჯობს აღნიშნული ქოთანი კარგად დაათვალიეროთ. თუ მასში დაფარულ გალიებს აღმოაჩენთ, მაშინ ისინი უნდა მოაშოროთ ყვავილს რადგან გალია ფესვებს აზიანებს.

9. მოაშორეთ მწერები დელიკატური გაწმენდით

გამოიყენეთ საპონიან წყალში ჩაწობილი ან ალკოჰოლში ამოვლებული ბამბის ღრუბელი და მისი გამოყენებით დელიკატურად გაწმინდეთ მცენარის ფოთლები. მწერების საწინააღმდეგო საპონი ეფექტურობას მხოლოდ მის გაშრობამდე ინარჩუნებს, რის გამოც იგი რამდენჯერმე უნდა წაუსვათ მცენარეს.

10. დაიცავით მცენარე ჭიებისგან

არასასურველი ჭიებისგან თავის დასაცავად მოერიდეთ გარეული მიწის გამოყენებას და შეიძინეთ მცენარეებისთვის სპეციალური მიწა სუპერმარკეტში, რადგან იგი სტერილურია და უცხო მწერებს არ მიიზიდავს.

11. მოუარეთ სოკოვან წერტილებს და მწერების პრობლემას ზეთის სპრეით ან კოღოების საწინააღმდეგო საშუალებებით

ადამიანების მსგავსად სოკო მცენარეებისთვისაც საშიშია. სოკოვანი წერტილების წინააღმდეგ საბრძოლველად შეგიძლიათ ანტი-სოკოვანი გრანულები გამოიყენოთ ან სპეციალური სამებაღეო ზეთი წაუსვათ მცენარეს, რომელიც არ დაანაგვიანებს მას სასიკვდილო ქიმიკატებით.

12. ყუნწების და ფესვების აბაზანები

არაბუნებრივი ვენტილაციით და სახლის მშრალი ჰაერით მცენარეები შეიძლება გამოიფიტონ, რის გამოც მათ აბაზანები სჭირდებათ. მათი გამოცოცხლებისთვის უნდა მოათავსოთ ყუნწები და ფესვები წყალში და გარეცხოთ ისინი კარგად. ასე მათ ზედაპირზე მყოფ მწერებს და საზიანო ქიმიკატებს მარტივად მოიშორებთ თავიდან.

13. გამოიყენეთ ჰიდროგელი მიწის გამოსაშრობათ

თუ თქვენ მცენარეებს ფესვების დალპობის სერიოზული პრობლემა აწუხებთ, მაშინ უნდა შეურიოთ მათ მიწას ჰიდროგელი თანაბარი რაოდენობით და ასე იდეალურ სადრენაჟო სისტემას მიიღებთ, რომელიც საკუთარ თავს ავტომატურად გამოაშრობს.

14. გამოიყენეთ იოგურტი არააგრესიული სასუქის სახით

იოგურტში არსებული ლაქტური ბაქტედია იდეალურ საკვებ ელემენტს წარმოადგენს თქვენი მცენარეებისთვის და ბუნებრივად ანადგურებს მათ დაავადებებს. იგი ასევე იდეალურ მდგომარეობას უნარჩუნებს მიწას. ამიტომ მცენარის ძირებში რამდენიმე კოვზი იოგურტის წასმით მათ ნიადაგს ეფექტურად გაამდიდრებთ.

15. გამოიყენეთ აკვარიუმის წყალი მცენარეების მოსარწყავად

თევზის ცხოვრებისეული აქტივობების შედეგად აკვარიუმის წყალი იდეალური გარემოა წყლის მცენარეების გახარებისთვის. სწორედ ამიტომ თქვენი ყვავილების მოსარწყავად აკვარიუმის წყლის გამოყენებით მათ მარტივად დაატენიანებთ და გაამდიდრებთ ქოთნის ნიადაგს. თუმცა, ეს მეთოდი არ იმუშავებს, თუკი თქვენი აკვარიუმის წყალი მარილიანია.

16. გამოიყენეთ პლასტიკური პარკი სათბურის პირობების შესაქმნელად

მინიატურული სათბურის შესაქმნელად გადააფარეთ პარკი მცენარის ქოთანს და დადგით იგი განათებულ წერტილში. პარკის დაფარებამდე მორწყეთ მცენარე და დააცადეთ მიწას გაშრობა. პარკის გადაფარების შემდეგ წყალი ჰაერში აორთქლდება მისი დახმარებით და მცენარეს ტენიანობას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს.