როგორ გავზარდოთ ნებისმიერი მცენარე სახლში: 9 ხრიკი

ოთახის თუ ბაღის მცენარეების მოყვანა განსაკუთრებული ხელოვნებაა. ყოველთვის მოიძებნება განსაკუთრებული ხრიკები, რომლებიც სწრაფად ამოაცენებს თესლს, მიგაღებინებთ უხვ მოსავალს და იხსნის გაფუჭებულ მცენარესაც კი. Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საკუთარ ცოდნასა და სასარგებლო რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ნებისმიერი სასარგებლო და დეკორატიული კულტურის გაზრდაში.

1. საუკეთესო საშუალება ალოეს ასაჩქარებლად

ჩვეულებრივ, მცენარის გადარგვა საუკეთესო და ყველაზე შესაფერისი ნიადაგის შერჩევით იწყება. თუმცა, ალოე უჩვეულო ოთახის მცენარეა. ამიტომ, იგი ყველაზე კარგად იღებს ფესვებს და ეგუება გადარგვას ბანანში. ასეთი კრეატიული ხრიკისთვის დაგჭირდებათ ზომიერად მწიფე ყვითელი ბანანი, რომლის შუაში მცირე ზომის ხვრელი უნდა გააკეთოთ. მიღებულ ღრმულში ჩარგეთ ალოეს პატარა ნერგი. ბანანის გაშავების შემდეგ, მცენარე ამოიღეთ და ჩარგეთ ჩვეულებრივ ნიადაგში. ასეთი მარტივი მანიპულაცია ალოეს ფესვთა სისტემას გააუმჯობესებს და მიიღებთ უხვ ზრდას.

2. ეგზოტიკური მცენარე სახლისთვის

ბევრისთვის უკვე საიდუმლო არაა, რომ ფანჯრის რაფაზე შეიძლება ლიმონისა და ფორთოხლის ხის გაზრდა. თუმცა ის, რომ საშინაო პირობებში მშვიდად იზრდება პაპაიაც – უჩვეულო და საინტერესოა. იმისათვის, რომ ფანჯრის რაფაზე ასეთი ორიგინალური ეკზემპლარი მიიღოთ, შეიძინეთ მწიფე პაპაია და ჩაალბეთ მისი თესლი გაფილტრულ, მაღაზიის წყალში რამდენიმე საათით. შემდეგ დათესეთ უნივერსალურ ნიადაგში, არც ისე ღრმად.

3. კრეატიული ხრიკი კვახის მოსაყვანად

მცენარეები საუკეთესოდ იზრდება მათთვის ბუნებრივ პირობებში. მაგალითად, კვახის მწიფე ნაყოფი გაჭერით ორ ნაწილად, ამოავსეთ მიღებული ნახევარის ღრუ მიწით (არ გააცალოთ შიგთავსი). ასე დროთა განმავლობაში, თესლი გაცილებით სწრაფად ამოცენდება, ვიდრე ქოთანში. მას შემდეგ, რაც გოგრის ქერქი დარბილებასა და ლპობას დაიწყებს, ჩარგეთ ნაკვეთის ნიადაგში.

4. სუკულენტების “შეკეთება”

სამწუხაროა, როცა საყვარელი ყვავილი ტყდება და იწყებს არაპრეზენტაბელურად წარმოჩენას. რა თქმა უნდა, თუ ამ დაზიანებას მაშინვე შენიშნავთ, შეგიძლიათ დააფესვიანოთ ტოტი, რომლისგანაც მიიღებთ ახალ მცენარეს, თუმცა, ძველი მიიღებს დაავადებულ, შეუხედავ იერს. რეალურად, არსებობს პრობლემის გამოსწორების შესანიშნავი გზა: მიამაგრეთ მოტეხილი ტოტი იმავე ადგილას. ამისთვის, დარჩენილ ღეროს გაუკეთეთ ხვრელი სუფთა ლურსმნით, მოტეხილი ტოტის ღეროს კი კონუსისებრი ფორმა მიეცით. ამის შემდეგ, ტოტი მოათავსეთ ძირითად ღეროში და გარედან დაამაგრეთ რამით. ცოტა ხნის შემდეგ, მცენარეები ერთმანეთს შეეხორცება.

5. მიწისთხილი საშინაო პირობებში

სახლის პირობებში ბევრი სასარგებლო რამის გაზრდა შეიძლება. ამისთვის, შეიძინეთ საღი მიწისთხილი თავისი ნაჭუჭით, ამოიღეთ თხილი და დაიწყეთ მისი ამოცენება: მოათავსეთ თხილები ქსოვილის ხელსახოცში, როგორც ტომარაში, და მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის წყალში 1 საათით. მას შემდეგ, რაც წყლიდან ამოიღებთ, 3 დღე გააჩერეთ სუფთა ქსოვილზე. შემდეგ დათესეთ ნიადაგში. ახლა მხოლოდ მორწყვა და მოსავლის ლოდინიღა დაგრჩენიათ. კარგი იქნება, თუ თესლს მიწას მხოლოდ 1 სმ ფენით მოაყრით.

6. ფინიკის მოყვანა

ფინიკის მცენარე რომ მიიღოთ, გჭირდებათ მწიფე ნაყოფის კურკა. იგი ერთი საათით უნდა ჩაალბოთ წყალში, შემდეგ გაახვიოთ ქაღალდის ხელსახოცში და მოათავსოთ მცირე ზომის პლასტმასი კონტტეინერში. თავდახურულ ჭურჭელში კურკა 3 დღით უნდა გააჩეროთ. კონტეინერის გახსნის შემდეგ, გახსენით ხელსახოცი და იხილავთ მცირე ზომის მორჩს. იგი ნიადაგში 3 სმ სიღრმით უნდა დარგოთ.

7. ბარდის ამოცენების სწრაფი ხრიკი

ამ ხრიკისთვის ჩაის პაკეტი დაგჭირდებათ. მისი დაყენებისა და გამოყენების შემდეგ, არ გადააგდოთ. სანამ პაკეტი სველია, გახვრიტეთ ოდნავ და მოათავსეთ მასში ბარდის მარცვალი. 3 დღეში, თესლი ამოცენდება. ჩაის პაკეტიანად ჩარგეთ ისინი ნიადაგში და ოდნავ მიაყარეთ მიწა. ასეთი მეთოდით, მოსავალს გაცილებით სწრაფად მიიღებთ.

8. კარტოფილის ზრდის აჩქარება

კარტოფილის ბოლქვები ნიადაგში რომ ჩარგოთ, შეგიძლიათ განსაკუთრებული ხრიკი გამოიყენოთ. აიღეთ ჭურჭელი, რომლის ზედა კიდე ზომით უფრო პატარა იქნება, ვიდრე კარტოფილის ბოლქვი, და გაავსეთ წყლით. ჩადეთ მასში ბოლქვები თვლებით, დანარჩენი ნაწილი დარჩეს ჭურჭლის ზემოთ. სამ დღეში მორჩები მნიშვნელოვნად გაიზრდება, კარტოფილის დარგვა კი უკვე შესაძლებელი იქნება.

9. უნივერსალური მრავალფუნქციური ქოთანი

კვერცხის მუყაოს შეფუთვა არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ, თუ თესლის ამოცენება გინდათ. ეს კოლოფი იდეალური ადგილია თესლის დასარგველად. იქ ეტევა ოპტიმალური რაოდენობის მიწა, რომელიც მცენარის ამოსაცენებლადაა საჭირო. ჩვეულებრივ, დარგვის შემდეგ 5 დღეა საჭირო ლამაზი მორჩების გასაჩენად.