6 დეკორაციული ელემენტი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს სასიამოვნოდ გარდასახავს

თუ ძველი ინტერიერი მოგბეზრდათ და უკვე ძალიან გაღიზიანებტ, დაფიქრდით მის განახლებაზე. ოთახის ინტერიერში ნათელი ფერების შეტანაში მხოლოდ ერთი ნივთი დაგეხმარებათ. Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სიას ხუთი ნივთისგან, რომლებიც მარტივად გაუმკლავდება დაკისრებულ მისიებს და ოთახს რადიკალურად გარდასახავს.

1. დიდი ნახატი

მალევიჩის “შავი კვადრატი”, მარინი, ვინტაჟური პოსტერი, მერილინ მონროს გამოსახულება პოპ-არტის სტილში – არჩევანში თავისუფალი ხართ. რაც ყველაზე მთავარია, ტილო უნდა აღგაფრთოვანებდეთ, შთაგაგონებდეთ და კარგად ეხამებოდეს არსებულ ინტერიერს. არ დაივიწყოთ ზომაც – რაც უფრო დიდია ნახატი, მით უკეთესი.

მას შემდეგ, რაც ნახატს არჩეულ ოთახში დაკიდებთ, მაშინვე დაინახავთ, რამდენად შეიცვლება ოთახი. ნათელი ფერის დიდი ტილო აზავებს ინტერიერს, იქცევა შესანიშნავ აქცენტად და იზიდავს ყველა სტუმრის მზერას. გარდა ამისა, ეს დეკორაცია შესანიშნავი შესაძლებლობაა თვითგანათლებისთვის: ერთსა და იმავე ნახატზე დაკვირვება რამდენიმე კვირისა და თვის მანძილზე, გახსნის ახალ ჰორიზონტებს, აზრებს და დაგანახებთ, როგორ იცვლებით თქვენც, თქვენი აზროვნებაცა და ცხოვრებაზე შეხედულებაც.

2. ხალიჩა

დიასახლისები, რომლებსაც კერძო კლინინგისთვის დრო არ აქვთ, უარს ამბობენ ხალიჩებზე, პარკეტის, ლინოლეუმისა და იატაკის სხვა საფრის სასარგებლოდ. ერთი მხრივ, ეს გადაწყვეტილება გამართლებულია – ხალიჩა იგროვებს მტვერს, ბეწვს, თუ მას მაღალი ბუსუსები აქვს, ნებისმიერი წმენდა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა. თუმცა, მეორე მხრივ, სწორად შერჩეული ხალიჩა ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა ნებისმიერი ოთახის გარდასახვისთვის, სიმყუდროვისა და სიხალისის შემატებისთვის. ხალიჩის საფრის არსებობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება შემოდგომასა და ზამთარში, როცა ფეხშიშველი სიარული იატაკზე არც ისე სასიამოვნოა, როგორც ზაფხულში.

თანამედროვე ხალიჩები მთლიანად განსხვავდება მძიმე საბჭოთა ნაკეთობებისგან. ახლა მოდაშია რბილი და ფუმფულა ხალიჩები, მოკლებეწვიანი ეკზემპლარები, ასევე, დაწნული მოდელები. რაც შეეხება ორნამენტებს, ტრენდულია ეთნიკური მოხატულობა, აღმოსავლეთის, აფრიკული ტომების, ველური ხალხებისთვის დამახასიათებელი ფიგურები.

3. მკვეთრი დივანი

ჩვეულებრივ, ავეჯის არჩევისას ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ უსაფრთხო, ნეიტრალურ ვარიანტს, რომელიც არ იქცევს ყურადღებას და 100%-ით ერწყმის ინტერიერს. გამოცდილ ფერთა კომბინაციაზე დაყრდნობა კარგია, თუმცა, ჩვენ გთავაზობთ კომფორტის ზონიდან გამოსვლას და გააცოცხლებს ოთახს იმ გამბედავი აქცენტის დახმარებით, რომელზე ფიქრისაც კი გეშინოდათ. მკვეთრი დივანი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მშვიდი, ნათელი ინტერიერისთვის, რომელიც თეთრ, რუხ ან კრემისფერ ტონებშია – სკანდინავიური სტილისთვის მახასიათებელ ფარგლებში.

სხვათა შორის, თუ ოთახი არ არის მყვირალა, ყვითელი, ფირუზისფერი, ნარინჯისფერი დივანი შესანიშნავად შეავსებს ოთახს. მიიღებთ ხალისიან ინტერიერს კიტჩის სტილში. თუმცა, რომ არ გადააჭარბოთ და უგემოვნო შედეგი რომ არ მიიღოთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ დივნის ფერი კარგად ერწყმოდეს სხვა ნივთებს, რომლებიც ოთახში ალაგია.

4. საინტერესო განათება

განათება ინტერიერის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. იგი არამხოლოდ პრაქტიკულ, არამედ დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს, ინტერიერის “სრულფასოვანი წევრია”. სწორედ ამიტომ, ძველი მასიური ჭაღები, მკრთალად მოციმციმე ნათურები და მსგავსი სანათები, რომელთა იერი არასახარბიელოა, ჩაანაცვლეთ თანამედროვე მოდურ ვარიანტებით.

მაგალითად, სტანდარტული სანათი მოწყობილობის ნაცვლად, შეიძინეთ ორიგინალური სანთლების კომპოზიცია. ამ შემთხვევაში, სინათლის წყარო სრულფასოვანი არტ-ობიექტი იქნება. დაფიქრდით – იქნებ თქვენს ინტერიერში ჰარმონიულად ჩაიწერება ჭაღი გალიის ფორმით, საინტერესო, ნათელი ფერის ბრა, ედისონის ნათურები, რომლებიც ჭერიდან ფერადი სადენებითაა ჩამოშვებული. ნუ შეგეშინდებათ გარისკვის. მთავარია, სანათის შერჩევისას გაითვალისწინოთ ოთახის სტილისტიკა, რათა ყველა ელემენტი ერთიან კომპოზიციად შეიკრას.

5. ფარდები

ბუნებრივი ქსოვილების ერთფეროვანი ფარდები კლასიკაა. ისინი შესანიშნავია ნებისმიერ ინტერიერში, თუმცა, ამასთან, ვერ ახალისევს ოთახს, ვერ უმატებს შარმს, ბზინვარებასა და პიკანტურ მარცვალს. თუ ქსოვილის განახლება გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ფერს, ნახატს, ტექსტურას. გაითვალისწინეთ წელიწადის დროც: თუ ზაფხულში აქტუალური იქნება მსუბუქი, ჰაეროვანი ტული, შემოდგომით უფრო ჰარმონიული იქნება მკვრივი ფარდები “მყუდრო” მასალისგან.

6. მოპირკეთება

თუ სული რამე შთამაგონებელს, მასშტაბურსა და მკვეთრს მოითხოვს, მოპირკეთებას დიდი ყურადღება დაუთმეთ. მაგალითად, შეგიძლიათ მისაღებში, სამზარეულოში ან საძინებელში მოაწყოთ აქცენტური კედელი. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ასეთი აქცენტის მოშორება შემდეგ გაგიჭირდებათ, ამიტომ იგი მკაფიო, გააზრებული, ფერით კომფორტული, ა-დან ჰ-მდე გათვლილი უნდა იყოს, რათა კედელი არამხოლოდ ერთი ოთახის, არამედ მთელი ბინის სტილს შეერწყას, არ ამოვარდეს საერთო სურათიდან და ჰარმონიულად ჯდებოდეს ინტერიერში.