აირჩიეთ სავარძელი და გეტყვით, რა პრობლემები გაქვთ ცხოვრებაში

ხხ-“როგორ გადავჭრათ პრობლემები?” – ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად, პირველ რიგში, საჭიროა იმის გაგება, თუ ცხოვრების რომელ სფეროში გაქვთ ეს პრობლემები.

დღეს Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სახალისო ტესტს, რომელიც სწორედ ამ საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამ უნიკალურ ტესტში ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ზემოთ მოცემულ ნახატს და აირჩიოთ ის სავარძელი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგეწონათ.

ახლა კი იხილეთ თქვენი ტესტის შედეგები.

1. დიდი ალბათობით, თქვენი ცხოვრების ამ მონაკვეთში სიმშვიდე და კომფორტი გაკლიათ. შესაძლოა, მთელი თქვენი თავისუფალი დრო სამსახურსა და ნაკლებად სასიამოვნო ადამაინებთან იძულებით ურთიერთობას მიაქვს.

გარშემო არაჯანსაღი ატმოსფერო რომ დაამარცხოთ, ეცადეთ, ყოველდღე გამოყოთ რამდენიმე საათი დროის განმარტოებით გასატარებლად. ეს დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის ხელახლა შეძენასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებაში.

2. თუ მეორე სავარძელი ყველაზე ნაკლებად მოგეწონათ, ესე იგი, ახლა თქვენი ცხოვრების პირადი ნაწილია პრობლემებში გახვეული. ალბათ, არ გყოფნით რომანტიკა და მკვეთრი ემოციები.

იქნებ, კარგი იქნება, თუ თქვენს მეორე ნახევარს მიანიშნებთ მსგავს პრობლემებზე? ეს, ალბათ, პოზიტიურად აისახება თქვენი ურთიერთობების განვითარებაზე. ესე იგი, თქვენი ემოციური ფონიც სრულად აღდგება.

3. ასეთი არჩევანი ემოციური გამოფიტვის დასაწყისზე მიუთითებს. ალბათ, ბოლო დროს ორჯერ მეტი შინაგანი რესურსის ხარჯვა გიხდებათ შემოქმედებითი პრობლემების გადასაჭრელად, ვიდრე მანამდე.

ძალებისა და ენერგიის მარაგის აღდგენაში დაგეხმარებათ უბრალო მედიტაცია ან ნებისმიერი სხვა სასიამოვნო დასვენება.

4. დიდი ალბათობით, ზედმეტად იმპულსურად იღებთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებს. ამიტომ, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენი ცხოვრების მატერიალურ მხარეს.

ეცადეთ,წინასწარ დაგეგმოთ მომავალი ხარჯები და იფიქრეთ მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგებზე, რათა ბოლოს და ბოლოს მიაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

5. თუ მაინცდამაინც ეს სავარძელი არ გინდათ თქვენი ინტერიერის ნაწილად იქცეს, ესე იგი, ცხოვრების ამ ეტაპზე გიჭირთ სამომავლო გეგმებში გარკვევა.

იქნებ, არ ღირს იმაზე ჩაციება, რა იქნება შემდეგ? იქნებ, აწმყოზე კონცენტრირება უკეთესია?

6. თუ მეექვსე სავარძელი იწვევს თქვენში ყველაზე უარყოფით რეაქციას, ესე იგი, ახლა გარშემომყოფებთან პროდუქტიული ურთიერთობა გაკლიათ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, სცადეთ უსარგებლო ადამიანებთან შეხვედრებსა და საუბარში დახარჯული დროის მინიმუმამდე დაყვანა.

7. ადამიანები, რომლებიც მეშვიდე სავარძელს ირჩევენ, ხშირად, თვითკმაყოფილი და თავისუფალი პიროვნებები არიან. დიდი ალბათობით, ბოლო დროს ზედმეტად შეკავებულად იქცევით გარშემომყოფებთან, რაც, შედეგად, მათ განზიდვას იწვევს.

ეცადეთ, ოდნავ მოადუნოთ საკუთარი ემოციების კონტროლი. ეს თქვენს ახლობლებს დაეხმარება თქვენი გრძნობების დანახვაში, ხოლო თქვენ – პირადი ცხოვრების დალაგებაში.

8. ეს ვარიანტი ადამიანის ჭარბ პედანტურობასა და სიფრთხილეზე მეტყველებს. ალბათ, გარისკვის გეშინიათ, ამიტომ მოწყენილობისგან აღარ იცით, რა ქნათ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, საკმარისია შიშისთვის თვალებში ჩახედვა და ერთხელ მაინც გარისკვა.

იმედია, ეს ტესტი დაგეხმარებათ პრობლემის განსაზღვრასა და გადაჭრაში. თქვენ რომელი სავარძელი აირჩიეთ?