როგორ გავაპრიალოთ საოჯახო ბროლი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

ყოველ საოჯახო დღესასწაულს სულმოუთქმელად ველოდით. ბებიაჩემი ფაქიზად გამოიღებდა საოჯახო ბროლის ჭურჭელს და ყველაფერს აპრიალებდა. აბა გაგვებედა და სერვანტთან ახლოს გვეთამაშა – დესერტის გარეშე დავრჩებოდით! ახლა ბებიას ბროლის ჭურჭელი ჩემი ბინის ინტერიერში ბრწყინავს. თუმცა, მე არამხოლოდ მისი მზერით ვტკბები, არამედ, საკმაოდ ხშირად, დანიშნულებისამებრ ვიყენებ.

ძველი ბროლი ახალივით რომ გამოიყურებოდეს, ჩემი საყვარელი ბებიკოს რჩევებით ვუვლი. ბროლის ყველაზე ჭუჭყიანი ჭურჭელიც კი იბრწყინებს და მზეზე ცისარტყელის ყველა ფერით განათდება. ამისთვის კი მხოლოდ ის გჭირდებათ, რაც უკვე გაქვთ სამზარეულოში.

ბროლის ჭურჭელი

ბროლი საკმაოდ პრეტენზიულ მოვლას მოითხოვს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მასზე სხვადასხვა ტიპის ჭუჭყი ჩნდება. მაგალითად, ხისტი წყლის გამო, ლარნაკის ფსკერზე შეიძლება თეთრი ნადები გაჩნდეს. ამ შემთხვევაში, უბრალო გამოვლება საკმარისი არ იქნება. თუ ყვავილებს წყალს დროულად არ გამოუცვლით, მწვანე ნადებსაც შეხვდებით. ლარნაკის გარე მხარეს კი, იშვიათად, ცხიმიანი მტვერიც გროვდება. ამ ჭუჭყთან გამკლავდება ყველაზე რთულია, რადგან იგი ყველა რთულად მისაწვდომ ადგილებში იჭედება.

როგორ გავაპრიალოთ ბროლის ჭურჭელი

1. თეთრ ნადებს მარტივად გაწმენდთ ჩვეულებრივი ძმრით. ამისთვის, გააზავეთ 1 ს.კ. სითხე 1 ლ წყალთან, ჩაასხით მიღებული ხსნარი ლარნაკში და დაელოდეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ გაწმინდეთ ლარნაკის შიგნითა მხარე საშუალო სიმტკიცის ჯაგრისით. გარეცხეთ ბროლი გამდინარე წყლით და დატკბით მოელვარე შედეგით.

2. საწმენდი ხსნარის მომზადება სხვანაირადაც შეიძლება. მოხარშეთ კარტოფილი მომზადებამდე, გააგრილეთ წყალი, რომელშიც იგი მოიხარშა. მოათავსეთ კარტოფილის გრილ ხსნარში ბროლის ჭურჭელი 25-30 წუთით. გარეცხეთ ნივთები გამდინარე წყლით, გაწმინდეთ შიგნიდან რბილი ღრუბლით. ვუალა!

3. უსიამოვნო მწვანე ნადებთან გამკლავებაში საკვები სოდა დაგეხმარებათ. პირველ რიგში, ჩაყარეთ ცოტაოდენი ფხვნილი ლარნაკში და დაასხით წყალი. მეორეც, დაახურეთ ჭურჭელს რამე თავსახური, კარგად შეანჯღრიეთ ისე, წყალმა რომ არ გაონოს. დარჩენილი სოდა და ჭუჭყი გამორეცხეთ ძმრის ხსნარით, რომელიც პირველ პუნქტში მოვამზადოთ.

4. დახვეწილი აჟურული ნახატები ბროლის ჭურჭლის მთავარი თავისებურებაა. მათ გასაპრიალებლად დაგჭირდებათ ფანჯრების საწმენდი საშუალება. უბრალოდ გაჟღინთეთ ამ საშუალებით რბილი, სუფთა ქსოვილი და გაახვიეთ მასში ჭურჭელი. 4 საათში გაშალეთ და ჩამორეცხეთ დამბალი ნადები. ამისთვის რბილი ღრუბელი ან ჯაგრისი დაგჭირდებათ. შემდეგ გარეცხეთ ბროლი გამდინარე წყლით.

5. ბროლის მოოქროვილი ან ნახატებიანი ჭურჭელი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, სარეცხი საშუალებების დიდი ნაწილის გამოყენება არ შეიძლება. საბედნიეროდ, ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ. გააზავეთ 1 ს.კ. ნივთიერება 1 ლ თბილ წყალთან და გაავლეთ ლარნაკი მიღებული ხსნარით. შემდეგ გარეცხეთ ბროლი გამდინარე წყლით და გაამშრალეთ.

გახსოვდეთ, რომ ბროლის ჭურჭელი 35-36 გრადუს ცელსიუსზე უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეიძლება გაიბზაროს ან გამკრთალდეს. რეცხვის შემდეგ, აუცილებლად გაწმინდეთ ჭურჭელი რბილი ქსოვილით.