როგორ განვაახლოთ ძველი, შეუხედავი ავეჯი: საუკეთესო იდეები

მოდა ცვალებადია, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, ავეჯი კი ძალიან სწრაფად ძველდება. ამასთან, სახლში ბევრს შემორჩა ძველი სერვანტი ან მაგიდა, რომლის გადასაგდებად მათ ფეხები უკან რჩებათ.

ნუ იჩქარებთ ძველი ავეჯის გადაგდებასა და ბევრი ფულის ხარჯვას ახლის შესაძენად. Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ შთამაგონებელ იდეებს ძველი ავეჯის გადასაკეთებლად.

ძველი ავეჯის რესტავრაცია

1. გაუკაცრიელებული კომოდიდან მოდურ ტუალეტის მაგიდამდე. კარგი გადაწყვეტილებაა!

2. ასეთი საკერავი მანქანა თითქმის ყველა ოჯახში იყო. ნახეთ, რა ლამაზი მაგიდა გამოდის მისგან.

3. ძველი, დრომოჭმული ტუმბო მოდურ, მოსახერხებელ პუფად იქცევა, რომელსაც შემოსასვლელში დადგამთ.

4. ძველი ტაბურეტები და ხის სკამები ნებისმიერ სტილში ჩაჯდება, თუ შესაფერისი საღებავით შეღებავთ.

5. სარკეები ძველ კომოდს შესანიშნავ იერს სძენს. აი, საინტერესო და მსუბუქი გადაწყვეტილება.

6. შესანიშნავი იდეა აგარაკისთვის.

7. ასევე, შეიძლება საბავშვო სათამაშო სამზარეულოს გაკეთებაც. მაღაზიაში მსგავსი ძალიან ძვირი ღირს.

8. ძველი ტუალეტის მაგიდისგან თანამედროვე სამუშაო კუთხის მოწყობა შეიძლება.

9. ძველი კედლის კარადის მორჩენილი შპალერით გაფორმების შემდეგ, თქვენი ოთახი ახალ სახეს მიიღებს.

10. კიდევ ერთი იდეა ძველი სკამების რეკონსტრუქციისთვის.

ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია. დიზაინერები ხშირად უკეთებენ რესტავრაციას ძველ ავეჯს, რამდენადაც ამას ბევრი დრო და ფული არ სჭირდება. შედეგი ყოველთვის შესანიშნავია!

თქვენ რას უხერხებთ ძველ ავეჯს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.