როგორ დავამყაროთ იდეალური წესრიგი სამზარეულოს კარადებში ერთხელ და სამუდამოდ

ხანდახან, სამზარეულო უამრავი ისეთი წვრილმანის დაგროვების ადგილი ხდება, რომელთა არსებობის შესახებ არც კი ეჭვობთ. ეს იწვევს პროდუქტის, ჭურჭლისა და მსგავსი საჭირო ნივთებისთვის ადგილის უკმარისობას. Novate.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა დაამყაროთ სამზარეულოს კარადებში წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ, სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმით.

რატომაა საჭირო დროულად დალაგება?

  • ფულის ეკონომია: ხშირია სიტუაცია, როცა მეხუთე პლასტმასის კონტეინერს მხოლოდ იმიტომ ყიდულობთ, რომ წინა ოთხის არსებობა გავიწყდებათ. წესრიგის დამყარების შემდეგ, ყოველთვის გეცოდინებათ, რა და რამდენი გიდევთ კარადაში.
  • დროის ეკონომია: აღარ მოგიწევთ დიდი დროის დახარჯვა საზომი ჭიქებისა და კექსის ფორმების მოსაძებნად. ეს მნიშვნელოვნად ააჩქარებს და გაამარტივებს მზადების პროცესს.
  • მოსახერხებლობა: ოჯახის წევრებს ზუსტად ეცოდინებათ, სად დევს საცერი, ტაფა ან პატარა ქვაბები, ესე იგი, ბევრ კითხვას არ დასვამენ ამ კუთხით. გარდა ამისა, ასე გაცილებით მარტივი იქნება დალაგებაც, რადგან თითოეულ ნივთს თავისი ადგილი ექნება.

ნაბიჯი 1: გამოიღეთ ყველაფერი კარადებიდან

დასაწყისისთვის, გააცარიელეთ სამზარეულოს კარადები. უფრო მოსახერხებელი რომ იყუოს, მოამზადეთ სამი პაკეტი ან კონტეინერი: ერთ-ერთი ჩაალაგებთ ნაგავს, მეორეში – იმ ნივთებს, რომელთა გაჩუქება ან გაყიდვა შესაძლებელი იქნება, მესამეში კი საჭირო სამზარეულო ნივთებს, რომელთა გამოყენებას მომავალში გეგმავთ. გახსოვდეთ, სამზარეულოში მხოლოდ იქ აუცილებელი ჭურჭელი და აქსესუარები უნდა დარჩეს. ყველაფერი დანარჩენი გაიტანეთ ოთახიდან, თორემ მხოლოდ ქაოსსა და უწესრიგობას შეგიქმნით.

ნაბიჯი 2: დაახარისხეთ

სანამ ნივთებს უკან შეალაგებთ, კარგად გათვალეთ შენახვის ლოგიკა. აი, რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • დაალაგეთ ნივთები იქ, სადაც ყველაზე ხშირად იყენებთ – მაგ, ზეთი ქურასთან, მარილიც იქვე… თუ არ გინდათ, რომ ბავშვებისთვის ზედა კარადიდან ყოველ საათში მოგიხდეთ ორცხობილების ჩამოღება, ჩადეთ იგი უჯრაში, ბავშვები რომ მისწვდნენ.
  • საკვები და ჭურჭელი გააცალკევეთ: დაისახეთ შენახვის გეგმა, რათა ზუსტად იცოდეთ, სად რა გიდევთ. მაგალითად, პროდუქტი მარცხენა კარადაში, თეფშები, ქვაბები და მსგავსი ჭურჭელი – მარჯვენაში. ან საკვები ზედა თაროებზე, ჭურჭელი – ქვედაზე. თუ სამზარეულო მცირე ზომისაა და ოთახში მხოლოდ ერთი კარადა დგას. გამოყავით მასში სექციები.
  • დაყავით ნივთები კატეგორიებად: ამ შემთხვევისთვის, არსებობს უამრავი ვარიანტი პრობლემის გადასაჭრელად – მაგალითად, ერთი კარადის ზედა თაროზე განალაგეთ ბურღული, შუაზე – ჩაი, ყავა და მსგავსი სასმელები, ქვედაზე – ფქვილი, შაქარი, სოდა და მსგავსი ფხვნილები. თავად განსაზღვრეთ, რა უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის. ამ კატეგორიების განსაზღვრის შემდეგ, სამზარეულოში წესრიგს ვეღარაფერი დაარღვევს.

  • გამოყავით თარო ყოველდღიური გამოყენების ნივთებისთვის: საყვარელი თეფშები, ჭიქები, ლანგრები… ეს ჭურჭელი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. აი, ღვინისა და შამპანურის ბოკლები, რომლებსაც მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებთ, შეგიძლიათ კარადის თავზე შემოდოთ.
  • იყავით ფრთხილად: ეცადეთ, ნივთები ისე დაალაგოთ, რომ ყველაფერს ზედავდეთ, და უპრობლემოდ აიღოთ საჭირო ნივთი.
  • არ სცადოთ ყველაფრის ერთ კარადაში მოთავსება: წესრიგის დამყარებას ვერ შეძლებთ, თუ თაროები გამოტენილი იქნება. გადაანაწილეთ ისინი უჯრაშიც.

ნაბიჯი 3: დაალაგეთ ყველაფერი თავის ადგილას

რა უნდა შევინახოთ ზედა კარადებში?

  • საკვები, რომლებიც ყოველდღიური მზადებისთვის გჭირდებათ (ზეთი, სოუსი, ბურღული, სანელებლები), დააჯგუფეთ კარადებში და სამუშაო ზედაპირზე, ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილას რომ გქონდეთ.
  • თეფშები და ფინჯნები: ყველაზე ხშირად მოხმარებადი ჭურჭელი შეინახეთ საშრობზე ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ასე რეცხვის შემდეგ ფინჯნების ხელახლა შენახვა არ მოგიხდებათ.
  • კონტეინერები: ჰკითხეთ თქვენს თავს, რაში ალაგებთ პროდუქტებს ყველაზე ხშირად. აი, ამ სამუშაო ზედაპირზე კონტეინერები უნდა ინახებოდეს.
  • რეცეპტების წიგნი: თუ კულინარიულ წიგნებს იყენებთ, გამოყავით ლიტერატურისთვის სპეციალური თარო, სამუშაო ზედაპირის თავზე. კიდევ ერთი ვარიანტია ხის კოლოფის შეძენა ან დამზადება და მათი იქ ჩალაგება. ეს არამხოლოდ ფუნქციური, არამედ ძალიან ლამაზიც იქნება.

რა შევინახოთ ქვედა კარადებში?

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტოსტერი, ბლენდერი, მიქსერი, ყავის მადუღარა და მსგავსი ნივთები – ასე მათ მარტივად მისწვდებით კერძების მომზადებისას. რაც შეეხება ტექნიკას, რომელსაც ყოველდღე იყენებთ (მაგ. ელექტროჩაიდანი), იგი უშუალოდ სამზარეულოს ზედაპირზე დადგით.
  • ქვაბები, ტაფები, საცხობი ლანგრები: თაროებზე დიდი რაოდენობით ჭურჭელი რომ დაეტიოს, შეინახეთ ტაფები ვერტიკალურად და გვერდულად – ასე ისინი ნაკლებ სივრცეს დაიკავებს. იგივე ეხება თავსახურებსაც. სხვათა შორის, მათთვის შეგიძლიათ სპეციალური სადგამი იყიდოთ.
  • ფინჯნები, თასები, საჭრელი დაფები – მათი შენახვა ყველაზე უფრო მოსახერხებელია ნიჟარასთან ან ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან ახლოს.
  • საწმენდი საშუალებები: პირველი წესი – საყოფაცხოვრებო ქიმია ჭურჭელთან და საკვებთან ერთად არ უნდა შეინახოთ. უკეთესი იქნება, თუ მათ ნიჟარის ქვეშ მოათავსეთ.

ნაბიჯი 4: დაიცავით წესრიგი

მას შემდეგ, რაც ყველაფერს თავის ადგილს უპოვით, უბრალოდ დაითანხმეთ ოჯახის წევრები წესრიგის დაცვაზე. თუ ვერ დაიმახსოვრეთ, სად რა დევს, ჩამოწერეთ სია და დაკიდეთ მაცივარზე, რომ არაფერი დაგავიწყდეთ.

შეგიძლიათ კარადების სახელურებს ლამაზი სტიკერები გაუკეთოთ, რომლებიც შეგახსენებთ მათ შიგთავსს.