გაზქურის ყოველდღიური გამოყენებისას, კონფორები სწრაფად ჭუჭყიანდება. ეს ხელს უშლის საწვავის თავისუფალ გამავლობას და ცეცხლიც ნაკლებად ინტენსიური ხდება. უარესი ხდება, როცა არხები ისე იჭედება, რომ გაზი საერთოდ არ გამოდის. ეს საკვების ნარჩენებით დაბინძურების გამო ხდება. ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, საკვების ნაწილაკები სივდება და მყავრდება, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს.

როგორ გავწმინდოთ გაზის კონფორები

გირჩევთ, ქურებში ცეცხლის ინტენსიობას მიაქციოთ ყურადღება. თუ იგი სუსტი ან მოყვითალოა, საქმე არხების დაბინძურებასთან გაქვთ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გაზქურას თვეში ერთხელ, რეგულარულად გაწმენდთ. ასე შეძლებთ ქურის გამოყენების ვადის გახანგრძლივებასა და უეცარი დაზიანებისგან თავდაცვას.

გამოყენების ინსტრუქცია

გაზქურის გამოყენების ინსტრუქციაში უნდა იყოს კონფორების წმენდის ინსტრუქციაც. ხშირ შემთხვევაში, მწარმოებლები გვთავაზობენ სამწენდი საშუალებების ძირითად სახეობებს.

ტექნიკის სხვადასხვა სახეობისთვის ასეთი მასალები გამოგადგებათ: ჭურჭლის სარეცხი საშუალება, არააბრაზიული ღრუბელი, ძველი კბილის ჯაგრისი, საკვები სოდა, ფურცლების სამაგრი და სუფთა ქსოვილი.

ყურადღებით გაეცანით მწარმოებლის რეკომენდაციებს. ექსპლუატაციის სახელმძღვანელო შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი გამოყენება და გაკეთება შეიძლება/არ შეიძლება სამზარეულოს ტექნიკის მოვლის დროს. აღწერაში ჩამოთვლილი იქნება როგორც შესაფერისი საშუალებები, ისე ის ნივთიერებები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ.

კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი გეცოდინებათ, გაზქურის სილამაზე რომ არ დააზიანოთ. სხვათა შორის, თუ დაბეჭდილი სახელმძღვანელო არ გაქვთ, ინსტრუქციას მწარმოებლის საიტზე იპოვით.

ვაშორებთ ჭუჭყს

დავიწყოთ იმით, რომ გაზი უნდა გადაკეტოთ. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. დარწმუნდით, რომ ქურები გაგრილდა, თუ ისინი ცოტა ხნის წინ გამოიყენეთ. ფრთხილად მოხსენით მილები, რომლებითაც გაზი მიმეწოდება. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, ასანთი ელექტროდი რომ არ დააზიანოთ. მოხსენით ყველა ქურა ერთბაშად და დაალაგეთ ისინი ქსოვილზე ან ხელსახოცზე.

ჩაალბეთ კონფორები ცხელ წყალში. დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გააჩერეთ 20-30 წუთით. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ გამაგრებული ჭუჭყის მოშორებას. არააბრაზიული ღრუბლის გამოყენებით, საგულდაგულოდ მოაშორეთ ნადები ქურების ზედაპირებს. რთულად მისაწვდომი ადგილებისთვის შეგიძლიათ ძველი კბილის ჯაგრისის გამოყენება.

ვწმენდთ არხებს

თუ ჭუჭყი მაინც დარჩა ხვრელებში, გამოიყენეთ საკანცელარიო ქაღალდის სამაგრი. სამაგრის ბოლოთი გაწმინდეთ არხები და მოაშორეთ გამაგრებული კენჭები. არ გირჩევთ კბილის ჩხირის გამოყენებას – თუ გატყდა, ხვრელიდან ამოღება ძალიან გაგიჭირდებათ.

ვაშორებთ ლაქებს

ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად, წყლისა და სოდის პასტა გამოიყენეთ. შეურიეთ ისინი თანაბარი რაოდენობით. წაუსვით პასტა კონფორის თავსახურს და გაწმინდეთ ჯაგრისით. აუცილებლობისამებრ, გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. ჩვეულებრივი საკვები სოდა საკმარისი იქნება, მათეთრებლის ან რკინის ჯაგრისის გამოყენებას არ გირჩევთ.

ქურის წმენდის დასრულებისას, კარგად გარეცხეთ თავსახურები და კონფორები გამდინარე წყლით. გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით და გააშრეთ. ააწყვეთ კონსტრუქცია და შეამოწმეთ, როგორ მუშაობს ქურები. ცისფერი ფერის ცეცხლი თავისუფლად უნდა გამოდიოდეს ხვრელებიდან.

პროფილაქტიკა

გირჩევთ, ქურები რეგულარულად გაწმინდოთ. ექსპლუატაციის წესების დაცვით, თქვენ შეძლებთ ქურის იერის შენარჩუნებასა და სახლის დაცვას გაზის გაჟონვისგან. ახლა უკვე ზუსტად იცით, როგორ უნდა გაწმინდოთ გაზქურა ისე, რომ ქურამ დიდხანს გაძლოს და გემრიელი კერძები მოგამზადებინოთ. სისუფთავე და წესრიგი მტკიცე ჯანმრთელობის წინაპირობაა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი