როგორ ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე ძველ ჭურჭელს: იდეები და ინსტრუქციები

მარტივი მხატვრული ხრიკების, ცოტაოდენი თიხისა და სპეციალური საღებავების გამოყენებით, თქვენ შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და ძველი ჭურჭლისთვის ახალი სიცოცხლის ბოძებას. მიღებული ჭურჭელი მოეწონება თქვენს თვალსაცა და სტუმრებსაც, რომლებიც აუცილებლად დაინტერესდებიან ამ “სიახლის” ფასით.

Novate.ge-ს რედაქცია, დღევანდელ სტატიაში, გასწავლით ერთბაშად რამდენიმე ნაკეთობის დამზადებას, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. ბოლოს კი გაჩვენებთ ვიდეოს, რომელშიც თქვენ უფრო მეტ საინტერესო და მიმზიდველ ხელნაკეთობებს იხილავთ. მთავარია, მიხვდეთ, რომ ძველი ჭურჭლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, მოთმინებისა და ფანტაზიის გარეშე, შეუძლებელია.

როგორ განვაახლოთ ჭურჭელი

კერამიკის დოქი მზა დეტალების გამოყენებით

მასალები:

  • ძველი კერამიკული დოქი
  • წყალზე დამზადებული ნიადაგი
  • რამდენიმე ფერის აკრილის საღებავი
  • ძველი ღრუბელი
  • მოლდები (საპნის, სანთლის და სხვ. სილიკონის ფორმები)
  • თვითგამყარებადი თიხა
  • პვა-წებო
  • ფუნჯი
  • ფანქარი
  • წყალი

მომზადება

1. მთლიანად დაამუშავეთ ძველი ჭურჭელი ნიადაგით. ნიადაგი (გრუნტი), რომელიც წყალზეა დამზადებული, უსიამოვნო სუნს არ გამოიწვევს. შემდეგ, ღრუბლის გამოყენებით შეღებეთ ჭურჭელი ერთ ფერში. დაამუშავეთ მთელი გარე ზედაპირი, ასევე, ხილული შიდა ნაწილიც.

2. მოლდების ანუ ფორმების გამოყენებით, დაამზადეთ დეკორატიული დეტალები სპეციალური თიხისგან. შეღებეთ ისინი სხვადასხვა ფერში და მიაწებეთ დოქს ჩვეულებრივი პვა-წებოთი. განსაკუთრებით რთული დეტალები მაქსიმალურად აკურატულად დაამზადეთ.

3. დეკორატიულ დანამატებს წააწერეთ სასურველი წარწერა. ამის გაკეთება ფუნჯის ან მყარი ფანქრის გამოყენებით შეიძლება.

4. სულ ბოლოს, გააზავეთ საბაზისო საღებავი, რომელიც დოქს თავიდან წაუსვით, წყალთან და დაამუშავეთ დეტალების ზედაპირი. შემდეგ სწრაფად გადაატარეთ მათ მშრალი ღრუბელი. ეს ჭურჭელზე ჭანგაროს ეფექტს შექმნის და მას უფრო საინტერესო იერს მისცემს. მზადაა!

მინანქრიანი ჭურჭელი თუთიის ეფექტიღა და რელიეფური წარწერებით

მასალები:

  • მინანქრიანი ჭურჭელი
  • წყალზე დამზადებული ნიადაგი
  • ხის საგლესი
  • ტრაფარეტული წარწერები
  • ქაღალდის სკოჩი
  • წვრილი ზუმფრის ქაღალდი
  • ღრუბელი
  • ფუნჯი
  • წყალი
  • ქაღალდის ხელსახოცი
  • რუხი აკრილის საღებავი
  • შავი აკრილის საღებავი
  • თეთრი აკრილის საღებავი
  • ვერცხლისფერი აკრილის საღებავი
  • მბზინავი ლაქი

მომზადება

1. წაუსვით ნიადაგი მინანქრიან ჭურჭელს, ეცადეთ ეს მაქსიმალურად ფრთხილად გააკეთოთ. ახლა ყველაზე რთული მისია გაქვთ წინ: დაამაგრეთ წარწერებიანი ტრაფარეტი ჭურჭელს, ქაღალდის სკოჩის გამოყენებით. ტრაფარეტულ ასოებს წაუსვით 1 მმ სისქის ფენად საგლესი. ეცადეთ, ეს ფენა მაქსიმალურად თანაბარი იყოს. რამდენიმე წუთში მოხსენით ყალიბი, მიღებული ასოები კი გაასწორეთ ზუმფრის ქაღალდით.

2. წაუსვით ღრუბელს რუხი საღებავი და გადაატარეთ ჭურჭლის მთელ ზედაპირს. დეტალები დაამუშავეთ ფუნჯით. ეს ფუძე იქნება. ახლა შეურიეთ შავი, რუხი საღებავები და ცოტაოდენი წყალი. ფუნჯით წაუსვით ეს ნარები მთელ ზედაპირს ლაქებად. ნარჩენები მოაშორეთ ქაღალდის ხელსახოცით. გაიმეორეთ იგივე თეთრი და ვერცხლისფერი საღებავებით.

3. სულ ბოლოს, სადაც საჭიროდ ჩათვლით, გადაატარეთ მშრალი ფუნჯით შავი საღებავი ჭურჭლის ზედაპირს, დეტალების დაჩრდილვისთვის. შედეგი გაამყარეთ პრიალა ლაქით. “ძველი” თუთიის კაშპო მზადაა! შესანიშნავი ქოთანი იქნება საშინაო ბაღისთვის.

მსგავსი ნაკეთობები არამხოლოდ სახლის მფლობელის ოსტატობასა და შემოქმედებით უნარებს ავლენს, არამედ მედიტატიურ თვისებებსაც ფლობს: როცა ხელსაქმით ხართ დაკავებული, თითქოს, დრო ჩერდება და ყველა სხვა პრობლემა მეორეხარისხოვანი ხდება. რაც უფრო მეტად დაისვრით ხელებს, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ამ ვიდეოში იხილავთ სხვა საინტერესო ტექნიკებს და მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას.