როგორ შევინარჩუნოთ ნიჟარის სისუფთავე: კვირის ყველაზე პრაქტიკული რჩევა

არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ბინაში შესვლისას ნიჟარიდან ან ხელსაბანიდან ამომავალი ამაზრზენი სუნის შეგრძნება. ვიღაც მაშინვე მოჰკიდებს ხელს ქიმიურ საშუალებებს, თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი მომენტიც. ბევრ ჩვენგანს ავიწყდება, რომ ასეთი მოქმედებებით მნიშვნელოვნად ზიანდება მიწისქვეშა წყლების ხარისხი.

Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უმარტივეს ხრიკს, რომელიც ერთდროულად ორი კურდღლის მოკვლაში დაგეხმარებათ: ბუნებასაც დაინდობთ და ამ “უწმინდურ” ძალასაც სამუდამოდ განდევნით თქვენი სახლიდან.

როგორ გავწმინდოთ ნიჟარა

ინგრედიენტები:

  • 1/2 ფინჯანი ლიმონის წვენი
  • 1/2 ფინჯანი სასმელი სოდა ან 4-5 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი (იგივე საკვები სოდა)

მოქმედებათა თანმიმდევრობა

  1. გაათბეთ ლიმონის წვენი მიკროტალღურ ღუმელში (30 წმ).
  2. დაუმატეთ წვენს სოდა და აცადეთ მასში ნელა გახსნა. ამასთან, ფრთხილად იყავით – მასა საკმაოდ ძლიერად იშუშხუნებს.
  3. კარგად მოურიეთ მასას კოვზით.
  4. შემდეგ ნელა ჩაასხით იგი ნიჟარის ხვრელში და აცადეთ 10 წუთით მოქმედება.
  5. ჩარეცხეთ ნიჟარა ცხელი წყლით.

ვუალა! მზადაა, უსიამოვნო სუნისგან კვალიც კი აღარ დარჩა. მხოლოდ სიახლის სუნი დგას სახლში. მხოლოდ წესრიგი და სისუფთავე…