როგორ შევძინოთ ინტერიერს ორიგინალურობა: 5 უჩვეულო ტექნიკა კედლების შესაღებავად

სახლის კედლები ორიგინალურად რომ შევღებოთ, ბევრი ფულის ან დროის ქონა სულაც არაა საჭირო. ხანდახან, საკმარისია რამდენიმე ხრიკის ცოდნა იმისათვის, რომს საცხოვრებელმა ახალი სიდიადით იბრწყინოს.

გთავაზობთ 5 ტექნიკას კედლების ორიგინალური შეღებვისა და ინტერიერის უჩვეულო სტილის მისაღებად. ასეთი რემონტი ნამდვილად არავის ექნება!

ორიგინალური ტექნიკა კედლების შესაღებავად

1. ფიგურული გორგოლაჭი

თუ გინდათ, რომ კედელზე ლამაზი ნახატები გქონდეთ, გამოიყენეთ ტექსტურული გორგოლაჭი. დეკორის ეს საშუალება მარტივი და ხელმისაწვდომია. დაწყებამდე, ივარჯიშეთ მუყაოზე.

2. ღრუბელი

კრეატიულ ფიგურებს ღრუბლის გამოყენებით მიიღებთ. წაუსვით საღებავი ზედაპირს, აცადეთ შეშრობა. შემდეგ დაასველეთ ღრუბელი და ამოავლეთ სხვა ფერის საღებავში. სანამ კედელს დაამუშავებდეთ, მოაშორეთ ღრუბელს ზედმეტი საღებავი. დაიწყეთ მოპირკეთება ღრუბლის კედელზე მსუბუქად მიჭერით.

აი, ღრუბლის გამოყენებით კედლის შეღებვის შესანიშნავი მაგალითი.

3. ზოლები

ფუნჯის გამოყენებით შეგიძლიათ ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ზოლების დახატვა. ერთადერთი პირობაა: ფუნჯს გრძელი ბეწვები უნდა ჰქონდეს. უბრალოდ შეღებეთ კედელი, შეაშრეთ. რეკომენდებულია წებოვანი ან გლაზურირებული საღებავის გამოყენება. მხოლოდ ეს გჭირდებათ ამ შესანიშნავი ეფექტის მისაღებად.

4. ხის ზედაპირის ეფექტი

არსებობს სპეციალური იაფი ინსტრუმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ ხის ეფექტის მიღებაში. პირველ რიგში, შეღებეთ კედლები საჭირო ფერში და აცადეთ ღამით გაშრობა. მეორე დილით წაუსვით საღებავი მოწყობილობას და გადაატარეთ კედელზე.

5. ტრაფარეტული შეღებვა

კედლის ცალკეული ნაწილების დეკორაციისთვის, გამოიყენეთ ტრაფარეტები. თუ კედელზე ორნამენტი განმეორდება, მიიღებთ შპალერის მსგავს ზედაპირს. ყალიბის დამზადება შეგიძლიათ დამოუკიდებლად, სახლის პირობებში.

აგრეთვე, გეომეტრიული ნახატებისთვის შეგიძლიათ სპეციალური სამღებვრო სკოჩის გამოყენებაც.

შეიარაღდით ამ შესანიშნავი იდეებით და გაალამაზეთ სახლი უნიკალური გზით.

თქვენ რომელი ტექნიკა მოგეწონათ ყველაზე მეტად?