უშეცდომო რემონტი: 20 რჩევა, რომელიც თქვენს საცხოვრებელში კომფორტს გაამეფებს

საცხოვრებელი, პირველ რიგში, არა მოდური და ლამაზი, არამედ მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს. ხშირად, სახლში რემონტის გაკეთებისას, გვავიწყდება ამის შესახებ და მივყვებით მოდურ ტრენდებს. დღეს Novate.ge-ს რედაქციამ მოგიმზადათ 20 ძვირფასი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ მყუდრო და ლამაზი ინტერიერის შექმნაში.

20 რჩევა რემონტთან დაკავშირებით

1. მოსახერხებელი ნიჟარა

ხშირად, ადგილის ეკონომიისთვის, ჩვენ უარს ვამბობთ დამატებითფრთიან ნიჟარაზე, ჭურჭლის საშრობად. თუმცა, დიდი ზომის ნიჟარა ამ ელემენტით ნამდვილად საჭიროა სამზარეულოში, რომელშიც საკვები ბევრი ადამიანისთვის მზადდება. თუ დიდი ოჯახი გყავთ, ნუ დაზოგავთ ადგილს!

2. ზედაპირის სიმაღლე

სამზარეულოს ბაზის სტანდარტული სიმაღლე 85 სმ-ია. ხშირად, ავეჯის შეკვეთისას, დიასახლისებს ავიწყდებათ ზომების მორგება საკუთარ სიმაღლეზე, შედეგად, ძალიან დაბალ ან მაღალ ზედაპირზე უხდებათ მუშაობა. ავეჯის შეკვეთსას გახსოვდეთ, რომ მაგიდის ზედაპირი დაბალი ადამიანისთვის (150 სმ) 82 სმ-ზე მაღალი არ უნდა იყოს, ხოლო 160-დან 180 სმ-მდე – 88-91 სმ.

3. უჯრები

ჩაანაცვლეთ სამზარეულოში თაროები უჯრებით – ეს არამხოლოდ ადგილს დაზოგავს, არამედ გაცილებით მოსახერხებელს ხდის სამზარეულოს ინსტრუმენტების პოვნას.

4. სისტემა კლიკ-კლაკ

ახლა მოდურია ჩვეულებრივი სახელურების ჩანაცვლება ლაკონიური ჩაღრმავებებით, თუმცა, სველი ხელებით მათი გახსნა საკმაოდ რთულია. ამიტომ, დააყენეთ კლიკ-კლაკ სისტემა. მისი დახმარებით, კარი მარტივი მიჭერით ან იდაყვითაც გაიღება.

5. ლაქების თავიდან აცილება

ბოლო წლებში კიდევ ერთი ტრენდია საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ავეჯის უჟანგავი ფოლადის ზედაპირები, თუმცა, მათზე ხშირად რჩება კვალები. მათი გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, შეიძინეთ სპეციალური პოლიროლი, ან შეუკვეთეთ ტექნიკა ან ფასადი დამცავი დაფარვით.

6. შტეფსელების რაოდენობა

2-3 შტეფსელი საკმარისი არასდროსაა. შეგიძლიათ, შტეფსელი ყველა კედელზე მოათავსოთ, უკეთესი იქნება, თუ ყველა იმ მოწყობილობისთვის გამოყოფთ ცალკე შტეფსელს, რომელთა გამოყენებასაც ამ ოთახში აპირებთ. ამრიგად, თქვენ დამალავთ ყველა სადენს.

7. ლამინატის დაცვა

ლამინატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფარია, აწყობის მოსახერხებლობისა და მიმზიდველი ფასის გამო. ლამინატის შეძენისას, ყურადღება მიაქციეთ მის სახეობას და ეცადეთ, აირჩიოთ ყველაზე უბრალო, ზედმეტად დიდხანს რომ არ გამოიყენოთ. აგრეთვემ, არ დაგავიწყდეთ თექის სტიკერებიც ავეჯის ფეხებზე, საფარი რომ დაიცვათ დაკაწვრისგან.

8. ვენტილაცია კარადებში

შემინულ კარადებში, ხშირად, ჭარბი ტენიანობა და უსიამოვნო სუნი ჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ უბრალო გახვრიტოთ კარადის გვერდითა კედლები, ვენტილაციისთვის. ახლა უკვე მზა ავეჯიც იყიდება ასეთი ხვრელებით.

9. პრაქტიკული ფარდები

იატაკამდე დაშვებული ფარდა ამშვენებს ინტერიერს, თუმცა დიასახლისებს უამრავ პრობლემას უქმნის. ისინი ნაკლებად რომ დაისვაროს, შეიძინეთ სპეციალურად გაჟღენთილი ქსოვილი, რომელიც განიზიდავს ჭუჭყსა და მტვერს.

10. მზე აკვარიუმისთვის

არასდროს დააყენოთ აკვარიუმი მზიან მხარეს, მზის უშუალო ზემოქმედების ქვეშ, თორემ კედლებზე წყალმცენარეები ძალიან სწრაფად გაჩნდება. აკვარიუმს მხოლოდ გაფანტული მზის შუქი სჭირდება.

11. მოდური კონტრასტი

ნათელი კედლები და მუქი იატაკი დაუჯერებლად მოდური გადაწყვეტილებაა, თუმცა, ასეთ ბინებში საკმაოდ რთულია იდეალური სისუფთავის შენარჩუნება, რამდენადაც ორივე ზედაპირზე მტვერი და ჭუჭყი მარტივად ეტყობა. სცადეთ დასალაგებლად ანტისტატიკური ეფექტის მქონე ხელსახოცების გამოყენება.

12. კონტრასტული კედელი ნათელ ბინაში

თეთრი ფერი სივრცეს ვიზუალურად ზრდის, თუმცა, აციებს. ზამთარში ინტერიერის “გადაცივების” თავიდან ასაცილებლად, დაუმატეთ კონტრასტი – შეღებეთ ერთ-ერთი კედელი გაჯერებული ფერის საღებავით.

13. ლამაზი ფიგურები ერთგვაროვნების ნაცვლად

ერთგვაროვანი ზედაპირები, რა თქმა უნდა, ოთახს სტილს მატებს, თუმცა სავსებით არაპრაქტიკულია. ხალიჩები ან ფიგურული ფილები იდეალური არჩევანი იქნება, რამდენადაც მათი მოვლა გაცილებით მარტივია.

14. ბრა თუ ტორშერი?

თუ დაგავიწყდათ ხელოსნების გაფრთხილება იმის შესახებ, თუ სად აპირებდით ბრას დამაგრებას, ნუ იღელვებთ და ნურც ბრას დაკიდვას იჩქარებთ, რადგან დაკიდული სადენები არაესთეტიკურია. იფიქრეთ ტორშერის შეძენაზე.

15. გენიალური გადაწყვეტილება სააბაზანოსთვის

თუ დიდი ოჯახი გაქვთ და დილით ყველა რატომღაც აგვიანებს იმის გამო, რომ სააბაზანოში ვერ ხვდება დროულად, დააყენეთ იქ ორი პირსაბანი, თუ ამის საშუალებას ადგილი გაძლევთ. რიგი და კამათი წარსულს ჩაბარდება.

16. ადგილი სარეცხი მანქანისთვის

თუ სააბაზანოს რემონტს გეგმავთ, აუცილებლად იფიქრეთ, სად დადგამთ ამ დროისთვის სარეცხ მანქანას, და მიანდეთ მისი დამონტაჟება სპეციალისტს.

17. მოდური საშხაპე

ეკონომიისთვის, შეგიძლიათ არ შეიძინოთ სრულყოფილი საშხაპე, უბრალოდ მოამზადეთ მისი ადგილი და გაიყვანეთ კანალიზაცია ფილებქვეშ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არანაკლებ ხუთგრადუსიანი დახრილობით უნდა გააკეთოთ.

18. ყველაფერი თაროებზე

ადგილის ეკონომიისთვის, სააბაზანოში შეგიძლიათ გააკეთოთ გამოშვერილი თაროები. ყველაფერთან ერთად, ისინი მოდურარად გამოიყურება.

19. არა სრიალა იატაკს

სააბაზანოს იატაკი ტრავმის საფრთხეს რომ არ ქმნიდეს, აირჩიეთ ხორკლიანი ფილა ან დააფინეთ სრიალა იატაკზე ხალიჩა.

20. ხატავს ყველა

დაუმატეთ სააბაზანოს საღებავები, ნათელი გლაზურის გამოყენებით, რათა სივრცე ვიზუალურად გაიზარდოს.

თუ უახლოეს მომავალში რემონტს გეგმავთ, გამოიყენეთ ეს რჩევები.