ბევრი ჩვენგანის სახლში სააბაზანო მცირე ზომისაა. ეს არამხოლოდ საბჭოთა, არამედ ახალი შენობების პრობლემაცაა. თუმცა, ისინიც კი, ვისაც ამ მხრივ საწუწუნო არაფერი აქვს, არ იტყოდნენ უარს სააბაზანოს სივრცის გადიდებაზე.

დიზაინერები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ოთახში შეიძლება სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნა. მთავარია, დიზაინი გულდასმით აირჩიოთ და ოთახი მაქსიმალურად ფუნქციურად გამოიყენოთ.

ჩვენ შევაგროვეთ 9 შესანიშნავი იდეა მცირე ზომის სააბაზანოში ყველა საჭირო ნივთის დასატევად და სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად.

პატარა სააბაზანო

1. ეცადეთ, პატარა სააბაზანოში უპირატესობა ნათელ ფერებს მიანიჭოთ.

2. გამოიყენეთ ჩაშენებული კარადები და თაროები. რაც უფრო მეტი ცალკე მდგომი ნივთი იქნება ოთახში, მით უფრო მცირე ზომის გამოჩნდება იგი.

3. გამოიყენეთ ამრეკლავი ზედაპირები, კარადების ფასადით დაწყებული, ჭერისა და კედლების მოპირკეთებით დასრულებული.

4. აირჩიეთ კარი შუშის დეტალებით. იგი შემოიტანს შუქს, რაც სივრცის ვიზუალურ გადიდებას შეუწყობს ხელს.

5. ჩაანაცვლეთ დიდი საშხაპე კაბინა ოთახის კუთხეში წყლის ტრაპითა და ტიხრით.

6. შეიძინეთ კუთხის აბაზანა.

7. თუ ნივთებს ოთახის კუთხეებში განათავსებთ, სააბაზანო უფრო დიდი გამოჩნდება.

8. თუ ადგილი ძალიან ცოტაა, შეგიძლიათ, აბაზანა არ დადგათ, თუმცა სააბაზანო ვრცელი საშხაპით აღჭურვოთ.

9. სააბაზანოს ვიზუალურად გაადიდებთ, თუ ჰორიზონტალურ ზონებს გამოიყენებთ.

გამოიყენეთ ეს შესანიშნავი იდეები და აქციეთ ყველაზე პატარა და მოსაწყენი სააბაზანო ოთახი დიდ, მყუდრო ოთახად.

თქვენ რომელი იდეა მოგეწონათ ყველაზე მეტად?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი