გაგიკვირდებათ, როგორ ამარტივებს ყოფაცხოვრებას კოკა-კოლა: 12 ხრიკი

რას მალავს “კოკა-კოლა”? ეს მხოლოდ პოპულარული სასმელი როდია. ბევრი რამის თქმა შეიძლება მისი მავნებლობის შესახებ, რომ მისი დალევა, მით უმეტეს, ბავშვებისთვის, ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს. ხოლო, თუ არ დალევთ, უამრავი გზა არსებობს მისი არასტანდარტული გამოყენებისთვის. წაიკითხეთ და გაიგეთ, რითაა სასარგებლო “კოკა-კოლა” ყოფაცხოვრებაში. ეს რჩევები მრავალ საყოფაცხოვრებო პრობლემას გადაგაჭრევინებთ.

“კოკა-კოლას” გამოყენების ვარიანტები

  1. თუ ქვაბში საკვები მიგეწვათ, ჩაასხით კოლა და აადუღეთ. ქვაბი ახალივით გახდება სულ რამდენიმე წუთში.
  2. შეგიძლიათ, ნებისმიერი ფოტო “დააძველოთ”. უბრალოდ ჩაალბეთ იგი “კოკა-კოლაში” და სწრაფადვე გაწმინდეთ. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ გადაასველოთ ფოტო, თორემ გააფუჭებთ.
  3. წარუმატებლად შეღებილ თმას გადაარჩენთ, თუ კოკა-კოლას გამოიყენებთ. იგი ჩამორეცხავს თმიდან საღებავის ნაწილს, შესაბამისად, ფერი ნაკლებად თვალშისაცემი იქნება.
  4. თუ ძველ მონეტებს კოლაში ჩაალბობთ, ისინი გაპრიალდება.
  5. ჩაასხით კოლა ჩაიდანში და დააყენეთ მთელი დღით. იგი მთელ ნადებს უკვალოდ გააქრობს
  6. “კოკა-კოლა” უნიტაზსაც შესანიშნავად წმენდს – მთელ გაყვითლებულ ჭუჭყს ჩარეცხავს.
  7. თუ გინდათ, იდეალური სოუსი გამოგივიდეთ, შეურიეთ მომზადებული სოუსი კოლას 1:1 თანაფარდობით, წაუსვით წიწილას, ხორცს ან სხვა პროდუქტს და მოამზადეთ, როგორც აპირებდით.
  8. “კოკა-კოლა” თმისთვის შესანიშნავი კონდიციონერია. დაისხით იგი თმაზე, გაივლეთ და გაიშრეთ.
  9. დაასხით კოლა ბრტყელ და დიდ თეფშებზე და დაალაგეთ ბაღში. ეს ლოქორებს მოგაშორებთ! მათ სასმლის ტკბილი სუნი მიიზიდავს, ჭურჭელში მოხვედრის შემდეგ კი – დაიღუპებიან.
  10. თუ არ შეგიძლიათ ხრახნის ამოღება ჟანგის გამო, ასეთი რამ სცადეთ: დაასველეთ ჩვარი კოლაში და შემოახვიეთ ხრახნს. გააჩერეთ რამდენიმე საათით. ხრახნი მარტივად გამოვა, რადგან კოლა გამხსნელის როლს ასრულებს.
  11. გაწმინდეთ ძვირფასი ნაკეთობები: მოათავსეთ ისინი კოკა-კოლაში და ფრთხილად გადაატარეთ ჯაგრისი. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ხერხი არ გამოდგება, თუ სამკაულს თვლები აქვს.
  12. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, კოლა კუჭის გაღიზიანების დროსაც გვშველის. თუმცა, ამ მიზნით არ აიღოთ ახალგახსნილი ბოთლი, თორემ გაზები სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. გამოუშვით ბუშტუკები, შემდეგ დალიეთ წვენი წამლის სახით. თუ ტრანსპორტში გული გერევათ, მიირთვით პერიოდულად რამდენიმე ყლუპი კოლა და მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

იცოდით ამ ხრიკების შესახებ? თქვენ რა სარგებელს იღებთ კოლასგან?