როგორ გავზარდოთ ვარდის ბუჩქი თაიგულის ყვავილით

ვარდების თაიგული ყველას მოგვწონს და გვწყინს, როცა ყვავილები ჭკნება. როგორ გვინდება, გავუხანგრძლივოთ ყვავილებს სიცოცხლე. თუმცა, რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც მოდის დრო, როცა თაიგულის გადაგდება გიხდებათ…

დაკვირვებული ადამიანი შენიშნავს, რომ ხანდახან, თაიგულში ვარდები ახალ მორჩებს იძლევა. ჩვენ შეგვიძლია ყვავილების ამ შესანიშნავი უნარით ვისარგებლოთ და სახლი ქოთნის ულამაზესი ვარდებით გავაფორმოთ. ისინი თვალსა და გულს დიდხანს გაახარებს, ასეთი წარმატებული დეკორაციის მიღება კი საკმაოდ რთული სულაც არაა. მაშინაც კი, თუ ოთახის მცენარეებთან საქმე არასდროს გქონიათ, მაინც ყველაფერი გამოგივათ!

როგორ გავზარდოთ ვარდი ღეროთი

1. როცა თაიგული მთლიანად დაჭკნება, მოჭერით კალმები. თითოეულ მათგანზე არანაკლებ სამი კვირტი უნდა იყოს. აიღეთ კალმისთვის ვარდის ღეროს შუა ნაწილი, 10-15 სმ სიგრძით.

2. ბასრი დანით გაუკეთეთ ღეროს დიაგონალური ჭრილი. თუ კალამს ფოთლები აქვს, ქვედა ნაწილზე მოაშორეთ სრულად, ზემოთ კი – ნაწილობრივ.

3. ახლა პატარა მცენარეებს დახმარება სჭირდებათ. აიღეთ მცენარის დაფესვიანების ამაჩქარებელი პრეპარატი (მაგალითად, კორნევინი ან ჰეტეროაუქსინი), გააზავეთ ინსტრუქციის თანახმად. მოათავსეთ კალმები ამ სასწაულმოქმედ ხსნარში 12-14 საათით.

4. ახლა შეგიძლიათ კალმები ნიადაგში გადარგოთ! მოამზადეთ არც ისე დიდი ზომის ქოთანი ფხვიერი მიწით. კალამი უნდა ჩარგოთ დახრილად, მის გარშემო მიწა ოდნავ დატკეპნეთ.

5. კარგად მორწყეთ კალამი და ზემოდან შემოახვიეთ ცელოფნის პაკეტი. პაკეტში შეიქმნება მიკროკლიმატი, რაც მცენარის დაფესვიანებას შეუწყობს ხელს.

6. შეაშხეფეთ ნერგებს წყალი დღეში სამჯერ, მის გარშემო მიწა მუდმივად ოდნავ სველი უნდა იყოს.

სულ ესაა! ახლა უბრალოდ დაელოდეთ კალმის დაფესვიანებასა და უხვად აყვავებას.

ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი სიხარული მოაქვს საკუთარი ხელით გაზრდილ ყვავილს. ენით აღუწერელი სიამოვნებაა ასეთი ვარდების ცქერა! შეგიძლიათ, ეს სილამაზე აჩუქოთ მეგობრებს ან დადგათ თქვენს სახლში.

ამ ვიდეოში ინსტრუქციას უფრო თვალსაჩინოდ იხილავთ: