როგორ გავწმინდოთ უთო მიმწვარი ნადებისგან: იდეალურად პრიალა უთო რამდენიმე წუთში

თუ უთო გაჭუჭყიანდა, დაუთოება ნამდვილ სასჯელად იქცევა. მოულოდნელად ჩნდება ლაქები, გაფუჭებული ტანსაცმელი, უსიამოვნო სუნი… ეს უბედურება არავის სჭირდება.

გამოიყენეთ ეს დაწვრილებითი რჩევები და გაწმინდეთ უთო გულდასმით. ამ პროცედურის შესრულება ძალიან მარტივია, გარდა ამისა, უთოს კრისტალური სისუფთავე და საყვარელი ნივთების სიმთელე ამად ნამდვილად ღირს! აირჩიეთ ყველაზე ხელსაყრელი საშუალება და შეუდექით საქმეს.

როგორ გავწმინდოთ უთო

მარილი

1. საუთოებელ დაფაზე მოათავსეთ ბამბის ქსოვილი ან ქაღალდის ხელსახოცი, ისეთი, მერე გადაგდება რომ არ დაგენანებათ.

2. ქსოვილს მოაყარეთ 1 ს.კ. მსხვილი მარილი. განსაკუთრებით კარგად მუშაობს ზღვის მარილი.

3. ჩართეთ უთო მაქსიმალურ სიმხურვალეზე, გამორთეთ ორთქლი.

4. დააუთოეთ მარილმოყრილი ხელსახოცი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ამასთან, მიმწვარი ნადები უთოს ზედაპირიდან მარილზე გადავა, თანდათან, ზედაპირი გაიწმინდება და სარკისებრ ელფერს მიიღებთ.

მარილი და ძმარი

1. ძმარი და მარილი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, მარილის სრულად გახსნამდე. ძმარი არ უნდა ადუღდეს. გამთბარ მასას სასიამოვნო სუნი არ ექნება, თუმცა საწმენდი თვისებების ნამდვილად შეგშურდებათ.

2. შეაგრილეთ მასა იმდენად, რომ თითები არ დაგწვათ. ამ მეთოდის გამოყენებისას, დაიცავით ხელები რეზინის ხელთათმანით. ძველი ჩვრით, რომელიც ხსნარში უნდა ამოავლოთ, გაწმინდეთ უთოს ზედაპირი. საჭიროებისამებრ, გამოიყენეთ ჯაგრისიც, ყველაზე ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად.

3. ჯაგრისი უნდა იყოს რბილი – არ გამოიყენოთ მეტალის ნაკეთობა, რომელიც დაკაწრავს ზედაპირს, შესაბამისად, გაართულებს დაუთოების პროცესს.

4. ძმარში ჩალბობილი ქსოვილით გაწმენდის შემდეგ, გაამშრალეთ ზედაპირი, მოაშორეთ ხსნარის ნარჩენები. ამის შემდეგ, უთოს ჩართვის შემდეგ, დააუთოეთ ძველი ქსოვილი, საბოლოოდ გაწმენდამდე.

ქიმიური საწმენდი საშუალებები

1. გააცარიელეთ უთოს ავზი.

2. ჩართეთ უთო, რეგულატორი დააყენეთ ბამბის ქსოვილის რეჟიმზე.

3. აიღეთ სქელი ბამბის ქსოვილი, მოათავსეთ საუთოებელ დაფაზე და წაუსვით საწმენდი საშუალება, ინსტრუქციით რეკომენდებული რაოდენობით. საწმენდი საშუალებები შეიძლება განსხვავდებოდეს: ზოგიერთი მათგანის წასმა რეკომენდებულია ქსოვილზე, ზოგიერთის – უშუალოდ უთოს ზედაპირზე.

4. დააუთოეთ წრიული მოძრაობებით ეს ქსოვილი. გამორთეთ უთო და დაელოდეთ მის გაგრილებას. შეამოწმეთ ორთქლის ხვრელებისა და მთელი ზედაპირის სისუფთავე, საჭიროებისამებრ, მოაშორეთ ჭუჭყისა და საწმენდი საშუალების ნარჩენები.

როგორ გავწმინდოთ ორთქლის ხვრელები უთოს ზედაპირზე

1. ხვრელების გასაწმენდად, ჩაალბეთ ბამბის ჩხირი ძმრისა და მარილის ხსნარში ან უბრალოდ ძმარში და გაწმინდეთ სათითაოდ ყველა ხვრელი: კარგად დაატრიალეთ ჩხირი ხვრელში.

2. ასე მოაშორებთ მთელ ჭუჭყს, რომელიც ხელს უშლის ორთქლის თანაბრად გამოსვლას. ხვრელების გაწმენდის შემდეგ, მოაშორეთ ძმრის ნარჩენები ასეთივე დატრიალებით, ამჯერად მშრალი ჩხირით.

შეგიძლიათ, გამოხდილი წყლისა და ძმრის თანაბარი ხსნარი ჩაასხათ უთოს ავზში. ამის შემდეგ, გაახურეთ უთო და ჩართეთ ორთქლი. რამდენიმე წუთის განმავლობაში, აუთოეთ ბამბის ქსოვილი. ამის შემდეგ, ხსნარი გამოცალეთ, ზედაპირი კი გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით.

კბილის პასტასაც შეუძლია უთოს იდეალურად გაწმენდა. მცირე რაოდენობით წაუსვით იგი ზედაპირს, განსაკუთრებით ბევრი – პრობლემურ ზონებში. ამის შემდეგ, პასტა ჩამოწმინდეთ სუფთა ქსოვილით. ჩართეთ უთო, გაახურეთ და დააუთოეთ ძველი ქსოვილი. სულ ესაა!

დაე, თქვენს სახლში მუდმივად მეფობდეს სისუფთავე და წესრიგი. თქვენ როგორ წმენდთ უთოს მიმწვარ ჭუჭყს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.