როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს უთოს მოელვარე კვალი

ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბებია მასწავლიდა, როგორ უნდა დამეუთოებინა ტანსაცმელი. როგორც აღმოჩნდა, ესე კი შეიძლება არასწორად გავაკეთოთ. შედეგად, ნივთებზე ხშირად რჩებოდა უთოს მოელვარე, ულამაზო კვალი.

თუ მსგავსი პრობლემა გქონიათ, ჩვენი სტატია ნამდვილად გამოგადგებათ. დღეს Novate.ge-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ხერხს უთოს მოელვარე კვალის მოსაშორებლად. სტატიის ბოლოს კი გელით წესთა მოკლე ჩამონათვალი ნივთების იდეალურად დაუთოებისთვის.

როგორ მოვაშოროთ უთოს კვალი ტანსაცმელს

1. უსიამოვნო ელვარებას ღია ფერის ტანსაცმლიდან მოაშორებს ჩვეულებრივი ძმარი. შეურიეთ 1 ს.კ. პროდუქტი 3 ს.კ. თბილ წყალს, დაასველეთ ლაქა მიღებული ხსნარით და მოაყარეთ წვრილი მარილი. როცა იგი გაშრება, მოაშორეთ მარილი და ხელახლა, ამჯერად ფრთხილად დააუთოეთ ტანსაცმელი.

2. თუ უთოს კვალი მუქ ან სინთეტიკურ ქსოვილზე აღმოაჩინეთ, ესეც მოგვარებადია. უბრალოდ ჩაალბეთ მარლის ან ბინტის ნაჭერი ცოტაოდენ ძმართან ან ნიშადურის სპირტთან გაზავებულ წყალში. შემდეგ დაწურეთ ზედმეტი სითხე და მოათავსეთ ბინტი საჭირო ადგილას. ჩართეთ უთოს ორთქლის რეჟიმი და ფრთხილად დააუთოეთ ნივთი. შედეგად, ორთქლი შეიწოვს ამ ელვარებას.

3. აბრეშუმის ქსოვილზე ასეთი ლაქის მოშორებაში საკვები სოდა დაგეხმარებათ. მოამზადეთ სოდისა და წყლის ფაფა. წაუსვით მიღებული მასა ლაქას და დაელოდეთ სოდის ამოშრობას. გაავლეთ ტანსაცმელი თბილ წყალში. გაშრობის შემდეგ, დააუთოეთ დელიკატურ რეჟიმში.

4. უთოს მოელვარე კვალის მოშორებაში დაგეხმარებათ ხახვიც. უბრალოდ დახეხეთ ბოსტნეული წვრილად და წაუსვით მიღებული ფაფა ქსოვილს. 1 საათში მოაშორეთ მასა, გაავლეთ ქსოვილი, გააშრეთ და დააუთოეთ. უსიამოვნო ელვარება უკვალოდ გაქრება.

5. როგორ მოვიქცეთ, თუ ასეთი ელვარება ძალიან დელიკატურ ქსოვილზე გაჩნდა? ამ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო საპონი გამოიყენეთ. მოჭერით მარლა და გასაპნეთ. შემდეგ გაწმინდეთ საჭირო ადგილი შიგნითა მხარიდან და გააჩერეთ 5 წუთით. დაორთქლეთ ბამბის ქსოვილის გავლით და გაწმინდეთ ლაქა ტანსაცმლის ჯაგრისით. იგივე მეთოდი მუშაობს შავ ტანსაცმელზეც.

ტანსაცმლის დაუთოების ოქროს წესები

1. აუცილებლად ჩართეთ ორთქლი ტანსაცმლის დაუთოების დროს. თუ განსაკუთრებით დაჭმუჭნული ნივთია, წინასწარ ცოტათი დაასველეთ. რა თქმა უნდა, მშრალზე დაუთოებაც შეიძლება, თუმცა ეს გაცილებით მეტ დროს წაგართმევთ, შედეგი კი იდეალური არ იქნება.

2. თუ წინ სხვადასხვა მასალის ტანსაცმლის დაუთოება გელით, დაიწყეთ ყველაზე დელიკატური ქსოვილებით. მათთვის დაბალი ტემპერატურაა საჭირო, ამიტომ უთოს თანდათან გაახურებთ. შედეგად, თქვენ ნამდვილად არ გააფუჭებთ აბრეშუმის ან პოლიესტერის ქსოვილებს და დროსაც დაზოგავთ.

3. გახსოვდეთ, რომ უთოსაც სჭირდება მოვლა. უსიამოვნო მიმწვარი ჭუჭყი მის ზედაპირზე ტანსაცმელსაც აფუჭებს. ამიტომ, აუცილებლად გაწმინდეთ იგი რეგულარულად და ყოველთვის გადაღვარეთ წყალი, რომელიც ორთქლის ავზში დარჩა. ეს შესაძლო დაზიანებას აგაცილებთ თავიდან.

4. თუ ზუსტად არ იცით, რა ქსოვილითაა დამზადებული ქსოვილი, დააუთოეთ იგი მინიმალურ რეჟიმზე. ასე მას ნამდვილად არ გააფუჭებთ. გარდა ამისა, თუ ხელის საორთქლებელს იყენებთ, ქსოვილი დაჭიმეთ უკან, მისი დაორთქლვა რომ გაგიმარტივდეთ. სხვათა შორის, უფრო მკვრივი მასალები ორივე მხრიდან უნდა დაორთქლოთ.