გაითვალისწინეთ ეს 15 რჩევა და განაახლეთ სახლი განსაკუთრებული ხარჯის გარეშე

თუ ახალ სახლში გადასვლის შემდეგ მის მოსაწყობად დიდი თანხის დახარჯვა არ შეგიძლიათ ან უბრალოდ თქვენი სახლის ინტერიერის განახლება გსურთ მარტივად, მაშინ ეს მეთოდები საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ:

1. გამოიყენეთ პლასტმასის პანელები ფილების ნაცვლად. ისინი უფრო იაფია და უკეთესადაც გამოიყურება..

2. დააწებეთ იატაკის ახალი ფილები ძველ იატაკს ზემოდან, მისი მთლიანად შეცვლის გარეშე.

3. ახალი კარადების ყიდვა ძვირი ფუფუნებაა, რასაც ძველი კარადების განახლება სჯობს საღებავითა და ახალი სახელურებით.

4. დაზოგეთ ფული დაწნული ავეჯის ყიდვით.

5. ავეჯის გამოცვლის ნაცვლად მათი გადასაკრავების შეცვლაც შეგიძლიათ.

6. ახალი შიდა კარების ყიდვის ნაცვლად იყიდეთ სიმებიანი ფარდა.

7. ინტერიერის ხასიათის შესაცვლელად დატოვეთ აგურის კედლის ნაწილი მოშიშვლებული.

8. იყიდეთ შუშის ნაჭერი და შუშის საჭრელი, ლამაზი მოზაიკური კედლის გასაკეთებლად.

9. გადაღებეთ ძველი ხის პანელები თეთრად.

10. კარადები თუ მთლიანად გამოსაცვლელია, იყიდეთ ახალი კარადები მეორადი ავეჯის მაღაზიებში.

11. ზოგჯერ ხალხი საღებავს მაღაზიაში აბრუნებს არასწორი ფერის ქონის გამო. ასეთი საღებავი ფასდაკლებით იყიდება.

12. გახეხეთ თქვენი ძველი აბაზანა, ახალის ყიდვის ნაცვლად.

13. გამოიყენეთ წყალგამძლე შპალერი აბაზანაში ფილების გაკვრის ნაცვლად.

14. იყიდეთ ვინილის სტიკერები ფილების ნაცვლად.

15. აარჩიეთ თეთრი ან შავი მასალისგან დამზადებული აქსესუარები უჟანგავი მეტალის ნაცვლად.

გამოიყენებთ ჩვენს რჩევებს ინტერიერის გასაახლებლად? რომელი მოგეწონათ ყველაზე უფრო?