დაეხმარეთ პლანეტას და გაალამაზეთ სახლიც: პლასტმასის ნარჩენების მეორეული გამოყენება

პლასტმასის ნარჩენების გადამუშავება თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. სამწუხაროდ, ყველა ვერ იაზრებს მსოფლიოში ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბურობას და აგრძელებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნაგვის გაჩენას. გამოსავალი არსებობს: ნაგავი უნდა დაახარისხოთ და გადასამუშავებლად ჩააბაროთ.

პლასტმასის ნარჩენები

კრეატიული ადამიანები ნებისმიერ ნარჩენში ხედავენ შემოქმედებით მასალებს. Novate.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ შეიძლება პლასტმასის შეფუთვების, თავსახურებისა და ბოთლების მეორეული გამოყენება. გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ, რამდენი საინტერესო ნაკეთობის დამზადება შეიძლება ასეთი ნარჩენებით, სახლის ინტერიერი კი გამფავალფეროვნდება.

1. სასაჩუქრე შეფუთვა

ხელნაკეთი ყუთის შესანიშნავი ვარიანტია. აბა, თუ მიხვდებით, რისგანაა დამზადებული? დიახ, პლასტმასის ბოთლისგან! უბრალოდ ამოჭერით ბოთლის შუა ნაწილი, დაკეცეთ ორად და მიეცით საჭირო ფორმა (გული, კონუსი, კვადრატი, წრე). მკვრივი მუყაოსგან დაამზადეთ ფსკერი და სახურავი, მიაწებეთ პლასტმასს. ფერადი ქაღალდით ან ლენტით დაფარეთ მიწებების ადგილები და გააფორმეთ კოლოფები ბაფთებითა და მძივებით.

2. საყვავილე

თუ მთელი ამ დროის მანძილზე პლასტმასის სათლეს ნაგავში უძახებდით, უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს. ნუთუ არ მოგინდათ ასეთივე ლამაზი ქოთნის დამზადება? ამისთვის მხოლოდ საღებავი, ტომრის ნაჭერი, წებო და დეკორატიული ფიგურები დაგჭირდებათ.

3. სამშვენისი

ერთჯერადი კონტეინერების თავსახურებით მიიღებთ გასაღების შესანიშავ სამშვენისებს. დახატეთ სასურველი ნახატი შესაფერისი ზომის თავსახურზე ფლომასტრით და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. ბრტყელი ნახატი თქვენ თვალწინ დაპატარავდება სამჯერ, თუმცა სისქეში მოიმატებს. გახურებული ნემსით გახვრიტეთ პლასტმასი, სამშვენისის ჩამოსაკიდებლად.

ისღა დაგრჩენიათ, მიამაგროთ გასაღებს სასურველი ჯაჭვით ან ძაფით და დატკბეთ ამ მშვენიერებით. სურვილისამებრ, შეღებეთ სამშვენისები ლაქით ან აკრილის საღებავით.

4. ხილის ლარნაკი

იცნობთ დეკუპაჟის ტექნიკას? ამისთვის ხუთლიტრიანი ბოთლი, წებო, ლენტი და ლამაზი ხელსახოცები დაგჭირდებათ. გადაჭერით ბოთლი შუაზე, კიდეები ტალღისებრი ფორმით ამოჭერით, მოსაწყენი რომ არ იყოს. შეღებეთ ნაწილები თეთრად და მიაწებეთ ხელსახოცი: დაადეთ იგი ბოთლს და გადაატარეთ პვა-წებო. შეაერთეთ ორი ნაწილი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, კიდეზე კი მიაწებეთ ლენტები, მეტი სილამაზისთვის.

აგრეთვე, დიდი ბოთლისგან მიიღებთ ულამაზეს საპურეს. თუ დაინტერესდით, იხილეთ ვიდეო-ინსტრუქცია.

5. თავსახურების ხალიჩა

ეს შეიძლება იყოს ხალიჩა როგორც შემოსასვლელისთვის, ისე ცხელის დასადგამი სამზარეულოსთვის. გააკეთეთ სასურველი ფორმმის მუყაოს ქვედაპირი (ჩვენს შემთხვევაში, ექვსკუთხა). მიაწებეთ თავსახურები მთელ პერიმეტრზე. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ერთფეროვანი და მრავალფეროვანი თავსახურები.

6. შანდალი

იოგურტის კოლოფისგანაც კი შეგიძლიათ შესანიშნავი რამის დამზადება. გარდა ორი კოლოფისა, დაგჭირდებათ მძივები ან მაქმანები, საღებავი და წებო. ერთი კოლოფი გადაჭერით უფრო მოკლედ, შეაწებეთ ორივე ნაჭერი ერთმანეთს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, შეღებეთ და გააფორმეთ, როგორც თქვენს თვალს გაუხარდება.

7. გამჭვირვალე ჩანთა

მხოლოდ ძალიან თამამი გოგონები ატარებენ გამჭვირვალე ჩანთებს. პლასტმასის შეფუთვების ან ბოთლებისგან შეგიძლიათ ქალის ჩანთის ან უნიკალური კოსმეტიკის შეფუთვის დამზადება. ამისთვის ერთგვაროვანი პლასტმასის კვადრატები, ფურცლის სახვრეტი და კაუჭები დაგჭირდებათ.

სახლისთვის შეგიძლიათ გამოყოთ პლასტმასის ნარჩენებისთვის სპეციალური კონტეინერი და, ზოგადად, ეცადეთ, დაახარისხოთ ნაგავი. ვინ იცის, შესაძლოა, ხვალ ბავშვს დასჭირდეს სკოლისთვის რამის გაკეთება.

თქვენ რას უხერხებთ პლასტმასის ნარჩენებს? მოგვაწოდეთ იდეები და გაგვიზიარეთ გამოცდილება.